KALASNIKOV AK 47 7.62X39 mm.
ალბათ იმის ახსნა თუ რას წარმოადგენს კალაშნიკოვის ავტომატი აკ-47 7,62X39მმ. აკ-74 5,4X39მმ და ხელის დაზგის ტყვიამფრქვევი 7,62X54მმ ალბათ არა მარტო ჩვენთან არამედ ცნობილია მთელს მსოფლიოში. მსოფლიოში არსებული იარაღის ოდენობის ერთი მეხუთედი მოდის კალაშნიკოვზე. 60 წლის განმავლობაში მარტო რუსეთში აწარმოეს დაახლოვებით 70 მილიონი და მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში სამხედრო შეიარაღებაშია მიღებული. იმდენად პოპულარილია ზოგიერთ აფრიკის ქვეყნებში დროშებზეც კი აქვთ გამოსახული კალაშნიკოვის ავტიმატი. მისი ძირითად კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკელი ცნობილი კონსტრუქტორის „სტოუნერის“ ავტომატი,( დღევანდელი M4) რომელიც ასევე ცნობილია მთელს მსოფლიოში და ნატოს ალიანსის სამხედრო შეიარაღებაშია მიღებული. სტოუნერის ავტომატი მსოფლიოში 27 ქვეყნაში აქვთ შეიარაღებაში. კალაშნიკოვის საიმედო მუშაობაზე ზედმეტია სუბარი, რადგან მეტ წილად მისმა უტყუარმა მუშაობამ გაუთქვა სახელი. მოკლედ კალაშნიკოვის შესახებ. კალაშნიკოვი დაიბადა 1919 წლის 10 ნოემბერს. 1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. სპეციალური კურსების შემდეგ დაინიშნა ტანკის მძღოლ მექანიკოსად. მალევა გამოამჟღავნა თავისი გამომგონებლობის შესაძლებლობები. გამოიგონა ტანკის ქვემეხიდან სროლის ინერციული მრიცხველი. მალევე შექმნა ტანკის ძრავის მუშაობის რესურსის მრიცხველი. ეს სიხლე მანამდე არავის არ შეუქმნია რუსეთში. 1941 წელს მძიმედ დაიჭრა. ამან საშუალება მისცა გოსპიტალში გატარებული დრო მთლიანად დაეთმო იარაღების კონსტრუქციების გაანალიზებაში და შესწავლაში. (კალაშნიკოვი გარდაიცვალა 2013 23 დეკემბერს). ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს სამხედრო თავდაცვის ტექნიკური საკითხთა კომისიამ შეისწავლა და გერმანული ავტომატი MKB 42, შემდეგში სახელწოდებით TG-44, რომელიც შექმნილი იყო შუალედურ 7,92X33 კალიბრის ვაზნაზე და ასევე ამერიკული ავტომატი M1, კომისიამ დაადგინა რომ საჭირო იყო რუსეთშიც ანალოგიური შუალედური ვაზნის შექმნა და მისთვის შესაბამის ავტომატური იარაღი. (შუალედურს უწოდებენ შაშხანის ვაზნას და პისტოლეტის ვაზნას შორის ზომით და სიძლიერით არსებულ ვაზნას). კომისიის შეკრებიდან ერთ თვეში საკონტრუქციო ბიუროში „ელიზაროვმა“ და „სიომინმა“ შექმნეს შუალედური ვაზნა. ვაზნის ნახაზები დაგზავნილი იქნა ყველა ორგანიზაციაში რომლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას ახალი იარეაღების შექმნაში. 1944 წლის მარტში დაიწყეს შუალედური 7,62X41 ვაზნის წარმოება. საბოლოვო დახვეწის მერე მიიღეს 7,62X39 მმ-იანი ვაზნა. გადაწყდა შექმნილიყო ამ ვაზნაზე როგორც ავტომატი ასევე ნახევრად ავტომატური შაშხანა და ხელის ტყვიამფრქვევი ქვეითი ჯარისთვის, რომლის ეფექტური სროლის მანძილი იქნებოდა 400 მეტრი. ეს მანძილი საკმაოდ აღემატებოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სროლის მანძილს და ოდნავ ჩამორჩებოდა შაშხანის ვაზნას სიძლიერით. იმ დროინდელმა ცნობილმა რუსმა კონსტრუქტორებმა დაიწყეს ახალი ტიპის ვაზნაზე შესაბამისი ავტომატის შექმნა. 