ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×76
ლულის სიგრძე (სმ) 76
მთლიანი სიგრძე (მმ) 130
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ) 1.0, 0.5, 0.25
ვაზნების რაოდენობა 4+1
წონა დამატებითი მჭიდით (კგ) 3.35

MAROCCHI 12X76 MAGNUM
ალბათ უკვე ყველას სმენია ცნობილი იტალიური ბრენდის ბენელის ნახევრად ავტომატური თოფი, რომლის მექანიზმის გადატენვის პრინციპი დაფუძვნებულია ინრეციული საკეტის უკუცემის პრინციპზე. ეს სისტემა პირველად შექმნა ა.შოგნერმა, რომლის მოდელიც გამოდიოდა 1901-1914 წლწბში. შემდგომში ინერციული საკეტის ბედი დაკავშირებულია გენიალური თვითნასწავლ მეიარაღე იტალიელ ბრუნო ჩივოლინთან და ძმებ ბენელებთან, რომელებმაც შექმნეს ფირმა „ბენელი არმი“ სპეციალურად ჩივოლინის იდეის განსახორციელებლად. მოახერხეს კიდეც ამ უნიკალური სისტემის დახვეწა და დაიწყეს ლეგენდალური ბენელი 121 მოდეილის წარმოება რომლიდანაც ხუთ გასროლას ჭირდებოდა წამზე ნაკლები. ამ მოვლენამ თლიანად შეცვალა წარმოდგენა ნახევრად ავტომატურ თოფებზე. რა თქმა უნდა დადებითად. შოგნერის და ჩივოლინის თოფებს შორის მასგავსება იყო მხოლოდ ინერციული საკეტის მუშაობის პრინციპში, სხვა მხრივ ეს ორი თოფი კონსტრუქციით აბსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. არ შევუდგები კონკრეტულად ინერციული საკეტის მუშაობის პრინციპის ახსნას რადგან აღწერილი მაქვს ჩემს საიტზე „საინტერესო თოფები“-ის გვერდზე შოგნერის თოფის განხილვისას. ინერციული საკეტის ძირითადი დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს რომ ამ სისტემას ჭირდება მინიმუმ დეტალები, მექანიზმში ვერ აღწევს გასროლის დროს წარმოქმნილი მავნე პროდუქტები და იოლი მოსავლელია პრაქტიკაში. მსოფლიოში ამ სისტემას აწარმოებს ცნობილი ბრენდებიდან მხოლოდ ბენელი, ბრედა და მაროჩი. იტალური ფირმა “CD EUROPE” აწარმოებს ინერციული საკეტის მქონე თოფს, რომლის სავაჭრო მარკის სახელწოდებაა „მაროჩი“. კომპანია მაროჩი დაარსდა 1922 წელს როგორც საოჯახო სწარმო, რომლის ბედიც დამოკიდებული იყო მხოლოდ მის მიერ წარმოებული პეოდუქცის ხარისხზე. მაროჩიმ შესანიშნავად გაართვა თავი იმ დროინდელ გამოწვევებს და დაიმკვიდრა თავისი სახელი. საინტერესო ისაა რომ დღევანდელი მაროჩის სერიული თოფები მათი ნორმალური მოვლის და ექსპლუატაციის პირობებში უძლებენ 600 000-ას გასროლას. სიმართლე გითხრათ ცოტა გადაჭარბებულადაც მეჩვენა და შეიძლება ეს მიაწერო სარეკლამო გარემოებას, მაგრამ სხვადასხვა წყაროებთ მიღებული ინფორმაცია ადასტურებს რომ ეც ციფრი რეალურია. ასევე ფაბარმის თოფმა საქარხნო სტენდზე გაუძლო 500 000გასროლას. ერთი შეხედვით დაუჯერებელლია მაგრამ ფაქტია. შესრულების უბადლო ხარისხით, საფანტის იდიალური დაჭგუფებით, სროლის სტაბილურობით, მექანიზმის წარმოუდგენელი სიმარტივით და სამედოვებით, ცნობილი ბრენდების თოფების ხარისხი რაღა თქმა უნდა ჯობია ანოლიგიური თოფების მწარმოებელ სხვა ფირმებს, რომლებიც აწარმოებენ ცნობილი ბრენდების თოფების სისტემების კოპირბას. მაროჩის ლულის ხარისხზე მეტყველებს მისი დამუშავების პრინციპიც, რომელიც იბურღება სიღრმისეული ცალმხრივი გამჭოლი გაბურღვით რას გამორიცხავს ლულის შიგა დაძაბულობას ექსპლუატაციის დროს. ლულაც და საცვლელი ჩოკები დამზადებულია მაღალი ხარისხის ხრომისა და მოლიბდენის ნარევი ფოლადით stel st.etienne 42 CrMO4 მარკით, რომლის სიმხურვალის მუშაობის დიაპაზონია 400 გრადუსი ცელსიუსი. ასეთივე ფოლადით მზადდება მანქანის ძრავის დეტალები, რომელიც განკუთვნილია მაღალი ცვეთიის და გაზრდილი ტემპერატურის ექსპლუატაციის პირობებისთვის. წარმოდგენა რომ გვქონდეს ლულის საწყისი დასამუშავებელი სხმულის მასა შეადგენს 7კილოგრამს საიდანაც მიიღება მხოლოდ ერთი კილოგრამი მასის მქონე ლულა. როგორც ლულის ასევე ჩოკების მაღალ ხარისხს განაპირობებს უახლესი თანამედროვე ჩარხდანადგარების გამოყენაბა და თანამედროვე ტექნოლოგიები. სპეციალისტები გამოყოფენ განსაკუთრებულად საფანტის სროლისას მათ თანაბარ განაწილებას და საფანტის ერთნაირ ენარგიას როგორც საფანტის წრის ცენტრში ასევე სფანტის ცენტრს ირგვლივ. ასეთი შედეგი მიღწეულია ლულის სპეციპიკური გაბურღვით და არა ერთი ათიათასიანი ოდენობის ვაზნების საგამოცდო გასროლების შედეგად, რომლის დროსაც, როგორც აღნიშნავენ ზოგიერთ მოდელს სროლისას მიუღწევია მილიონ გასროლამდეც კი. ერთერთი დადებითი მიღწევა ის არის, რომ მაროჩის ლულით და მისი ჩოკებით შესაძლებელია ფოლადის საფანტის სროლა. ჩოკების კომპლეკტაცია იძლევა საშუალებას მსროლელმა სურვილს მიხედვით მიიღოს კონკრეტული დაჯგუფება სასურველ დისტანციაზე სროლისას. მაროჩის თოფები ერთერთი იაფიანი ალტერნატივაა ცნობილი ბრენდების მიმართ, რომელიც არ ჩამოუარდება მათ, როგორც შესრულების ხარისხით და სროლის რესურსით ასევე საბრძოლო თვისებებითაც. მაროჩი აწარმოებს თითქმის ყველა სახეობის სპორტულ და სამონადირეო თოფებს, რომლებმაც დიდი ხანია გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში და დაიმკვიდრა თავისი ადგილი წამყვან ბრენდებს შორის.

error: Content is protected !!