ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი 12×79
ლულის სიგრძე (სმ) 71
მთლიანი სიგრძე (სმ) 125
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით 0,00 0,25 0,50 0,75 1,00
წონა (კგ) 3,25
ვაზნების ტევადობა (ც) 4+1

GIRSAN MC 312

GIRSAN MC 312

GIRSAN MC 312
დავიწყოთ იქედან რომ ფირმა ”გირსანი” ახალგაზრდა თურქული კომპანიაა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სხვადასხვა მოკლე ლულიანი იარაღების წარმოებაზე. წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია თურქეთის პოლიციისთვის, სამოქალაქო მოსახლეობისთვის და სამხედრო შეიარაღებისთვის. გირსანის წარმოებული იარაღი აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნის მკაცრ სტანდარტებს, რომელსაც უტარდება შესაბამისი გამოცდა. ეს იმიტო ავღნიშნე რომ წარმოდგენა შეექმნას მკითხველს რომელი ფირმა რას წარმოდგენს, რას აწარმოებს, რა ტექნოლოგიებს იყენებს წარმოებაში, რა ან ვინ დგას ფირმის უკან ნატოს სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს. ცხადია რომ ასეთი სერთიფიკატის მიღება ბევრ ცნობილ ბრენდსაც არ ძალუძს. პირველი პისტოლეტი ფირმა გირსანმა აწარმოა 1994 წელს თურქეთში ქალაქ გირესუნში. თუ ვიმჯელებთ იარაღების წარმოების ხანგრძლივობით ფირმა საკმაოდ ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა მისი არსებობის მოკლე დროში შეძლო იარაღების ასორტიმენტის წარმოების გაზრდა. 1995 წელს აწარმოეს კიდევ ორი მოდელი „იავუზ 16“. 1999 წელს გირსანის სამეწარმო ციკლი აყვანილი იქნა უახლესი ჩარხ-დანადგარების ავტომატურ ელექტრონული მართვის სისტემაზე. 2004 წელს დაიწყეს „იავუზ 16“-ის ბაზაზე მოდერნიზებული პისტოლეტების „ზირვეს“, „ბორას“ და „ტუგრას“ წარმოება, რომელებიც კოპირებულია ძირითადად ცნობილი ბერეტას პისტოლეტების მოდელებიდან. გირსანმა გააფართოვა წარმოებული იარაღების ასორტიმენტი. თუ აღნიშნული იარაღები კოპირებული იყო ცნობილი ბრენდებიდან 2007 წელს დაიწყეს თავიანთი სისტემის MC 23, MC 21 და MC 27 მოდელის პისტოლეტების გამოშვება, რომელიც წარმოადგინეს იარაღის ბაზარზე. ამ დროისთვის ქარხანაში თანამშრომლების რიცხვმა მიაღწია 200 ადამიანს. 2005 წლისთვის ქარხნის რალიზებული საქონლის ბრუნვამ მიაღწია 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს. აქედან გამომდინარე ფირმამ კიდევ უფრო გაზარდა ქარხნის სიმძლავრე და პროდუქციის გამოშვება გაზარდა სამჯერ, რომელმაც მიაღწია 60 0000 ერთეულ იარაღს, ვიდრე აწარმოებდა ფირმის შექმნისას. როგორც ავღნიშნეთ წარმოებული იარაღებს უკეთდება ტესტირება ნატოს სტანდარტებით. ნატოს სერთიფიკატის მინიჭების გარდა გირსანს მინიჭებული აქვს სერთიფიკატი დადასტურებული ურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე აღარ არის გასაკვირი რატომ უთმობს ფირმა დიდ ყურადღებას მისი იარაღების მკაცრ გამოცდას. პისტოლეტები უნდა აკმაყოფილებდეს ტყვიის დაჯგუფების აღიარებულ მონაცემებს, უნდა ფუნქციონირებდეს ყველა კლიმატურ პირობებში და სროლის რესურსით არ უნდა ჩამოუარდებოდეს საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს. წაყენებულ მკაცრ მოთხოვნებს გირსანის პისტოლეტები აკმაყოფილებს რაც გამოიხატება მინიჭებულ სერთიფიკატებში. გირსანი აწარმოებს ასევე სამინადირეო ნახევრად ავრტომატურ თოფს ინერციული საკეტით სახელწოდებით MC 312. თოფის მოდელი აღებულია ბენელის ინერციული საკეტის მქონე სისტემის თოფიდან ოდნავი მოდერნიზებით. გირსანი გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისიხით, სიმსუბუქით, კარგი ბალანსით და საფანტის კარგი სიმკვეთრით. ქარხნის მონაცემებით გააჩნია სროლის კარგი რესურსი და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას რაც უნდა ჰქონდეს სანადირო თოფს მისი ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე. მც 312 თავისი ექსპლუატაციის და შესრულების ხარისხის შეთავსებას თან ერთვის წარმოების კულტურა რაც ასახულია თოფზეც და მისი ფასი სხვა თოფებთან შედარებით აბსოლიტურად მისაღებია თუ გადავხედავთ არა მარტო საქართველოს ბაზარს. გირსანმა ცნობილ ბრენდებთან ბენელითან და ბრაუნინგთან ტესტირების დროს დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. საქართველოში გირსანის გამოჩენის დღიდან თითქმის ერთი წელია გასული, ამ ხნის განმავლობაში მიიქცია მრავალი მონადირეების ყურადღება, რომლებსაც მოწონს ინერციული საკეტის პრინციპზე მომუშავე თოფები. რაღა თქმა უნდა მიიქცია ჩემი ყურადღებაც. გადამეტების გარეშე ვიტყვი რომ მიუხედავად იმ მრავალი ჩატარებული ტესტებისა, რაც მრავლად დევს ინტერნეტში დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გირსანი მც 312-ის სახით ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა სტოეგერს და ატანეოს, სხვა ინერციულ საკეტიან თურქულ თოფებზე აღარ მაქვს საუბარი. დანარჩენს გვიჩვენებს პრაქტიკა მიუხედავად იმისა რომ ყველა თოფი გადის საქარხნო გამოცდას, დადგენილია მისი ძირითადი ტექნიკური მონაცემები და სროლის რესურსი.

error: Content is protected !!