ინგლისურმა ჟურნალმა  The Field-მა გამოაქვეყნა  თავისი სია 2015  წლის 10  საუკეთესო ძვირად ღირებული თოფების, რომლებიც აწარმოეს 2015 წელს შეკვეთით.  ჩამონათვალში შესულია ევროპის ცნობილი ბრენდები. ავტორის თქმით  ძირითადი კრიტერიუმი სიის შედგენისას გათვლილი იყო თოფების ფასზე, მაგრამ აღნიშნა, რომ თოფების  სპეციალური ორნამენტებით მოხატულობა, ძვირად ღირებული მეტალით და ძვირფასი ქვებით დაფარვა კიდევ უფრო ზრდის თოფების ღირებულებას. ზოგიერთი თოფის მოდელი  იმ დონის ექსკლუზივია, რომ ანალოგი არა აქვს და არც  შეიძლება ქონდეს სტანდარტული ფასი.  ძევლი ცნობილი ფირმები, რომლებიც შეკვეთებს არ ღებულობენ სიაში ვერ მოხვდნენ. სიაში ჩამოთვლილი ყველა თოფი წარმოებულია კლიენტის სურვილის მიხედვით, კონკრეტული შემკვეთის გემოვნების გათვალისწინებით, ყოველი კონკრეტული მოდელი  შეიძლება ჩაითვალოს როგორც ხელოვნების ნიმუში. აღნიშნული თოფების ფასები მერყეობს 100 000 დოლარში და ზემოთ. შეკვეთის შესრულების ვადა  შეადგენს 1-დან 5- წლამდე. ჟურნალის ვერსიით უველაზე ძვირად ღირებული თოფი დასახელდა ავსტრიელი მეიარაღის „პეტერ ხოფერის“ გლუვლულიანი სანადირო თოფი.

ხოფერის თოფები ცნობილია მთელ მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს ექსკლუზიურ თოფებს.  მათი ფასი მერყეობს 200 000-დოლარიდან 500 000- დოლარამდე. ასეთი თოფების შესრულების ვადა კი დამოკიდებულია თოფების მექანიზმის  და მათი გარე დამუშვების სპეციფიკაზე.

შემდეგი ძვირად ღირებული  ვერტიკალურ ლულიანი 20 კალიბრის თოფი წარმოებულია იტალიური ფირმა „ფაბარმის“ მიერ. აღნიშნული თოფის ფასი 150 000 დოლარია. მექანიზმი შესრულებულია ტიტანის შენადნობის დეტალებით, ინხრუსტაციით და  შეკვეთის შესრულების ვადა შეადგენს 4-დან 5 წლამდე.

შემდეგი თოფი  წარმოდგენილია ინგლისური ფირმა „ბოსს“-ის მიერ (BOSS&Co). აღნიშნულმა კომპანიამ პირველად მსოფლიოში დააპატანტა ვერტიკალურ ლულებიანი თოფი 1909 წელს, რომელმაც დასაბამი მისცა ვერტიკალურ ლულებიანი თოფების წარმების ეპოქას. ბოსსის თოფის ღირებულება შეადგენს 115 000 დოლარს.

სიით შემდეგი მოდელი ინგლისური ფირმის „ჰოლანდ-ჰოლანდ“-ის მიერ წარმოებული ვერტიკალურ ლულიანი და ჰრიზონტალურ ლულიანი თოფებია, რომელთა ფასები შეადგენს 107 800 და  93 500 დოლარს.

სიაში შემდეგია „პერდეს“ ასევე  ორი თოფი ვერტიკალურ და ჰორიზონტალური ლულებით. ფასი 118 800 დოლარი და 110 000 დოლარი. შეკვეთების ვადა შეადგენს 18-დან 21 თვეს.

შემდეგი ძვირადღირებული თოფი წარმოებულია ასევე ინგლისური ფირმა „გრინერის“ მიერ ჰორიზონტალური ლულებით. რომლის ფასიც შეადგენს 132 000 დოლარს.

შემდეგი  ასევე ინგლისური ფირმა  (VILLIAMS&SON) „ვილლიამს“-ის მიერ წარმოებული თოფი  ღირებულობით 66 000 დოლარი.

და ბოლოს კიდევ ერთი ცნობილი ინგლისური  ფირმა  (VESTLEY RICHARD)  “ვესტლი რიჩარდი“ რომლის ფასიც შეადგენს  78 540 დოლარს. აღნიშნული თოფების შეკვეთის ვადა შეადგენს 12 თვეს. ასეთია 2015 წლის ინგლისური ცნობილი ჟურნალის მიერ შედგენილი სია, სადც ჩამოთვლილია ყველაზე ძვირად ღირებული თოფები. ბევრი ცნობული ბენდები ვერ მოხვდა სიაში მაგალთად ბერეტა,პერაზი ფაუსტი და სხვები, მაგრამ როგორც ითქვა ის ფირმები რომლებსაც არ შუსრულებით შეკვეთები არ მოხვედრილან სიაში.ასევე ყოველ წელს  ტარდება  ამარიკაში წლის საუკეთესო  თოფების გამოვლენა სადც თავმოყრილია მსოფლიოში ცნობული ბრენდები. ოკეანის გაღმა სანადირო თოფების  შეფასების კრიტერიუმი განსხვავებულია ევროპელებისაგან, (გასაკვირიც არაა სად ამერიკის თოფების წარმოება და სად ევროპის. ამერიკა საერთოდ არ არსებობდა ევროპაში თოფებს  რომ  აწარმოებდნენ)  მაგრამ  ფაქტია რომ, რაც კარგია ამერიკაშიდაც კარგად იციან. რაც შეეხება მოცემულ სურათებს აღნიშნული სურათები კონკრეტულად იმ ფასის თოფები არ არის რაც ჟურნალმა შეიტანა თავის სიაში. წარმოდგენა რომ შეექმნეს მკითხველს ამა თუიმ თოფის მოდელის შესახებ  აღებულია მათივე წარმოებული მოდელების რამოდენიმე სურათები.

error: Content is protected !!