ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ)
ლულის სიგრძე (სმ)
მთლიანი სიგრძე (სმ)
ლულის შევიწროება
წონა (კგ)

 

JOHN DICKSON
სამონადირეო თოფების ბაზარზე დიქსონების საგვარეულო არ გამოიყურება დიდ კომპანიად, რომლის ისტორიაც დაიწყო1806 წელს,როდესაც ჯონ დიკსონი გახდა თანაშემწე ედინბურგის საიარაღო ქარხნის ცნობილი ოსტატის ჯეიმსუელსის. ფირმის შექმნის ოფიციალური თარიღი ითვლება 1820 წელი. ამ დროს ედინბურგი უკვე აღიარებული იყო ინგლისის საიარაღო ხელოვნების წარმოების ცენტრად, ამიტომ ძნელი იყო ვინმეს მიექცია ყურადღება სანადირო თოფის წარმოების სფეროში. პირველი დიქსონის თოფი გამოჩნდა ბაზარზე 1854 წელს. ეს იყო ლულის წინა თავიდან დასატენი ზუმპიანი თოფი. 1859 წელს კი შექმნა პირველი უნიტარული სავაზნიანი თოფი, რომლის გადახსნაც ხორციელდებოდა თოფის კალაპოტის ქვეშ გაანთავსებული ბერკეტით. დიქსონი ზუმპიან თოფებს აწარმოებდა 1865 წლის ბოლომდე. 1865 წელს მამა შვილმა დიკსონებმა დაიწყეს ორლულიანი თოფების წარმოება, რომელიც აღჭურვილი იყო ავტომატური ჩამკეტი საკეტით. თავიდან ლულის კალაპოტთან ჩამკეტი აღებული იყო ჯოზეფ ბრაზიეს შექმნილი სისტემიდან, შემდეგ  დიქსონმა დაიწყო გამოყენება ვესტლი რიჩარდის მსხლის ფორმის მაგვარი თავის და ჯეიმს პერდეს ჩამკეტი ჩარჩოსგამოყენება. სხვისი პატენტების გამოყენება გაგრძელდა 19-ე საუკუნის 70-იან წლებამდე. ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა სხვისი მექანიზმების კოპირება , რომ არა ერთი შემთხვევა, რომელმაც მეხის გავარდნასავედ ამცნო მთელ სამყაროს ამ პატარა კომპანიის არსებობის შესახებ. ეს კი მოხდა 1875 წელს როდესაც დიქსონების სახელოსნოში შევიდა უჩვეულო კლიენტი რომელმაც ისურვა მისთვის შეექმნათ კარგი ორიგინალური თოფის მოდელი. თოფის შემკვეთი გახლდათ საქვეყნოდ ცნობილი „ჩარლზ გორდონი“. გორდონი, რომლის წყალობითაც ამ ქვეყნად გამოჩნდა მაძებარი ძაღლების ჯიში, რომლსაც დაერქვა მისივე გამომყვანის სახელი (შოტლანდიური სეტერი) „გორდონი“. დიქსონების მიერ შექმნილი თოფი ისე მოეწონა ახალგაზრდა ჰერცოგს, რომ შემდეგი 13 წლის მანძილზე მთლიანობაში შეუკვეთა 300 ცალი თოფი. ჩარლზ გორდონი აიძულებდა დოქსონებს რომ ყოველი თოფი რაღაცით განსხვავებული ყოფილიყი ერთმანეთისაგან. ეს კი აიძულებდა დიქსონებს სისტემატურად შეექმნათ რაღაც სიახლე, რომ დაელმაყოფილებინათ მათი უჩვეულო კლიენტის შეკვეთები. 