კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იჟ 43-ის  ლულის დაზიანების. ამ შემთხვევაში როგორც სხვა დანარჩენ ასეთივე დაზიანებებისას  ლულის გახეთქვა გამოიწვია უცხო საგნის ან პიჟის ლულის ტუჩტან ჩარჩენამ ან შემთხვევით მოხვედრილმა რაიმე საგანმა. თოფის მფლობელის განმარტებით ეს მოხდა ჩვეულებრივი ქარხნული ვაზნის  სრილის დროს, რაც ნაკლებად დამაჯერებელია. თუ ეს მოხდა მართლაც ვაზნის გასროლის მერე პიჟის ან პიჟკონტეინერის გარჩენა პირდაპირ ლულის ჩოკთან, ასეთ შემთხვავაში არ ხდება სრულფასოვანი გასროლა რაც არ შეიძლება მსროლელმა არ შეამჩნიოს. (არ ექნება სროლის დროს  ჩვეულებრივი გასროლის ხმა და თოფის უკუცემა) მეორე მხარეა შეიძლება შეამჩნია კიდეც მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ამან კი გამოიწვია ის რაც სურათზეა ასახული. რატომღაც ყველა მალავს ნამდვილ მიზეზს ლულის გახეთქვისას. მე არ ვიცი რისგამო აკეთებენ ამას მაგრამ ფაქტია ასეთი დაზიანებები ხდება კონკრეტული მომენტის დროს. უფრო სწორი იქნებოდა  კი არ დამალონ არამედ ყველას გაუზიარონ ის  მიზეზი რაც იწვევს ლულების გახეთქვას ან გაბერვას, ამან კი შეიძლება სხვა გადაარჩინოს ლულის დაზიანებისაგან.  ამიტომ სასირცხვილო ამაში არაფერია. ამ შემთხვევაში კარგია რომ პიჟი ჩარჩა ლულის ტუჩთან და არა შუაში, მაშინ ხომ შეიძლება მსროლელს  ტრამვა მიეღო? ამ ყოველივეს მიტო ვუსვავ ხაზს რომ არავინ არ არი დაზღვეული მოულოდნელი შემთხვევისგან ამიტომ გასროლისას ოდნავი ხმის შეცვლის დროსაც  კი სროლის მერე აუცილებლად უნდა შემოწმდეს ლულა. კარგია თუ გაიზიარებენ ჩემ რჩევებს, აღიქვავენ იმ დიდ საშიშროებას რაც შეიძლება მოხდეს ელემენტალური უყრადღებობით და დაუდევრობით.

error: Content is protected !!