HATSAN OPTIMA

ეს თოფი რომ მომიტანეს მაინდამაინც არ გამხარებია და არ გამკვირვებია, რადაგან საკმარისზე მეტი მაქვს საუბედუროდ ნანახი, რომლებიც დასრულებულა ცხვადასხვა არა სასიამოვნო შედეგით. კიდევ ერთი და უკვე მერემდენე შემთხვევაა გადამეტებული დენთის დოზის გამო გახეთქილი თურქული ერთ ლულიანი თოფის ლულა, რაც წარმოდგენილია სურათზე. (მნიშვნელობა არ აქვს თოფი თურქულია თუ სხვა ქვეყნის, ზედმეტი დენთის დოზით ყველა ზიანდება). აღნიშნულ თოფზე ჩანს გახეთქილი სავაზნე, სადაც სავაზნის ნახევარი ფოლადის მასა გაფრენილია გაურკვეველი მიმარათულებით. ამჯერად მსროლელს და მის გარშემო მყოფთ გაუმართლა, რადგან არავინ დაშავებულა. კიდევ ერთი მაგალითი და გაფრთხილება მათ ვინც თვლის რომ ვაზნების დატენვისას ცოტა დენთის მომატებით არაფერი ფუჭდება. არადა თურმე თოფის დაზიანებაზე რომ არაფერი ვთქვათ შეიძლება მსროლელს ყოველთვის არ გაუმართლოს. არ არის გამორიცხული რომ სხვა დაშავდეს, რადგან სავაზნის დიდ მასას, რომელიც მოგლეჯილია ლულას, საკმაოდ შორ მანზილზე შეუძლია ადამიანის დაშავება, სასიკვდილო დაზიანებთაც კი. ამიტომ თხოვნა მექნება ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ყველა მონადირეს და არა მონადირეს ვისაც შეხება აქვს სანადირო თოფებთან და საერთოდ იარაღთან, დაიცავით უსაფრთხოების წესები. ათასი ლიტერატურა და საშუალებებია იმისათვის, რომ გაეცნოთ როგორ უნდა დაიტენოს ვაზნა, რა უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი და ბევრი კიდევ სხვა რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მონადირემ. სირცხვილია რომ 21-საუკუნეში ვაზნის დატენვის არ ცოდნის გამო, ან შეგნებულად გადამეტებული დენთის დოზის გამო ზიანდებოდეს თოფები, საუბარი აღარ არის ტრამვებზე, რასაც მონადირეები განიცდიან ასეთი დაზიანებების დროს. თხოვნა მექნება! სანამდე სასხლეტზე თითს დააჭერთ დაფიქრდით რა ვაზნა დევს ლულაში და ერთი გასროლით ნუ გადაიქცევთ ცხოვრებას ტრაგედიად.

error: Content is protected !!