ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×70
ლულის სიგრძე (სმ) 120
მთლიანი სიგრძე (სმ) 70
ლულის შევიწროება (მმ) 1.00, 0.50
წონა (კგ) 3.00

James Purdey

ალბათ ყველამ იცის თუ რა წვლლილი შეიტანა ბრიტანელებმა სამონადირეო იარაღების სისტემების შექმნაში და მათ წარმოებაში. ლონდონელი მეიარაღეები განთქმული იყვნენ მთელ მსოფლოში, რომლებმაც შექმნეს არა ერთი შედევრი და დასაბამი მისცეს ისეთ სისიტემებს, რომელთა ბაზაზე დღემდე იწარმოება მრავალი სამონდირეო იარაღი. ამ მოდელებსა და სისტემებს შორის „ჯეიმს პერდეს“ თოფებს უკავია განსაკუთრებული ადგილი. სპეციალისტების უმრავლესობა თვლის ყველაზე მაღალი კლასის თოფად მისი გაუმეორებელი დახვეწილი სისტემის გამო. ფირმის შემქმნელი „ჯეიმს პერდე“ (1784-1863) თვითონ იყო მაღალი კლასის მეიარაღეს შვილი. «პერდემ» პრაქტიკა გაიარა ინგლისში ცნობილ მეიარაღეებთან „ფორსაიტთან“ და „მენეტონთან,“ რომელთანაც შემდეგში მჭიდროდ თანამშრომლობდა. „პერდემ“ 1816 წელს ინგლისში დაარსა ფირმა და დიწყო იარაღების წარმოება. იმ პერიოდში როდესაც კაჟის დარტყმით აალების თოფების ნაცვლად გამოჩნდა კაფსულზე დარტყმით აალების თოფები, პერდემ თავისი მჩატე მაგრამ მტკიცე ფოლადით, მექანიზმის უბადლო შესრულებით, კარგი ბალანსით და იმ პერიოდისთვის დენთის აფეთქების ახალი სისტემით მალევე მოიხვეჭა სახელი. „ჯეიმს პერდეს“ 5 შვილიდან მხოლოდ ერთი გაყვა მამის გზას და გახდა მემკვიდრე მისი საქმიანობის. მის შვილს ტრადიციიდან გამომდინარე დაარქვეს ასევე „ჯეიმს პერდე“ უმცროსი (1828-1909), რომელიც საქმეში ჩაერთო 1843 წლიდან. პირველად ყურადღება მიიქცია კომპანიამ 1856 წელს, როცა დაიწყო ზუმბიანი ორ ლულიანი შაშხანის (შტუცერის) წარმოება. ტყვიის მაღალი სიჩქარის გამო შეარქვეს Express Train (ჩქარი მატარებელი). აქედან მსოფლიო ტერმინოლოგიაში შევიდა ტერმინი „შტუცერ-ექსპრესი“ და „შტუცერი-ნიტროექსპრესი“. მამის სიკვდილის მერე 1863 წელს „პერდე“ უმცროსმა გადაიბარა კომპანია და გააგრძელა მამის საქმიანობა. 1879 წლიდან კი საქმეში ერთვება მისი ორი შვილი და კომპანიამ დაიწყო (გადასახნელი, ლულის საახაზინო ნაწილიდან უნიტარული ვაზნებით დამტენი) თოფების წარმოება სახელწოდებით „ჯეიმს პერდე და შვილები,“ რომელიც დღემდე ასეთი სახელწოდებით იწარმოება. 19-ე საუკუნის 70-იან წლებში თოფების მწარმოებელი ცნობილი ფირმებისთვის ცხადი ხდება რომ მომავალი ეკუთვნის მალულ ჩახმახიანი მექანიზმის მქონე თოფების წარმოებას. მიუხედავათ ამისა ინგლისში მაინც დიდიხნის მანძილზე რჩებოდნენ ცნობილი პიროვნებები გარე ჩახმახიანი თოფების წარმოების მომხრე და მათთვის „პერდე“ ასრულებდა კიდეც შეკვეთებს. 1881 წელს „პერდემ“ და შვილებმა დაიწყეს უჩახმახო თოფების წარმოება, რომელმაც მოუტანა მსოფლიო აღიარება. აღსანისნავია რომ ამ თოფის მექანიზმი შექმნა ნიჭიერმა კონსტრუქტორმა „ფ. ბიზლიმ“, რომელიც მუშაობდა პერდეს კომპანიაში. პერდემ მალევე შეაფასა „ბიზლის“ გამიგონება და ასევე მალე მიიღო ნებართვა 36 გირვანქა სტერლინგად „ბიზლის“ მიერ შქმნილი მექანიზმის წარმოებაზე. 