ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×76
ლულის სიგრძე (სმ) 76
მთლიანი სიგრძე (სმ) 130
ლულის შევიწროება 1.00  0.05
წონა (კგ)  3.2

 

HOLLAND & HOLAND
ალბათ ყველას სმენია ინგლისური ფირმები, რომლებიც აწარმოებენ უმაღლესი კლასის სანადირო თოფებს, მათი წარმოებული პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნების ნიმუშებად, მისში ჩადებულია ლონდონელი მეიარაღეების მაღალი ოსტატობის შრომა თანამედროვე თექნოლოგიების გამოყენებით, რომლის გარეშეც დღეს დღეობით შეუძლებელია იყო ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რა საშუალებებით ახერხებს ინგლისური ფირმა „ჰოლანდ-ჰოლანდი“ ლიდერობას. ამას განაპირობებს არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩარხ დანადგარები და ხარისხი, არამედ ის დიდი ტრადიციები, რომელიც საუკუნეზე მეტია სფუძვლად უდევს ინგლისში სამონადირეო იარაღების წარმოებას. ჰოლანდ-ჰოლანდის ისტორია იწყება 18-ე საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ინგლისელმა სპორტსმენმა და შესანიშნავმა მსროლელმა „ხარის ჯონ ჰოლანდმა” მისი ახლობლების რჩევით, რომ ის შეძლებდა წარმატების მიღწევას იარაღის ბიზნესში 1835 წელს დაარსა ფირმა. (1806-1896). ზუსტად ძნელია იმის თქმა როდის დაიწყო ხარის გოლანდმა თოფებს წარმოება, მაგრამ მისი ფირმა ცნობილი გახდა მის მერე როდესაც 1861 წელს მოსწავლეთ აიყვანა ძალიან ნიჭიერი ოსტატი და მეიარაღე მისი ძმის შვილი „გენრი ჰოლანდი“. (1845-1930). 1867 წლიდან გენრი გახდა პარტნიორი და 1876 წლიდან ფირმას დაერქვა სახელი  ჰოლანდ-ჰოლანდი. მიუხედავათ იმისა რომ გენრი იყო ხარის გოლანდის სრულფსაოვანი პარტნიორი ხარისი მაინც აკონტილებდა ყველაფერს და მარტო მას ქონდა უფლება საბანკო ჩეკებზე ხელის მოწერის. 1883 წელს ჰოლანდ-ჰოლანდმა მიაღწია მნიშვნელოვან წაემატებებს, რაც გამოიხატა კიდეც როდესაც ინგლისის ცნობილმა ჟურნალმა field-მა ჩაატარა შეჯიბრი შაშხანების სროლაში. ჰოლანდ-ჰოლანდის მსროლელებმა როგორც მცირე კალიბრიანი შაშხანით ასევე სპილოზე სანადირო 4 კალიბრის შტუცერით მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება. მიუხედავათ ამისა ჰოლანდ-ჰოლანდმა სახელი მოიხვეჭა დაარსებიდან მხოლოდ 50 წლის მერე როდესაც შექმნა და დააპატენტა აბსოლიტურად ყველასაგან განსხვავებული საკუთარი მოდელი. 1885 წელს წარმოადგინა ახალი მოდელი ჰორიზონტალური ლულების მქონე სანადირო თფი ROYAL. როიალი აკმაყოფილებდა მაღალი, მსოფლიო დონის ხარისხის მოთხოვნებს. თოფის მთლიანი მექანიზმი განლაგებული იყო სპეციალურ დაფებზე კალაპოტის ორივე მხარეს. ასეთი მექანიზმს მქონე თოფს უწოდებდნენ სრულ საკეტიანს. ორიოდე სიტყვით, თოფის მექანიზმის შემქმნელების შესახებ. როგორც წესი თოფის მექანიზმს და მთლიანად