1880 წელს უმცროსი დიქსონის ხელში მოხვდა „ჯეიმს მაკნოტონის“დამრტყმელ დამსხლეტი მექანიზმი. იმ დროს გავრცელებულითოფის დამცემი მექანიზმის სისტემები ძირითადად მოთავსებული იყო უშუალოდ კალაპოტში ან განთავსებული იუო კალაპოტის ორივე მხარეს ცალცალკე დაფებზე. მაკნოტონის მექანიზმი დარჩენებისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ ის განთავსებული იყო კალაპოტის ქვედა დაფაზე. უმცროსმა დიქსონმა მექანიზმის შესწავლის მერე მასში შეიტანა ცვლილება დახვეწა და მიიღო დამცემ დამსხლეტი მექანიზმი სახელწოდებით round action. ამ მექანიზმის დაპატენტების შემდეგ უმცროსი დიქსონი შეუდგა ეჟექტორის მექანიზმის შექმნას. კონსტრუქტორის აზრით მექანიზმი მოქმედებაში უნდა მოსულიყი თოფის დაკეტვის დროს. ეჟექტორის მექანიზმის დახვეწის შემდეგ 1887 წელს უმცროსმა დიქსონმა მიიღო მასზე პატენტი. ეს წელი შეიძლება ჩაითვალოს ერთ ერთი საუკეთესო თოფის ახალი ერის დაწყებით, საიმედო, ხანგრძლივი ექსპლუატაციის შესაძლებლობებით და განუმეორებელი შესრულების ხარისხით. დიქსონის მექანიზმი აღმოჩნდა ისე ეფექტური, რომ შექმნისთანავე მოუტანა კომპანიას მსოფლიო აღიარება. სისტემა იმ დონეზე იყო შექმნილი რომ დეღესაც იწარმოება ყოველგვარი შესწორების გარეშე. კონსტრუქციის საიმედო მუშაობა იძლეოდა იმის საშუალებას რომ ფირმა აძლევდა 20 წლის გარანტიას. დიქსონების თოფის თვალში საცემი განსხვავება გამოიხატება ჩარჩოს მომრგვალებულ ფორმაში, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოს ასევე მომრგვალებულ კონდახს. ძლიერი მექანიზმი რომელიც მოთავსებულია მინიატურულ კალაპოტში იმ წამსვე ბადებს აზრს რომ თოფი შექმნილია მაღალი კლასის მეიერაღის და შესრულებულია უმაღლესი კლასის ოსტატის მიერ. დიქსონების სისტემას მალევე გამოუჩნდა კოპირების მსურველი. პირველი იყო ფრანგული კომპანია „მანუფრანს“ რომელმაც 1884 წელს გამოუშვა დახურულ ჩახმახიანი თოფი „იდიალი“ რომელიც გარე მოხაზულობით გავდა დიქსონების თოფს. დღეს დღეობით მრავალი ფირმა აკეთებს დიქსონების თოფის კოპირებას, ესენია ლებო კურალი, კორსვეილი-ხარისონ, ფამარს, ტომას ბოს და კო. დიქსონის მექანიზმი შექმნილია ისე რომ ასეთი სისტემა არ გამოიყენება არცერთ სხვა თოფის მექანიზმში. ეჟექტორის მექანიზმი სხვა თოფებში განთავსებულის ცევიოში დიქსონში კი მოთავსებულია კალაპოტში. ეჟექტორის და საბრძოლო ზამბარების ასეთმა ფუნქციონალურიმა განაწილებამ საგრძნობლად გაზარდა თოფის მთლიანი მექანიზმის საიმედო მუშაობა. დიქსონის თოფის კალაპოტში არ არის გრძელი შემაყენებელი ბერკეტები, ამიტომ დიქსონის კალაპოტი მოკლეა, რის გამოც დიდი კალიბრის შემთხვავაშიც თოფის წონა 100 წლის წინ გამოშვებული 12 კალიბრის შეადგენს 2,7 კგ-ს. სადაც ლულის სიგრძე 70 სმ-ია. თანამედროვე დიქსონები უფრო მჩატიეა რასაც განაპირობებს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენაბა. არც თუ ისე დიდიხნის წინ ფირმამ გადაწყვიტა ეწარმოებინა თოფი ძველი ტრადიციებით და მექანიზმის ზუსტი ასლის დაცვით, რომელიც მოთავსდებოდა ტრადიციულ მომრგვალებულ კალაპოტში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას შეიქმნა იდეა მექანიზმის უფრო დახვეწის. ხანგრძლივი დაკვირების შემდეგ კონსტრუქტორებმა აღიარეს რომ არცერთი ცალკეული დეტალის შეცვალა არ იწვწვდა მექანიზმის გაომჯობესობას და არანაირ ეკონომიას მისი წაროებისას.