ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9×19
ლულის სიგრძე (სმ) 11
მთლიანი სიგრძე (სმ) 20
სიმაღლე (სმ) 14
წონა (კგ) 0,8
მჭიდის ტევადობა (ც) 15+1

 

GRAND POWER K 105 9X19mm
პისტოლეტი შექმნა სლოვაკელმა ინჟინერმა „იაროსლავ კურაცინმა“ 1994 წელს. მასიურად დაიწყეს წარმოება 1998 წელს, რომელიც იწარმოება დღემდე სახვადასხვა მოდიფიკაციით. ფირმა „გრანდ პოუერის“ ძირითადი წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს 9მმ-ან K 100 მოდელს და მის მოდერნიზირებულ ვარიანტებს K100 MK6,MK7, MK12 და სხვებს. K100 MK6 შეიქმნა 2006 წელს ამერიკის ბაზრისთვის, რომელსაც გააჩნია მჭიდის ჩამკეტი ღილაკის შებრუნების შესაძლებლობა იმის მიხედვით მსროლელი მემერცხენეა თუ მემარჯვენე. სახელურზე გაჩნია სპეციალური კბილოვანი ნაჭდები რაც ხელს უწყობს ხელში სახელურის კარგ ჩაჭიდებას დასველების დროს. K100 MK7 აწარმოეს 2011 წელს, რომლის სახელურის რეგულირება ხელში უკეთ მორგებისთვის შესაძლებელია სათადარიგო სხვადასხვა ზომის სახელურის შემადგენელი დეტალებით. K100 MK7 2013 წლის გამოშვებას გააჩნია სასხლეტის ჩარჩოს განსხვავებული ფორმა. K100 2009- 2012 წლებში იგზავნებოდა ამერიკის ბაზრისთვის სახელწოდებით GP6 შესაბამისი მარკირებით პისტოლეტის საკეტზე. სპეციალურად ძალოვანი სტრუქტურებისთვის „კურაცინმა“ შექმნა K102R და K105R მდელები, კონსტრუქციის მიხედვით გაგრძელებაა K100-ის მოდელის პისტოლეტის იმ განსხვავებით, რომ K102R მოდელიდან შესაძლებელია მოკლე ავტომატური სროლის რეჟიმი. პიტოლეტს გააჩნია რეჟიმის გადასართავი ბერკეტი რომელიც ფიქსირდება სამ პოზიციაში. ჩაკეტვა, ნახევრად ავტომატური და ავტომატური რეჟიმი, რომლის დროსაც შესაძლებელია ავტომატური რჟიმით ორ ორი ტყვიის მოკლე ჯერით სროლა. სროლებს შორის დრო შედგენს არა უმეტეს 0,1 წამს. K105R მოდელი განსხვავდება K102R–საგან იმით, რომ გააჩნია უწყვეტი ავტომატური სროლის რეჟიმი, რომლის დროსაც ავტომატურად ვაზნის სროლის ოდენობა უნდა განსაზღვროს თვითონ მსროლელმა. „კურაცინმა“ საკეტის ლულასთან ჩაკეტვის პრინციპი აიღო ცნობილი ჩეხელი კონსტრუქტორის „იოზეფ ნიკელის“ პისტოლეტ CZ 24-დან, რომელის ჩაკეტვის პრინციპი ოდნავი მოდერნიზებით გამოიყენა მის მიერ შექმნილ K100-ის მოდელის პისტოლეტში. იგივე ჩაკეტვის პრინციპი თანამედროვე პისტოლეტში გამოიყენა ბერეტამაც KUGUAR 8000 მოდელში. K100-ის მექანიზმი მუშაობს ლულის უკუცემის ხარჯზე მისი მოკლე უკუ სვლის დროს. ლულის საკეტთან ჩაკეტვა ხორციელდება ლულის შებრუნებით მისი ღეძის ირგვლივ, რომელიც ცოცავს ჩარჩოში არსებულ განივად მდებარე ღერძზე. პისტოლეტს აქვს ორმაგი მოქმედების დამცემ დამსხლეტი მექანიზმი ღია ჩახმახური ტიპის. პისტოლეტის ჩარჩო დამზადებულია მაღალი სიმტკიცის არმირებული პოლიმერისაგან. მჭიდის მაფიქსირებელი ღილაკი, დამცველის და საკეტის შემაჩერებელი ბერკეტი გააჩნია ორივე მხარეს, რაც აიოლებს პისტოლეტის მოხმარებას. მჭიდში შახმატური ორ მწკრივი განლაგებით ვაზნის ტევადობა შეადგენს 15 ცალს. ფირმა „გრანდ პოუერის“ ტექნიკური მონაცემების მიხედვით პისტოლეტის ხანგრძლივი გამოცდისას 112450 ვაზნის გასროლის შემდეგ პისტოლეტის ლულა დარჩა ნორმალურ მდგომარეობაში ყოველგავარი შიგა გეომეტრიული ფორმის დარღვევის გარეშე. აღნიშნული პისტოლეტის ეგზემპლიარი ინახება ქალაქ „ზვოლენში“ სლოვაკეთში, შემდეგი შემოწმებისთვის და საგამოცდო სროლისთვის. პისტოლეტი K100 მიღებულია სლოვაკეთის შეიარაღებაში. მისი წარმებული პროდუქციის 5%-ტი რჩება შიგა ბაზრის დასაკმაყოფილებლად დანარჩენი კი გადის ექსპორტზე როგორც სხვა ქვეყნების შეიარაღებისთვის ასევე კომერციული დანიშნულებისთვის. დიდი შეკვეთების გამო ფირმა ცდილობს სხვა ქვეყნებში იარაღის მწრმებელ ქრხნებს შეუკვეთონ პისტოლეტის სხვადასხვა შემადეგენელი დეტალები, რადგან ფირმა ვერ უზრუნველყოფს გაზრდილი მოთხოვნების გამო დააკმაყოფილონ ყველა შეკვეთა. ფირმა აწარმოებს აღნიშნულ პისტოლეტებს სხვადასხვა მოდელებს სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე. პისტოლეტი, უტყუარი მუშაობის, რესურსის, სროლის სიზუსტის და მისი არცთუ ისე დიდი გაბარიტების გამო პოპულარული გახდა, როგორც იარეღების მოყვარულთა ასევე სროლის მოყვარულთა შორის, რაზედაც მეტყველებს სამოქალაქო კომერციული ბაზრის გაზრდილი მოთხოვნებიც.

 

 

[cvg-video videoId=71 width=620 height=420 mode=playlist /]

 

სხვა საქონელი

error: Content is protected !!