თოფს თვითონ ქმნიდა მაღალი კლასის მეიარაღე. იყვნენ მაღალი კლასის პროფესიონალი ოსტატები, რომლებიც ქმნიდნენ თოფების, რევოლვერების, პისტოლეტების და სხვადასხვა სისტემის იარაღების მარტო მექანიზმებს, რომლებსაც ყიდდნენ სხვადასხვა ფირმებზე. განსაკუთრებული ადგილი უკავია ინგლისური „ბრაზიეს“ დინასტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც შექმნეს მთელი რიგი თოფების, რევორველების მექანიზმები და შაშხანების საკეტები. ბენჟამენ ბრაზიემ 1827 წელს თავისივე სახელწოდებით დაარსა მექანიზმების წარმოების საამქრო. რომელსაც შემდგომში წარმატებით გაუძღვა მისი შვილი ჯოზეფ ბრაზიე. 1850 წლისთვის მის სრულ საკეტებს იყენებდნენ ინგლისური ცნობილი ფირმები. პრაქტიკულად სამონადირეო თოფების თუ რამე მექანიზმი შექმნილა უმეტესი შექმნილია ინგლისური მეიარაღეების მიერ. ჰოლანდ ჰოლანდის თოფები სხვადასხვა კალიბრის დღესაც იწარმოება ბრაზიეს მექანიზმით. ჰოლანდ ჰოლანდის თოფის დიზაინი, ჩუქურთმების და ორნამენტების შესრულების ხარისხი განსხვავებული იყო ყველა დანარჩენი მწარმოებლებისგან. ბევრი ცნობილი ფირმა აკეთებდა კოპირებას. დღესაც აწარმოებენ მის მექანიზმს სხვადასხვა ფირმები, რომლებიც ცდოლობენ შეინარჩუნონ ჰოლანდისეული სტილი, რაც ითვლება ფირმის სავიზიტო ბარათად. როიალის შექმნამ აღიარება მოუტანა კომპანიას მაღალი კლასის თოფების წარმოების სფეროში, რითაც წამყვანი ლიდერის ადგილი დაიკავა მსოფლიოში. ჰოლანდ-ჰოლანდმა დიდი წვლილი შეიტანა „პარადოქსის“ შექმნაში და მის დახვეწაში. ( პარადოქსი ეს არის გლუვი ლულის დაბილოვების მონაკვეთი ხრახნით). პარადოქსი რომელიც შექმნა ჯ. ფოსბერიმ პირველად დიდ ცხოველზე გამოცადა ჰოლანდ-ჰოლანდმა 1886 წელს. პარადოქსი იწარმოებოდა არც თუ ისე დიდი პარტიებით ეს იქნებოდა ჩახმახიანი თუ უჩახმახო, სხვადასხვა სისტემის მექანიზმით. კომპანია თვლიდა პარადოქსის გამოყენება შესაძლებელი იყო მრავალ ფუნქციური დანიშნულებისთვის ეს იქნებოდა ტყვიის სროლა თუ საფანტის. ასეთი თოფები დღესაც აქტუალურია და შესაძლებელია საცვლელი ჩოკების მქონე თოფისთვის ცალკე ჩასახრახნი პარადოქსის შეძენა, რომლიდანაც შესაძლებელია სპეციალურად პარადოქსისთვის შექმნილი ტყვიის სროლა. 1896 წელა ჰოლანდ-ჰოლანდმა დაარსა ახალი ფაბრიკა. 1930 წლიდან გენრი ჰოლანდი ღრმა მოხუცებულობის გამო გამოეთიშაკომპანიის მართვას და მისი ადგილი დაიკავა შვილმა ჯეკ ჰოლანდმა.(1879-1957). ჰოლანდ-ჰოლანდის ოსტატებმა თავის თოფში ჩადეს საუკეთესო ინგლისური საიარაღო წარმოების სკოლის მიღწევები. ფირმის დამაარსებლებმაც შექმნეს არაერთი სიახლე. 1900 წლიდან ფირმამ შეიმუშავა ნომრების მინიჭების ახალი მეთოდი. კონკრეტულ მოდელს, ეს იყო გლუვლულიანი, შტუცერი თუ პარადოქსი ქონდათ თავიანთი ნომრის მინიჭების დიაპაზონი კონკრეტული წლების წარმოების მიხედვით. ოციანი წლების დასაწყიში პოპულაპული გახდა ჰოლანდ-ჰოლანდის შტუცერები 465კალიბრის 11,8 მმ. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ინდოთში, იმ დროს ინდოეთი შედიოდა ინგლისის კოლონიაში. შტუცერი აბსოლიტურად მისაღები გახდა სპილოებზე და ვეფხვებზე სანადიროდ. უკვე დიდი ხანია კლასიკად დარჩა ჰორიზონტალური ლულების მქონე H&H 300 კალ. 7,62მმ და H&H 375 კალ. 9,5 მმ მქონე შტუცერები. დღესდღეობით ფირმას შეუძლია შეკვეთის მიხედვით აწარმოვოს ყველ კალიბრი რასაც დაუკვეთავს შემკვეთი. მრავალი წლის მანძილზე ფირმა აწაემოებდა ყველაზე მძლავრ შტუცერს „ნიტრო ექსპრესს“ 600 კალიბრს 15,2 მმ, რომლის ღირებულებ შეადგენს 100 000 ფუნტ სტერლინგს. 1991 წელს აწარმოეს ყველაზე მძლავრი შტუცერი H&H 700 კალიბრი 17,8მმ. ფირმა აწარმოებს 300, 375 და 465 კალიბრის შტუცერებს, ასევე მაუზერი სისტემის საშხანებს 240-დან 375 H&H ჩათვლით. ფირმა გარდა იმისა რომ აწარმოებს მაღალი კლასის ელიტურ თოფებს, ასევე ქმნის შესაბამის ვაზნებს სხვადასხვა კალიბრის შტუცერებისთვის. კომპანიამ პირველი ვერტიკალურ ლულებიანი თოფი შექმნა 1914 წელს რითაც გაუსწრო მოვლენებს, მიუხედავათ ამისა დიდი ინტერესი მონადირეებში არ გამოუწვევია. მის წარმებას დაუბრუნდა მხოლოდ 1950-1959 წლებში. პირველი სპორტინგი კი აწარმოეს 1993 წელს. ჰოლანდ-ჰოლანდი ინარჩუნებს ტრადიციულ კალასიკური ინგლისურ თოფების წარმოების სტილს, რაც გამოიხატება ხელით შრომაში და დეტალების ურთიერთ მორგების უბადლო შესრულებაში, როგორც აკეთებდნენ საუკუნის წინ. მაღალი კლასის ნიგვზის ხის, უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით, მასზე გაკეთებული ჩუქურთმებით და მოხატვით თოფს ანიჭებენ განუმეორებელ დიზაინს. როდესაც ინდოეთში ან აფრიკაში მიდიოდნენ სანადიროთ დიდ ცხოველებზე უმრავლესობას მიქონდა გენრი ჰოლანდის სისტემის შტუცერები, ხოლო სპორტული სროლისთვის და ფრინველზე სანადიროდ უფრო პოპულარილი იყო ჯეიმს პერდეს თოფები. ინგლისური ფირმები შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის მიღწევების შესაძლებლობის განმსაზღვრელ საზომად სამინადირეო იარაღების წარმოების სფეროში. ყოველი მათი შექმნილი თოფი განუმეორებელია და წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს. აღარ არის სუბარი მის ხარისხზე, ბალანსზე, დიზაინზე და საბრძოლო თვისებებზე. ფირმა შეკვეთის ხარისხის შესრულების მიხედვით თოფის დამზადებას უნდება 1დან 3 წლამდე. თუ სამწლიანი შესრულების ხარისხის თოფის შეკვეთის რიგში ჩადგება ვინმე და რიგით იქნება მეათე გასათვალისწინებელია შემკვეთის ასაკი, თორემ შესაძლებელია ვერ აისრულოს ოცნება.

[cvg-video videoId=59 width=620 height=420 mode=playlist /]

error: Content is protected !!