IMG_2918

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 11,43
ლულის სიგრძე(სმ) 12,5
მთლიანი სიგრძე(სმ) 20
სიმაღლე (სმ) 14
წონა (კგ) 1,05
მჭიდის ტევადობა (ც) 8+1

 

GIRSAN MC 1911 45 ACP 11.43 mm

წარმოგიდგენთ ფირმა გირსანის პისტოლეტს მც 1911-ს. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რომ პისტოლეტი კოპირებულია ლეგენდარული ბრაუნინგის პისტოლეტ COLT 1911 45 ACP მოდელის პისტოლეტიდან. პისტოლეტი შესრულებულია დეტალების ურთიერთ მორგების მაღალი ხარისხით რაც პისტოლეტს ხდის უფრო გამძლეს, რაც დადებითად ასახულია სროლის რესურსზე. შეტანილია მექანიზმში ოდნავი ცვლილებები, პისტოლეტს გააჩნია უფრო ამაღლებული სამიზნე, გაუმჯობესებულია და დახვეწილია კლავიშის ფორმის ავტომარური დამცველი, რომელიც მოთავსებული სახელურის უკან. ასევე მოსახერხებელია და დახვეწილია მჭიდის დამჭერი ღილაკი და ჩამკეტი. მჭიდის ტევადობა გაზრდილია 8 ვაზნამდე. მთლიანობაში პისტოლეტი შესრულებულია მაღალი ხარისხით და განკუთვნილია როგორც ამერიკის ასევე ევროპის ბაზრისთვის.

დავიწყოთ იქედან რომ ფირმა გირსანი ახალგაზრდა თურქული კომპანიაა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სხვადასხვა მოკლე ლულიანი იარაღების წარმოებაზე. წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია თურქეთის პოლიციისთვის, სამოქალაქო მოსახლეობისთვის და სამხედრო შეიარაღებისთვის. გირსანის წარმოებული იარაღი აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნის მკაცრ სტანდარტებს, რომელსაც უტარდება შესაბამისი გამოცდა. ეს იმიტო ავღნიშნე რომ წარმოდგენა შეექმნას მკითხველს რომელი ფირმა რას წარმოდგენს, რას აწარმოებს, რა ტექნოლოგიებს იყენებს და რა ან ვინ დგას ფირმის უკან ნატოს სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს. ცხადია რომ ასეთი სერთიფიკატის მიღება ბევრ ცნობილ ბრენდსაც არ ძალუძს. პირველი პისტოლეტი ფირმა გირსანმა აწარმოვა 1994 წელს თურქეთში ქალაქ გირესუნში. თუ ვიმჯელებთ იარაღების წარმოების ხანგრძლივივობით ფირმა საკმაოდ ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა მისი არსებობის მოკლე დროში შეძლო იარაღების ასორტიმენტის წარმოების გაზრდა. 1995 წელს აწარმოეს კიდევ ორი მოდელი „იავუზ 16“. 1999 წელს გირსანის სამეწარმო ციკლი აყვანილი იქნა უახლესი ჩარხდანადგარების ავტომატურ ელექტრონული მართვის სისტემაზე. 2004 წელს დაიწყეს „იავუზ 16“-ის ბაზაზე მოდერნიზებული პისტოლეტების „ზირვეს“, „ბორას“ და „ტუგრას“ წარმოება, რომელებიც კოპირებულია ცნობილი ბერეტა FS 92-დან. გირსანმა ამით გააფართოვა წარმოებული იარაღების ასორტიმენტი. თუ აღნიშნული იარაღები კოპირებული იყო ცნობილი ბრენდებიდან 2007 წელს დაიწყეს თავიანთი სისტემის MC 23, MC21 და MC 27 მოდელის პისტოლეტების გამოშვება, რომელიც წარმოადგინეს იარაღის ბაზარზე. ამ დროისთვის ქარხანაში თანამშრომლების რიცხვმა მიაღწია 200 ადამიანს. 2005 წლისთვის ქარხნის რალიზებული საქონლის ბრუნვამ მიაღწია 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს. აქედან გამომდინარე ფირმამ კიდევ უფრო გაზარდა ქარხნის სიმძლავრე და პროდუქციის გამოშვება გაზარდა სამჯერ, რომელმაც მიაღწია 60 0000 ერთეულ იარაღს, ვიდრე აწარმოებდა ფირმის შექმნისას. როგორც ავღნიშნეთ წარმოებული იარაღებს უკეთდება ტესტირება ნატოს სტანდარტებით. ნატოს სერთიფიკატის მინიჭების გარდა გირსანს მინიჭებული აქვს სერთიფიკატი დადასტურებული ურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე აღარ არი გასაკვირი რატო უთმობს ფირმა დიდ ყურადღებას მისი იარაღების მკაცრ გამოცდას. პისტოლეტები უნდა აკმაყოფილებდეს ტყვიის დაჯგუფების აღიარებულ მონაცემებს, უნდა ფუნქციონირებდეს ყველა კლიმატურ პირობებში და სროლის რესურსით არ უნდა ჩამოუარდებოდეს საერთაშორისო მიღებულ სტანდარტებს. გირსანის პისტოლეტები აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას რაც გამოიხატება გირსანის იარაღებზე მინიჭებულ სერთიფიკატებში.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!