GLOCK17 9X19 MM
სურათზე კარგად ჩანს გლოკის პისტოლეტის ლულა, რომელიც გაბერიალია შუა ნაწილში. გაბერვა გამოიწვია უხარისხო ვაზნამ. გასროლისას ტყვიის თავი გარჩა ლულაში, ნარჩენმა გაზის წნევამ მაინც შეძლო პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობის მთლიანი ციკლის დასრულება, საკეტმა მჭიდიდან შეიტანა ახალი ვაზნა სავაზნეში და შემდეგი გასროლის დროს მოხდა ლულის გაბერვა. კარგია რომ ლულა მხოლოდ გაიბერა თორემ გახეთქვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მსროლელის ტრამვირება. ეს მოხდა ნესტიანი ვაზნის გამო, რომელშიდაც არ მოხდა დენთის მთლიანი დაწვა, ლულაში შექმნილ წნევა საკმარისი არ აღმოჩნდა ტყვიის თავი გაეტყოეცნა ლულიდან, რომელიც ჩარჩა ლულის შუა ნაწილში. მიუხედავად ამისა ლულაში შექმნილმა წნევამ მაინც შეძლო პისტოლეტის გადატენვა, რის შედეგადაც მივიღეთ ლულის გაბერვა. როგორც აღვნიშნეთ ლულის გახეთქვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მსროლელის ტრამვირება და ასევე შეიძლება პოსტოლეტი მთლიანად გამოსულიყო მწყობრიდან. ამ შემთხვევაში გადარჩა მსროლელიც და პისტოლეტიც. შეიცვლება ლულა და პისტოლეტი დარჩება ბრძოლის უნარიანი. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს ვაზნის შენახვის პირობებს. ვაზნა უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილებში სადაც ჰაერის ტემპერატურა ყოველთვის თანაბარია და ძალიან არ უნდა მერყეობდეს. არ შეიძლება ვაზნების რაიმე ხსნარში შენახვა და დაზეთვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ვაზნებს რომლებსაც არ გააჩნია სპეციალური სირისტის საწინააღმდეგო ლაქი კაფსულზე და  ტყვიის თავის და მასრის შეერთების ადგილზე. ყველა სახეობის ვაზნას, ეს იქნება პისტოლეტის, რევორველის, შაშხანის თუ სანადირო თოფის ვაზნები, აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს მათი შენახვის ვადებს და წესებს, რაც თავიდან აგვაცილებს ანალოგიურ მოვლენებს.

error: Content is protected !!