GABBET-FAIRFAX MARS

1890 წელს წარმატებულმა და შრომის მოყვარე ავტომატური იარაღების შემქნელმა (Hugh Gabbet-Fairfax) «ფერფაქსმა» ბრიტანეტის ქალაქ ლემინგტონიდან, რომელსაც მიღებული ქონდა მრავალი პატენტები პისტოლეტების და შაშხანების კონსტრუქციების დაპროექტებაში, შეიმუშავა ყველაზე ძლიერი პისტოლეტი იმ დროისთვის და 1900 წელს დაპატენტებულმა პისტოლეტმა მიიღო სახელწოდება «Mars». ასევე ცნობილი იყო სახელწოდებით Gabbet-Fairfax Mars და Webley Mars. პისტოლეტი მარსი იწარმოებოდა 8,5მმ 9მმ 11,2მმ კალიბრის ვაზნაზე. ყველა იმ დროინდელი იარაღების შემქნელების ოცნება იყო მიეღოთ ხელსაყრელი სამხედრო შეკვეთა. არც გაბეტ–ფარფაკსი იყო გამონაკლისი. გაითვალისწინა ინგლისური არმიის ვნება მსხვილი კალიბრის მიმართ და შექმნა, როგორც ავღნიშნე 8,5 9 და 11,2 მილიმეტრიანი კალიბრის ვაზნები. 8,5 მმ ვაზნა ტყვის წონა 140 გრანით (9გრ) რომელსაც გააჩნდა საწყისი სიჩქარე 533 მ/წამში შეეძლო გაენვითარებინა ლულის წინა ენერგია 1294 ჯოული. შედარებისთვის მაშინ არსებული გრძელი 45 კალიბრის 11,43მმ ვაზნას წონით 220 გრანით (14,2გრ) საწყისი სიჩქარით 365 მ/წამში გააჩნდა 957 ლულს წინა ენერგია. განსხვავება სახეზეა თანაც შთამბეჭდავი. «Auto Mag»–ის გამოჩენამდე რომელიც გამოვიდა მხოლოთ 70 წლის მერე, მანამდე პისტოლეტი მარისი რჩებოდა ყველაზე ძლიერ პისტოლეტად არსებულ პისტოლეტებს შორის. მარსის ავტომატიკა მუშაობდა ლულის გრძელი უკუსვლის ხარჯზე. უკუცემის დროს ლულასთან ჩაჭიდებული საკეტი ერთად მოძრაოობდა ჩარჩოს ჭრილებში, ამავდროულად ხდებოდა ვაზნის მოწოდება მჭიდიდან. ლულის უკუსვლის ბოლოს საკეტი შებრუნდებოდა და თავისუფლდებოდა ლულა რომელიც გადაადგილდებოდა წინ. საკეტი რჩებოდა ადგილზე სანამდე ლულა არ დაბრუნდებოდა წინა საწყის მდგომარეობაში. ამის შემდეგ ვაზნა მიმწოდებელის მეშვეობით მიეწოდებოდა ჩარჩოს ღარში, რის შემდეგაც საკეტი იწყებდა მოძრაობას წინ. ვაზნის სავაზნეში მოთავსების შემდეგ საკეტი ისევ შებრუნდებოდა და საიმედოდ კეტავდა ლულის არხს. ღია ჩახმახის შეყენება ხდებოდა საკეტის უკან გადაადგილების დროს, დასხლეტვა კი სასხლეტზე ხელის დაჭერის დროს. ლილას გააჩნდა 7 მარჯვნივი ხრახნი. საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო ფოლადის ჩარჩოში ლულის ქვეშ. პისტოლეტის სახელურები დამზადებული იყო ხისაგან. გაბეტ –ფერფაკსი პისტოლეტის კონსტრუქციაზე შრომობდა რამოდენიმე წელი. მისი ერთერთი ადრეული მოდელი გადაეცა ფირმა ვებლეი სკოტს «Webley & Scott» 1898 წელს, მაგრამ ფირმას არ გამოუხატავს მოწონება, მიუხედავად იმისა, რომ ძიებაში იყო მიეღო კარგი საიმედო კონსტრუქციის მქონე პისტოლეტი რომელიც გამოდგებოდა სამხედრო დანიშნულებისთვის. მიუხედავად ამის ფირმა მაინც დათანხმდა ფერფაქსის პასუხისმგებლობით ეწარმოებინა მცირე პარტია სამოქალაქო ბაზრისთვის. ვებლეის მიერ წარმოებული პისტოლეტი მარსი, რომელსაც გააჩნდა დასაგები კონდახი შესთავაზეს სამხედრო ექსპერტებს. 