პისტოლეტი HAFDASA/ZONDA 22 LR.

ეგრედ წოდებული ჯიბის პატარა პისტილეტი 22 კალიბრზე (5,6 მმ) წარმოებულია არგენტინაში ფირმა HAFDASA–ას მიერ. ეს ფირმა ცნობილი იყო ბარაუნინგის 1911 წლის, კოლტის მიერ წარმოებული მოდელის კოპირებით. HAFDASA–ას მიერ წარმოებული პისტოლეტი არ იყო პოპულარული და საკუთარი სახელიც არ გააჩნდა და დარჩა მხოლოდ ფირმის სახელი. მიუხედავად ამისა პისტოლეტი გამოირჩეოდა ორიგინალური კონსტრუქციით. პისტოლეტდან გასროლა ხდებოდა გაღებული საკეტით, როგორც პისტოლეტ ტყვიამფრქვევი. საკეტი მოთავსებული იყო მილისებურ საკეტის ჩარჩოში, რომლის შეყენებაც ხდებოდა პისტოლეტის გვერდებზე არსებული ორი ფანჯრის საშუალებით, სადაც ერთი ფანჯარა ემსახურებოდა გასრლილი ვაზნის ამოგდებას. მსროლელი ორი თითის მეშვეობით გვერდებზე არსებული ფანჯრების მეშვეობით ახდენდა პისტოლეტის საკეტის უკან გადაადგილებას საბრძოლო მდგომარეობაში დაყენებამდე. 1950 წელს ფირმა გაკოტრდა, რომელიც იმ მომენტისთვის აწარმოებდა მხოლოდ აღნიშნულ მოდელს. რამოდენიმე წლის მერე HAFDASA–ას ყოფილი რამოდენიმე თანამშრომლების მიერ შეიქმნა ახალი ფირმა, დაიწყეს ახალი პისტოლეტის წარმოება სახელწოდებით Zonda. ეს პისტოლეტი იყო HAFDASA–ას ვერსია, რომელიც განსხვავდებოდა წინამორბედისგან რამოდენიმე ცვლილებით: საკეტის ჩარჩოზე ორი ფანჯრის მაგიერ დატოვეს ერთი მარჯვენა ჩარჩო საიდანაც ხდებოდა ცარიელი მასრის ამოგდება. საკეტის გადატენვა ხდებოდა საკეტის ჩარჩოზე ვაზნის ამომგდების წინ არსებული სპეციალური ჩაღრმავების საშუალებით, სადაც თითების ჩაჭიდების შედეგად მსროლელი ახდენდა პისტოლეტის გადატენვას. ეს არ იყო კომფორტული შეგრძნება გადატენვისას, მაგრამ ჩათვალეს რომ პისტოლეტზე ორი ფანჟრის არსებობას ჯობდა ასეთი პრინციპით პისტოლეტის გადატენვა. მეორე ცვლილება გამოიხატებოდა დაცმველის კონცტუქციაში. სინამდვილეში დამცველი არაფერს არ კეტავდა და არც პისტოლეტს ბლოკავდა, უბრალოდ მჭიდს გადადგილებდა სახელურში ოდნავ ძირს ისე, რომ საკეტი მოძრაობის დროს არ შეხებოდა ვაზნას. ეს გააკეთეს უსაფრთხორბის თვალსაზრისით რომ არ მომხდარიყო შემთხვევითი გასროლა. არც ამ მოდელმა გაამართლა, იყიდებოდა ცუდად და მალევე მოხსნეს წარმოებიდან.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!