Hohann Fanzoj
ევროპის ცენტრში იარაღების მწარმოებელ ფირმებს შორის გამოირჩევა ავსტრიის პატარა ქალაქი ფერალახი, (ferlach) სადაც ჯერ კიდევ არსებობს საგვარეულო იარაღების წარმოების ტრადიციები. შემორჩენილია რამოდენიმე ასეთი გვარები, რომლებიც ქმნიან შედევრებს როგორც თოფის სისტემებიდან გამომდინარე, ასევე მისი დიზაინის განუმეორებელ ესტეტიკური შესახედაობით, რაც გამოიხატება თოფის გარე ზედაპირის მოხატვაში და მის უნაკლო დამუშავებაში. რა თქმა უნდა ყველას არ აქვს საშუალება შეუკვეთოს ასეთი კალასის თოფები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ ფერალახის ოსტატების მიერ შექმნილ შედევრებს და იხდიან შესაბამის ანაზღაურებას. ფერალახზე, როგორც იარაღების წარმოების ცენტრზე მოიხსენიება 1551 წელს. სამონადირეო თოფებს წარმოება დაიწყეს1589 წლიდან. ფერალახის ოქროს ხანად სეიძლება ჩათვალის 1756 წლიდან 1763 წლამდე, როდესაც 7 წლიანი ომოს შემდეგ ფერალახის ოსტატებმა მიიღეს ცხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და აღიერეს მათი დიდი როლი იარაღების შექმინასა და მის განვითარებაში. რამოდენიმე საუკუნის შემდეგ დღევანდელ ფერალახში 50-დე მოიარაღეა, რომლებიდანაც ექვს შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიო აღიარებით. ამ ექვსეულში შედის სახელგანთქმული ფირმა JOHANN FANZOI იოჰან ფანზოი, რომელმაც 1990 წლიდან დაიწყო მის წარმოებულ თოფებზე დამღების დასმა. ფანზოი შეიძლება ჩაითვალოს ჰოლანდ-ჰოლანდის ოსტატების ტრადიციების გამგრძელებლად, რომლებიც მოწვეული ყავდათ ფერალახში ინგლისიდან. ფანზოის წარმოება ჩქარა ვითარდებოდა და იზრდებოდ, მალე პატარა სახელოსნო გადაიქცა უმაღლესი კლასის თოფების მწარმოებელ კომპანიად. ფანზოი აწარმოებს თითქმის ყველა სახეობის სანადირო თოფებს სხვადასხვა მოდიფიკაციით, როგორც ხის ასევე მეტალის დამუშავების და მოხატვის უმაღლესი დონის შესრულებით. ფანზოის თოფები შეიძლება ჩაოთვალოს მსოფლიო დონის განმსაზღვრელ საერთაშორისო ცნობარად ვინ ვინ არის. სუკუნეებია სახელმწიფო მაღალი პირებიდან დაწყებული მეეფეებიც კი უკვეთავდნენ მაღალი კლაისის თოფებს. ეს ტრადიციები დღესაც გრძელდება. ფირმა აწარმოებს 300-მდე სხვადასხვა კალიბრისა და სისტემის სამონადირეო მაღალი კლასის თოფებს, რომლის შექმნაშიც დიდი დრო და რეეურსი იხარჯება. არ არსებობს სურვილი რომლის შესრულაბაც ფირმას არ შეეძლოს. ფანზოის თოფის მსურველებს წლებით უწევს რიგში დგომა შეკვეთილი თოფების მისაღებად, რომლებიც დიდ სიხარულს ანიჭებენ მათ მფლობელებს, რადგან ყოველი მათი შეკვეთილი მოდელი ერთად ერთია აღარ განმეორდება.

error: Content is protected !!