ყველა მივიდა იმ დასკვნამდე რომ მექანიზმი რომელიც შეიქმნა 100 წლის წინ დღემდე ითვლება იდიალურად მისი საიმედოვობით და პრაქტიკულობით. დიქსონების თოფის წარმოება გავს საათების წარმოებას. ყოველი დეტალი იწარმოება ძველი ტრადიციებით, მუშავდება ხელით ერთმანეთზე უზუსტესი მორგებით. დიქსონის ფასი 20 000 ფუნტი სტერლინგიდან იწყება, ვინც იცის ამ თოფის ისტორია და მისი მექანიზმი უყოყმანოდ იხდიან აღნიშნულ თანხას. ცალკე აღსანიშნავია დიქსონის სამლულიანი თოფი რომელიც ნამდვილი შედევრია თაოფის წარმოებში. სულ გამოშვებული იყო 11 ეგზემპლიარი სანადირო სამ ლულიანი თოფი. მიზეზი მისი ასე ცოტა რაოდენობის წარმოების დაზუსტებით არავინ იცის და რჩება გამოცანად. კარგი ბალანსი და წონა 3,2 კგ-მი შეიძლება ჩაითვალოს იდიალურდ სამლულიანი თოფისთვის ფრინველზე სანადიროდ. თოფს გააჩნოა 3 დამსხლეტი, ყველა დიქსონის სამლულიანი თოფი 16 კალიბრია. თოფს გააჩნია გვერდითი ბერკეტი რომლის საშუალებითაც ხდება თოფის გადახსნა, მასზე ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე. სამივე ლულა განსხვავებული შევიწროებიითაა,პირველი ლულა ცილინდრია შუალა, საშუალო ჩოკი და მარცხენა მთლიანი ჩოკი. ერთერთი ეგზემპლიარი გაიყიდა რუსეთში, რომლის ბედი დღესდღეობით უცნობია. 1882 გამოსვებული დიქსონის სმლულიანი თოფი 1995 წელს „კრისტის“ აუქცონზე გაიყიდა 24 000 ფუნტ სტერლინგად. დიქსონები თავიანთ კომპანიას ხელმძღვანელობდნენ 1923 წლამდე. 1936 წლამდე სახელოსნო „დიქსონი და შვილი“ რჩებოდა საოჯახო ორგანიზაციად. დღეს jondikson&sonldt ითვლება მძლავრ საიარაღო კომპანიად შოტლანდიაში სადაც აწარმოებენ ექსკლუზიურ სამონადირეო თოფებს, სათევზაო მოწყობილობებს და აგრეთვე ახორციელებენ ყველა სახის ძველი თოფების შეკეთებას და რესტარვაციას. დიქსონების კატალოგს ყოველთვის ამშვენებს ორლულიანი თოფი დიქსონის მექანიზმით. ერთი კომპანია მსოფლიოში რომელიც ასეთ რეკლამას ეწევა და კატალოგზე გამოხატული აქ 100 წლის წინ შექმნილი მექანიზმი. ბევრი ფირმა ცდილობს გადაიღოს გარე ფორმა დიქსონების თოფის, მაგრამ ედინბურგში ამაზე არ ნევრულობენ რადგან ყველა ოსტატს შეუძლია თოფის გარე ფორმის მიმგვანება, მაგრამ გაიმეოროს ის რაც დიქსონშია: მექანიზმის ურთიერთმორგრბის უნაკლო შესრულება, თოფის მორგება,საიმედოვება, ხარისხი, სიმტკიცე და ორიგინალობა ჯერ არ გამოსვლია არავის.

error: Content is protected !!