1901 წელს დაიწყეს მარსის ოფიციალური საველე გამოცდა რათა განესაზღვრათ რამდენად გამოსადეგი იქნებოდა სამხედრო დანიშნულებისთვის. გამოცდებმა გასტანა 1903 წლამდე. საველე შემოწმების მერე პისტოლეტი საბოლოვოდ სცნეს უვარგისად სამხედრო შეიარაღებაში მისაღებად. იმის ლოდინში რომ გაბეტ ფერფაკსი მიიღებდა სამხედრო შეკვეთას, შეექმნა ფინანსური პრობლემები და ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად 1902 სექტემბერში. 1904 წლის იანვარში შეიქმნა «Mars Automatic Pistol Sindikat», რომელმაც შეუკვეთა პისტოლეტი მარსის წარმოება რომელიღაც უცნობ ფირმას ბირმინგემში. ფერფაქსი ამ კომპანიაში არ მონაწილეობდა. ვერც ამ სინდიკატმა მიაღწია წარმატებას, 1607 წელს დაიშალა და შეწყდა პისტოლეტის წარმოება. სპეციალისტების შეფასებით სულ წარმოებული იყო 80 ცალი პისტოლეტი, აქედან ერთი ათეული წარმოებული იყო ვებლეი სკოტის მიერ. (მაგრამ არსებობს ერთი პისტოლეტი სერიული ნომრით 195). პისტოლეტი მარსი აღმოჩნდა საკმაოდ მძიმე იარაღი, ძნელი და რთული კონსტრუქციის. გააჩნდა რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები. გასროლის შემდეგ ლულიდან გამოიტყორცნებოდა უზარმაზარი ცეცხლის ალი. გასროლილი მასრას პერიოდულად არ აგდებოდა სავაზნიდან თუ ამოაგდებდა ხშირად სახეში ხვდებოდა მსროლელს. პისტოლეტს გააჩნდა ძალიან ძლიერი უკუცემა. პოდპოლკოვნიკი ულსონი ერთერთი მწერალი იყო რომელსაც საშუალება ქონდა გასროლა გაეკეთებინა პისტოლეტიდან. იხსენებდა რომ გასროლის შემდეგ ლლულის წინა მხარე იფარებოდა ცეცხლის ალში, რომ არა სასხლეტის დამცველ ჩარჩო, რომელიც თითზე ჩამოცმული რგოლის მოვალეობას ასრულებდა, შესაძლებელი იყო სროლისას პიტოლეტის ხელიდან გავარდნის დიდი უკუცემის გამო. ამ გამოთქმულ აზრს ეთანხმებოდა ინგლისის ფლოტის წარმომადგენელიც, რომელიც ამბობდა, რომ ვინც ისროლა პისტოლეტიდან იმხელა დისკომფორტს განიცდიდენ სურვილი აღარ ქონდათ ხელმეორედ გასროლის. ასეთი ისტორია ხვდა წილად პისტოლეტ მარს. მიუხედავად მისი უარყოფითი შეფასებისა ის იყო იმ დროს არსებული ყველაზე მძლავრი პისტოლეტი, რომელიც დღეს არის როგორც საკოლექციო სასურველი ექსპონანტი. მრავალი ასეთი ისტორიის იარაღები არსებობს მსოფლიოში, რომლებსაც არ მიცათ საშუალება შესულიყვნენ თავისი სიტემით, საიმედო მუშაობით და მექანიზმით საუკეთესო იარაღების ჩამონათვალში, მაგრამ მათი სისტემებიდან ხდებოდა ცალკეული კვანძების, სისტემების, მუშაობის პრინციპის კოპირება და დახვეწა. მთლიანობაში ამან ხელი შეუწყო იარაღის სრულყოფას, დახვეწილი მექანიზმების შექმნას და მათ საიმედო მუშაობას.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!