130 წელია მექანიზმის ასეთი სისტემის საიმედო მუშაობა სუკეთესო მტკიცებულებაა იმისთვის, რომ „პერდე-ბიზლის“ თოფი საუკეთესოდ ჩაითვალოს მსოფლიოში. ალბათ ყველამ იცის ლულის კალაპოტთან ზედა გამღებ-ჩამკეტი ბერკეტი გამოიგონა „ვესტლი- რიჩარდსმა“, მაგრამ დღემდე ამ ჩაკეტვის პრინციპს  მოკლე რიჩაგით და სამ კუთხოვანი ფორმით იყენებს მხოლო „ვესტლი რიჩარდსი“და სხვა არავინ. ლულის კალაპოტთან ჩამკეტ პერდეს ჩარჩოს კი იყენებს მსოფლიოში სანადირო თოფების ყველა მწარმოებელი. პირველ მოდელებს მესამე ზედა ჩამკეტი არ გააჩნდა, ის შეიქმნა ოდნავ მოგვიანებით უბოლო „თეთრი“ დენთის გამოჩენისას. „პერდემ“ აღნიშნული მესამე ჩამკეტი დააპატენტა 1878 წელს. ჩამკეტი, რომელიც მთავრდებოდა ლულის სახაზინო ნაწილის ბოლოს პირდაპირი სწორ კუთხოვანი შვერილით, ჩადიოდა კალაპოტის ზედა ჭრილში და იკეტებოდა კალაპოტის ზედა ურდულით თოფის დაკეტვისას. „პერდეს“ სისტემის სახვა თოფებისაგან გნსხვავებული მექანიზმის მუშაობის პრინციპი გამოიხატება იმაში, რომ ჩახმახების შეყენება და ზამბარების შეკუმშვა ხდება ერთმანეთისაგან განცალკავებით . ჩახმახების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება თოფის გადხსნით, ხოლო ზამბარების შეკუმშვა ხორციელდება თოფის დაკეტვის დროს. მექანიზმი განლაგებულია კალაპოტის ორივე მხარეს ცალცალკე გვერდით დაფებზე. მექანიზმის ძირითად საყრდენს წარმოადგენს ორ მხრიანი V-ეს მაგვარი ზამბარა. ზამბარის უფრო ძლიერი ზედა მხარე ემსახურება ჩახმახების შეყენებას, ხოლო ზამბარის შედარებით ქვედა სუსტ მხარეს მოძრაობაში მოყავს ჩახმახები ჩურჩულიდან გამოთავისუფლების შემდეგ. ყოველ გადახსნაზე თოფის ზაბარების დაძაბულობა იხსნება დაკეტვისას კი იძაბება. ასეთი მექანიზმის წარმოება დაფუძვნებულია მაღალი კლასის ოსტატების პროფეზიონალიზმზე და უბადლო შესრულების ხარისზე, რითაც ლონდონელი ოსტატების საიარაღო პრაქტიკა ცნობილია მთელ მსოფლიოში. მარტო რამოდენიმე სახელების ხსენება: «მენეტონი“, „ფორსაიტი“, „ბოსსი“, „ლანქსტერი“, ვესტლი-რიჩარდსი“, „გრინერი“, „ენსონ-დილეი“ და სხვები, საკმარისია იმისათვის თუ რა მაღალი კლასის ფუძემდებლები ყავდა ინგლისელების საიარაღო სკოლას. „პერდეს“ თოფები ძირითადათ იწარმოება შეკვეთით, 12, 16 ,20, 28 კალიბრი. 65, 70, და 76 მმ-ი სიგრძის სავაზნით,  660, 685, 710, 760 მმ-ის ლულების სიგრძით. მექანიზმი იწყობა სახე შეუცვლელად, როგორც ეჟექტორით ასევე მის გარეშე დამკვეთის  სურვილის მიხედვით. ხე გამოიყენება მაღალი ხარისხის და თოფის მოხატვა ხორციელდებოდა კლასიკურ ინგლისურ სტილში  შემკვეთის გემოვნებით. „პერდეს“ თოფი 71 სმ-ის სიგრძის ლულით იწონის 3,06კგ-ს. კომპანია აწარმოებს როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალური ლულების წყობის თოფებს, როგორც ერთი ასევე ორი დამსხლეტი მექანიზმით. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ბაზაზე აწარმოებს სახვადასხვა კლასის ტრადიციულ „შტუცერებს,“ 300( 7,62.), 375(9,53), 465( 11,81), 470(11,94), 500(12,7), 577(14,66) კალიბრს. წონა დამოკიდებულია კალიბრზე და მერყეობს 4,2 კგ-დან 5კგ-მდე. კომპანიაში თოფების წარმოება მერყეობდა, 1881 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე ფირმა აწარმოებდა დახლოვებით 300 ცალ თოფს წელიწადში. ომის მერე გაიზარდა წარმოება და 1923 წელს მიაღწია წელიწადში 400 ცალს. მეორე მსოფლიო ომის დროს თოფების წარმოება პრაქტიკულად შეწყდა. 