1944 წელს საპოლიგონო გამოცდის შედეგების შეფასებისას აირჩა სუდაევის წარმოდგენილი ავტომატი რომელიც უნდა დახვეწილიყო შემდგომი გამოცდისთვის. სუდაევმა დახვეწა თავისი ავტომატი და აწარმოეს მცირე რაოდენობით შემდეგი საველე გამოცდებისთვის. მიუხედავად დადებითი შფასებისა კომისიამ მოითხოვა წონის შემცირება. სუდაევის მოულოდნელად გარდაცვალების გამო შეწყდა მისი მოდელის შემდგომი დახვეწა. 1946 წელს შედგა შეჯიბრის კიდევ ერთი ტური სამხედრო პოლიგონზე. სხვა კონსტრუქტორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კალაშნიკოვმაც. იმ მომენტისთვის საკმაოდ საინტერესო სისტემები იყო წარმოდგენილი, როგორც ავტომატები ასევე ნახევრად ავტომატური შაშხანები. შაშხანებს შორის უპირატესობა მიანიჭეს სიმონოვის შაშხანას СКС. ავტომატების წარმოდგენილი მოდელებიც შეფასდა დადებითად. კომისიის შენეიშვნების შემდეგ გადაწყდა ხარვეზების გამოსწორება და მომზადება შემდეგი შეჯიბრევისთვის. მალევე სამმა კონსტრუქტორმა „ბულკინმა,“ „დემენტიებმა“ და „კალაშნიკოვმა“ წარმოადგინეს თავისი მოდელები საგამოცდოდ. კალაშნიკოვის ავტომატის პირველი მოდელი 46-ი აბსოლიტურად განსხვავდებოდა დღევანდელი ავტომატიდან. საკეტის სახელური ქონდა მარცხნივ, სროლის რეჟიმის გადამრთველი და დამცველი განლაგებული იყო ცალცალკე. მოსახსნელი დამცემ დამსხლეტი მექანიზმის კორპუსი ჩამოდიოდა ძირს და ეკიდებოდა სპეციალურ ღერძზე. მიმღებმა კომისიამ დაიწუნა კალაშნიკოვის ავტომატი და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შემდგომი დადახვეწაც. კალაშნიკოვმა კომისიასთან კამათის მერე მაინც მოახერხა მიეღო მის ავტომატზე ნებართვა მექანიზმის დახვეწის და მიეღო მონაწილეობა შემდგომი გამოცდისთვის, რაშიდაც მას დაეხმარა ზოგიერთი კომიისიის წევრები, რომლებიც 1943 წლიდან მსახურობდნენ კალაშნიკოვთან ერთად. კალაშნიკოვი დაბრუნდა ქალაქ კოვროვში სადაც მან შექმნა მისი პიეველი ავტომატი. კალაშნიკოვმა კოვროვის ქაარნის კონსტრუქტორ ზაიცევთან ერთად ძალიან მოკლე დროში შექმნა პრაქტიკულად ახალი ავტომატი. კალაშნიკოვმა კოპირება გააკეთა ცალკეული მექანიზმის მუშაობის პრინციპის და დეტალების, როგორც არსებული „ხოლეკის“,“ ბრაუნინგის“, „M1 გრანტის“ სისტემებიდან და ასევე მის ავტომატთან ერთად გამოცდების დროს მონაწილე „ბულკინის“ და „დემნტიევის“ ავტომატის სისტემიდან. ცნობისათვის იმ დროინდელი კანონის გათვალისწინებით შეეძლოთ კალაშნიკოვის ახალი მოდელი არ დაეშვათ გამოცდაზე, რადგან კომისია კრძალავდა წარმოდგენილი მოდელის ძირეული მექანიზმის შეცვლას შემდეგი გამოცდისთვის. ასევე კრძალავდა შეწჯიბრებაში მონაწილე იარაღების მექანიზმების კოპირებას. ძნელი მისახვედრი არაა რომ ახალი ველოსიპეტი კალაშნიკოვს არ შეუქმნია, მაგრამ კოპირებული პატარა ველოსიპეტების მეშვეობით შექმნეს და დახვეწეს ერთიანი ახალი ველოსიპეტი, რომელც მისი მექანიზმის მუშაობის პრინციპით და საიმედო მუშაობით გადაჭარბებით აკმაყოფილებდა მაშინდელ მოთხოვნებს. 