ამ სურათში კარგად ჩანს გადამეტებული დენთის დოზის  გამო რა დაემართა თითბერის ვაზნას სავაზნეში. ვაზნა რომ დეფორმირდა  და გასკდა ერთია, მაგრამ გასროლის მერე თოფი გაიჭედა,  მთლიანი დაშლის შემდეგ მოხერხდა  გადახსნა. ლულის სახაზინო ნაწილსა და კალაპოტს შორის გაჩნდა  ერთ მილიმეტრამდე  ჭრილი. ლულის ქვედა ჭრილში შემავალი   ჩამკეტი ჩარჩო  გატყდა სამ ნაწილად. ასევე დეფორმაცია მიიღო   ლულის ჭრილის ქვედა   ჩამკეტი ჩარჩოს საყრდენმა. პრაქტიკულად თოფი გამოვიდა მწყობრიდან. კარგია რომ ლულამ გაუძლო და არ გასკდა, თორემ შედეგი შეიძლება ყოფილიყო უფრო მძიმე. ამიტომ დიდი ყურადღებით  და შესაბამისად უნდა მოხდეს  კონკრეტული მარკის დენთის დოზირება ვაზნების დატენვის დროს.

error: Content is protected !!