1950 წლისთვის წარმოება შეადგენდა 70 ერთეულ თოფს. იმ პერიოდისთვის გავრცელებული იყო ხმა თითქოს „პერდეს“ თოფს აკეთებდა ერთი ოსტატი ბოლო ქანჩის ჩათვლით. სინამდვილეში კი ფირმაში მუშაობდა მაღალი კლასის ისტატები, მაქანიზმის, ხის, ეჟექტორის მექანიზმის, ლულების და კალაპოტის ურთითერთ მორგების სპეციალისტები, ასევ თოფის მომხატველი დიზაინერების მთელი კოლექტივი, რომელთაც ბადალი არ ყავდათ მთელ მსოფლიოში. ფირმა ყოვალთვის ცდილობდა გაეზარდა საკუთარი კადრი მაღალი კლასის სპეციალისტების, ამიტომაც ფირმას მისი არსებობის მანზილზე არსდროს ქონია უმაღლესი კლასის ოსტატების პრობლემა, რაც ასახული იყო მისი თოფების მაღალ ხარისხზე. კომპანიაში თაობების ცვლას „პერდეს“ თოფების ხარისხზე უარყოფითი გავლენა არასდროს მოუხდენია. თითქმის 40 წლის მანძილზე კომპანიას მსოფლიოს ყველა კუთხიდან უკვეთავდნენ შეკვეთებს. «პერდე- ბიზლის» სისტემას კონკურენტი არ ყავდა, მხოლოდ 1922 წელს კომპანია „ჰოლანდ-ჰოლანდმა“ გამოუშვა თოფი „ბრაზიეს“ მქანიზმით, რომელსაც დაკეტვის დროს ჭირდებოდა ნაკლები ძალა ვიდრე „პერდეს“ თოფს და მექანიზმის შესრულების ხარისხითაც არ ჩამოუარდებოდა პერდეს. ჰოლანდ-ჰოლანდის სახით გამოჩნდა კონკურენტი, რომლის შეფასება დამოკიდებული იყო დროზე და საველე პრაქტიკაზე, რათა ორივე თოფს როგორც ხელოვნების ნიმუშს დაემკვიდრებინა თავისი ადგილი. დაიმკვიდრეს კიდეც, ორივეს ყავს თავისი თაყვანისმცემელები მთელ მსოფლიოში. ლონდონის მეიარაღეები თვლიდნენ, რომ მაღალი ხარისხის და უზუსტესი მექანიზმის მქონე თოფების წარმოებაში რაიმე სიახლის შეტანა წარმოუდგენელი იყო, რადგან წაერმობა დაფუძვნებული იყო მაღალი კლასის ოსტატების ხელით შრომაზე, პროფეზიონალიზმზე და ტრადიცებზე. მიუხედავად იმისა რაც არუნდა ძლიერი ყოფილიყო წარმოების ტრადიციები ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე მაინც არაფერი გამოვიდოდა. ეს ყველაფერი მალევე იგრძვნეს ლოლდონელმა მწარმოებლებმა, მათ შორის „პერდემაც.“ თანამედროვე ბრიტანული ფირმები, როგორც  მსოფლიოში სხვა წამყვანი ფირმები, იყენებენ თანამედროვე უზუსტეს კომპიუტერულ ჩარხ დანადგარებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უზუსტესი დეტალების დამზადება და მათი თერმო დამუშავება, რაც ზრდის წარმოებული თოფების რესურსს და ხანგრძლივობას. ჩარხებმა დიდი წილი სამუშაოს შესრულება აიღეს თავის თავზე მაგრამ მიუხედავათ ამისა თოფების გაიაფებაზე არ იმოქმედა. ყველა საპასუხისმგებლო შესასრულებული სამუშაო, მექანიზმის აწყობა, ხის და ლულის კალაპოტთან მორგება, მოხატვა და მლიანად თოფის საბოლოვო სახის მღება ხდება მაღალი კლასის ოსტატების დიდი შრომის ხარჯზე, რათა დააკმაყოფილონ ყველაზე პრეტენზიული შემკვეთი მონადირის გემოვნება, რომელშიდაც არც თუ ისე ცოტა თანხას იხდიან. „პერდეს“ ძველი წარმოების თოფები მიუხედავთ მათი ხანგრძლივი ექსპლუატაციისა, მაინც შესანიშნავ მდგომარეობაში არიან და ინარჩუნებენ იდიალურ საბრძოლო თვისებებს. თუ ვინმეს გაჩნია პერდეს ძველი წარმოების თოფი და გადაწყვიტავს ხოლმე ასეთი თოფის გაყიდვას საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იღებენ.

error: Content is protected !!