1947 წელს შეჯიბრის ახალ ტურში კონსტრუქტორებმა „დემენტევმა“ და „ბულკინმა“, წარმოადგინეს თავიანთი ავტომატები გაუმჯობესებული სისტემით და არა ძირეული მექანიზმის შეცვლით, როგორც ეს გააკეთა კალაშნიკოვმა.გამოცდისას დადგინდა, კალაშნიკოვის გარდა არც ერთი კონკურენტი ავტომატები მთლიანობაში არ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ და ტექნიკურ მოთხოვნებს. უფრო საიმედო გამოდგა კალაშნიკოვის ავტომატი მაგრამ არა დამაკმაყოფილებელი ქონდა ტყვიის დაჯგუფება. მის კონკურენტებს ქონდათ უფრო კარგი ტყვიის დაჯგუფება მაგრამ კალაშნიკოვს ჩამორჩებოდნენ საიმედო მუშაობით. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კალაშნიკოვის ავტომატის სასარგებლოდ. რაც შეეხებოდა ტყვიის დაჯგუფების ხარისხის გაუმჯობესებას გადადეს შემდგომისთვის მაშინდელი პოლიტიკური და მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო, რადგან შესაძლებლობა იყო ძალიან მოკლე დროში მთელი არმიის გადაიარაღება თანამედროვე და საიმედო ავტომატით, ოღონდ არც თუისე კარგი ტყვიის დაჯგუფებით. 1947 წელს მიხეილ ტიმაფეისძე კალაშნიკოვი გაიგზავნა ქალაქ იჟევსკში სადაც გადაწყდა კალაშნიკოვის ავტომატის მასიური გამოშვების საკითხი. 1949 წელს კალაშნიკოვის ორი მოდელი АК 7,62X39 და АКC 7,62X39 დასაკეცი კონდახით, მიიღეს შეიარაღებაში და იმავე წელს ავტომატის შექმნისთვის კლაშნიკოვმა მიიღო სტალინის პრემია. თავიდან ავტომატის ჩარჩოს წარმოება დაიწყეს მრავალ ფურცლოვანი ფოლადი თუნუქის დაშტამბვით, მაგრამ წარმოებაში ბევრი ბრაკის გამო 1953 წლიდან დაიწყეს ერთიანი ფოლადისაგან ჩარჩოს ფრეზირებით წარმოება. მოკლედ შემდგომ წლებშიდაც ავტომატი ნელ ნელა იხვეწებიდა. 50-იან წლებში გამოჩნდა ახალი ავტომატი ТКБ-517“გერმან კორობოვის“, რომელსაც გააჩნდა კარგი ტყვიის დაჯგუფება და მცირე მასა. ამან გამოიწვია ახალი ტექნიკურ ტაქტიკური მაონაცემების ახალი მოთხოვნები და პარარელურად მაქსიმალურად დეტალების უნიფიცირების აუცილებლობა ავტომატსა და ხელის ტყვიამფრქვევს შორის. კალაშნიკოვმა წარადგინა თავისი მოდერნიზირებული ავტომატი და მის ბაზაზე შექმნილი ტყვიამფრქვევი РПК. 1957-1958 წლებში ჩატარებულ ტესტებში კომისიამ ისევ მიანიჭა უპირეტესობა კალაშნიკოვის ავტომატს და მიიღეს შეიარაღებაში „კალაშნიკოვის მოდერნიზებული ავტომატი“ АКМ-ი. 70-იან წლებში ნატოს პარარელურად საბჭოთა კავშირიც გადავიდა ნაკლებ იმპულსიანი მცირე 5,45 მმ-იან ვაზნაზე და 1974 წლიდან მიიღეს შეიარაღებაში კალაშნიკოვის ავტომატი АК74 და ხელის თყვიამფრქვევი РПК74 5,45X39 ვაზნაზე. 1979 წელს კი დამატებით შეიარაღებაში მიიღეს АК74-ის დამოკლებული ვარიანტი საქხელწოდებითАКСУ74. კალაშნიკოვმა შექმნა ასევე სხვადასხვა დანიშნულების ტყვიამფრქვევები 7,62X54 ვაზნაზე. კალაშნოკოვოის ავტომატის ბაძზზე 90-იანი წლებიდან დაიწყეს სამოქალაქო და სამონადირეო ნახევრად ავტომატური შაშხანების გამოშვება, საიგა 7,62, ვეპრი 308, საიგა12, საიგა 410 და სხვა მრავალი მოდელები, რომლებიც ასევე პოპულარობით სარგრბლობს მთელს მსოფლიოში.

Invalid Displayed Gallery

error: Content is protected !!