IMG_2918

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ)
მანლიხერი
7,63. 7,65X21 მმ.
ლულის სიგრძე(მმ) 160
მთლიანი სიგრძე(მმ) 246
წონა ვაზნების გარეშე (კგ) 0,9
მჭიდის ტევადობა (ც) 8

გამოშვების წელი 1901

მწარმოებელი ავსტრია-უნგრეთი

+პისტოლეტებზე გაზრდილი მოთხოვნების გამო ცნობილმა კონსტრუქტორმა ფერდინანდ მანლიხერმა დაიწყო მუშაობა 1896 წელს პისტოლეტის შექმნაზე რომლის საკეტი და ლულა ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო სპეციალური მოწყობილობით ჩაკეტილი. 1901 წლამდე რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწია. პარალელურად მანლიხერი მუშაობდა თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციპზე მომუშავე პისტოლეტის შექმნაზე. საბოლოვოდ მიიღო კიდეც დახვეწილი პისტოლეტი სახელწოდებით მანლიხერ მ1901. მალიხერის პირველი მოდელები იყო 7,63მმ ვაზნაზე, შემდეგ კი პისტოლეტები იწარმოებოდა 7,65X21 მმ ვაზნებზე. უკვე დახვეწილი სისტემის პისტოლეტების წარმოება დაიწყეს „ვაფენფაბრიკ-გეზელ-შაფტ შტეიერში“. მანლიხერის ელეგანტური ავტომატური პისტოლეტი პირველი იყო მაშინ მსოფლიოში, რომელსაც გააჩნდა ღია საკეტი-კოჟუხით, უძრავი ლულა, რომელიც ჩახრახნილი იყო ჩარჩოში და წარმოადგენდა ერთიან ნაწილს ჩარჩოსთან ერთად. საკეტის ზამბარა მოთავსებული იყო სპეციალურ არხში რომელიც მდებარეობდა ლულის სახაზინო ნაწილის ქვეშ. ზამბარის წინა მხარე წამოგებული იყო საკეტს შორის შემაერთებელ უღელზე. საკეტის მოძრაობისას ზამბარა იკუმშებოდა და იშლებოდა საკეტის მდგომარეობის შესაბამისად. პისტოლეტის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციპზე. საკეტის და ლულის ჩაკეტვა ხორციელდებოდა საკეტის მასით და ზამბარის სიმძლავრით. პისტოლეტს გააჩნდა ერთმაგი მოქმედების მექანიზმი, დიდი ღია ჩახმახი და მარტივი დამსხლეტი მექანიზმი. მანლიხერის 1901 წლის მოდელს მისი სპეციფიკური მექანიზმის გამო უწოდებდნენ ნახევრად თავისუფალ საკეტიან პისტოლეტსაც. სადაც სპეციალურად იყო ხახუნის ძალა გაზრდილი საკეტსა და ჩახმახს შორის ასევე საკეტის ზამბარის შეკუმშვის დროს სპეციალური ბერკეტის მოქმედებაში მოყვანით ხდებოდა საკეტის მოძრაობის შენელება. პისტოლეტს მოსახსნელი მჭიდი არ ჰქონდა,მას გააჩნდა ვაზნების ჩასაწყუბი კოლოფი,რომელიც მოთავსებული იყო სახელურში. მისი შევსება ხდებოდა საკეტის ღია მდგომარეობაში ყოფნის დროს ზემოდან, როგორც ეს ხდებოდა კ 96 მაუზერის პისტოლეტში. პისტოლეტს გააჩნდა სპეციალური ღილაკი მარჯვენა სახელურის ზემოთ, რომელზედაც თითის დაჭერისას შესაძლებელი იყო შევსებული მჭიდის დაცლა ვაზნებისგან. მანლიხერის 1901 და 1905 წლებს შორის გამოშვებულ პისტოლეტებს ქონდათ სხვადსახვა სიგრძის ლულები და სხვადასხვა ტევადობის მჭიდები. პისტოლეტები ძალიან პოპულარული იყო ევროპაში. ავსტრია უნგრეთის არმიის ოფიცრები საკუთარი თანხით ყიდულობდნენ პისტოლეტებს. მიუხედავთ მისი პოპულარობისა 1904-1905 წლებში საბოლოვო საველე გამოცდების მერე ავსტრია უნგრეთის შაეიარაღებაში მანლიხერის პისტოლეტი არ მიუღიათ. სამაგიეროდ 1905 წელს მანლიხერის პისტოლეტი MANLICHER M1905 მიიღეს არგენტინის შეიარაღებაში. მანლიხერის პისტოლეტები ლათინურ ამერიკაში დიდი მოწონებით სარგებლობდა. როცა ევროპაში პრაქტიკულად აღარ იყო მანლიხერის პისტოლეტი ლათინურ ამერიკაში შესაძლებელი იყო მისი ნახვა მრავალი წლის მერეც. სკმაოდ ორიგინალური ფორმის და მექანიზმის მქონე მანლიხერის პისტოლეტი საინტერესო ნივთს წარმოადგენს იარაღების მოყვარულთათვის.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!