IJ-12
კიდევ ერთი კლასიკური ვარიანტი ლულის გახეთქვის, რაც გამოწვეულია გასროლის შემდეგ ლულაში საცობის (პიჟის) ჩარჩენის გამო. როგორც სხვა დანარჩენ მომენტებში ამ შემთხვევაშიც მსროლელი გადარჩა, რადგან ლულა გახეთქილია ცევიოდან 20 სანტიმეტრში ლულის წინა დაბოლოების მიმართულებით. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა ცოტა უკან რომ გახეთქილიყო რა დაემართებოდა მსროლელის ხელს. კარგია როცა ასეთ შეთხვევაში მსროლელის ტრამვირება არ ხდება, ყველა იტყვის თოფი წყალს წაუღია რადგან მშვიდობა არისო, მაგრამ მშვიდობის მერე რაღათქმა უნდა გულსაწვეტია თოფი რომ დაზიანებული რჩება და მისი ადგენა აღარ არის შესაძლებელი, მითუმეტეს ძველი რუსული თოფების ლულების შოვნა პრაკტიკულად შეუძლებელია. ამ შემთხვევაშიც იჟ-12-ის ლულა რომელიც დაუზიანდა მეპატრონეს დიდი ხანია უკვე აღარ იწარმოება. კიდევ მინდა შევახსენო განსაკუთრებით ყველა დამწყებ მონადირეს, რომ ტექნიკური უსაფრთხოების პირობების დაცვა აუცილებალია ყველგან და ყველაფერში რომლებიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის.

error: Content is protected !!