ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7.9×57
ლულის სიგრძე(სმ) 60
მთლიანი სიგრძე(სმ) 111
მჭიდის ტევადობა(ც) 5
წონა (კგ) 3.7-4.1
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 850

 

 

MAUSER K 98

9751707_1«პაულო მაუზერი» 1865 წელს სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის მერე დაბრუნდა თავის ქალაქ ობერსდორფში. 12 წლის იყო როცა დაიწყო მუშაობა ბიურტემბერსკის სამეფო საიარაღო ქარხანაში, სადაც უკვე მოშაობდნენ მამამისი და მისი 4 უფროსი ძმა. აქ შეისწავლა ყველა აუცილებელი ცოდნა, რაამაც საშუალება მისცა შეექმნა ისეთი იარაღები რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. პაულო მაუზერმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მისი იარაღების შექმნას და დახვეწას რითაც უკვდავყო მისი სახელი. არ მოიძებნება მსოფლიოში ადამიანი რომელმაც არ იცოდეს მაუზერის სისტემის შაშხანები და პისტოლეტები. მისი დაუღალავი შრომის მერე 1871 წელს გამოჩნდა მისი პირველი 11 მილიმეტრიანი შაშხანა რომელიც შექმნა მის ძმა ვილგელმ მაუზერთან ერთად.ეს იყო პირველი ერთვაზნიანი შაშხანა ლულის კალაპოტის გასწვრივ მცოცავი საკეტით. მის პირველ შაშხანას ქონდა მინუსიც, კერძოდ სროლის მერე ვაზნის ამოღება ლულის ჩარჩოდან ხდებოდა ხელით. მიუხედავათ ამისა შაშხანამ მაღალი ხარისხის შესრულების და მექანიზმის უტყუარი მუშაობის გამო მიიღო მაღალი შეფასებები 1879-1880 წლებში სიდნეისა და მელბურნში საერთაშორისო გამოფენებზე. 1881წელს შტუდგარდში შაშხანამ მიიღო ოქროს მედალი.რა თქმა უნდა შაშხანით დაინტერესდნენ სამხედრო წარმომადგენლებებიც. „ბერდანინის და „გრა“-ს შაშხანასთან ერთად მაუზერის შაშხანაიყო პირველი მცოცავი საკეტით და მეტალის ვაზნით, რომლებიც მიიღეს შეიარაღებაში, რუსეთიში ბერდანის, საფრანგეთში გრა-ს და გემანიაში მაუზერის 71 წლის მოდელი. ჩინეთიდან მიიღეს ძმებმა შეკვეთა 1000 ცალ შაშხანაზე, მიღებული თანხით საშუალება მიეცათ ემუშავათ შემდგომში მაუზერის 71 მოდელის შაშხანის დახვეწაზე. შაშხანა რომ დასახვეწი იყო ამაში ეჭვი მაუზერებსაც არ ეპარებოდათ. სამხედრო მოქმედებებისას სამოქალაქო ომის დროს ამერიკაში (1861-1865), აშკარა გახდა სავაზნე კოლოფიანი შაშხანების უპირატესობა იმ შაშხანების მიმართ რომლებიც იტენებოდა ზუმპით ლულის წინა მხრიდან. 1966 წელს ამერიკაში ვინჩესტერმა გამოუშვა გენრის სისტემის შაშხანა ლულის ქვეშა მილისებური მჭიდით. ევროპამაც არ დააყოვნა და 1869 წელს შვეიცარიამ დაიწყო ლულის ქვეშა მჭიდიანი შაშხანების წარმოება სახელწოდებით „ვეტერლი.“ ერთი წლის მერე ავსტრია უნგრეთმა გამოუშვა მჭიდიანი შაშხანა „ფრუვირტა.“ 1878 წელს კი საფრანეთმა მიიღო შეიარაღებაში შაშხანა „ გრა-კოპაჩეკა“ ლულის ქვეშა მჭიდით. 1881 წელს ძმებმა მაუზერებმა კაიზერს წარუდგინეს ლულის ქვეშა მჭიდიანი შაშხანა რომელიც იქცა ერთობლივი წარმოების საფუძვლად. 1882 წელს გარდიცვალა ვილგელმ მაუზერი ამიტომ შაშხანის წარმოებაში ჩაშვება მოუწია პაულო მაუზერს. შაშხანაში არსებულ მცოცავი საკეტს დაემატა ლულის ქვეშა მილისებური მჭიდი რომელშიდაც თავსდებოდა 8 ცალი ვაზნა, სროლის მერე საკეტის უკან გადაადგილების დროს ხდებოდა ნასროლი მასრის ამოგდება, საკეტს წინ მიწევისას მჭიდიდან სავაზნეში შექონდა ახალი ვაზნა.საკეტი ლულასთან იკეტებოდა ორი წინა და ერთი უკანა საყრდენით. დამცველი მდებარეობდა საკეტი უკან, რომლის გადაბრუნებისას საიმედოდ კეტავდა შაშხანას. მაუზერის კონსტრუქციის საკეტს შეეძლო გაცილებით უფრო ძლიერი ვაზნის წნევის ატანა. ახალ მოდელში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შაშხანის შევსება მაინც ხდებოდა სათითაოდ, რასაც ჭირდებოდა დიდი დრო. 1885 წელს ავსტრიელიმა ინჟინერმა და გამომგონებელმა „მანლიხერმა“ შექმნა კოლოფიანი სავაზნე რომელიც განთავსებული იყო შაშხანის საკეტი ქვეშ და მისი შევსება შესაძლებელი იყო სპეციალური ჩარჩო პაკეტით რომელშიდაც თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა. ამ გამოგონებამ დღის წესრიგიდან მოხსნა შაშხანის ჩქარი გადატენვის პრობლემა. ერთი წლის მერე ფრანგმა პოლკოვნიკმა „ლებელმა“ შექმნა 8 მილიმეტრიან შაშხანა უბოლო დენთიან ვაზნაზე, ცენტრალური კაფსულის აფეთქებით და ვაზნის ტყვიის თავის მყარი გარსაცმით. რამაც დასაბამი მისცა ახალი სიძლიერის ვაზნების წარმოებას და ტყვიის სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობას. 1888 წელს გერმანიამ მიიღო შეიარაღებაში მაუზერის სავაზნე კოლოფიანი შაშხანა უბოლი დენთის ვაზნაზე. მანამდე გერმანიას შეიარაღებაში ქონდა 1971წლის მაუზერის ერთვაზნიანი 11 მმ-ნი შაშხანა. მაუზერის ვაზნა მრგვალი ტყვიის თავით 7,92X57 i შექმნეს 1888 წელს, როგორც სამხედრო ვაზნა მაუზერის შაშხანისთვის. ესიყო პირველი ვაზნა მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნდა მასრის ძირთან წრიული შევერილი. მასრას ფსკერზე ქონდა ამოჭრილი ღარი, რომელშიდაც შედიოდა საკეტზე განთავსებული ვაზნის ამომგდების თავი. 1903 -1905 წლებში ვაზნას ჩაუტარეს მოდერნიზება, ტყვიის კონუსური თავის გამო შეიძინა კარგი ბალისტიკური მაჩვენებელი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ 12,2 გრამიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 770 მ/წ-ში გააჩნდა ლულის წინა ენერგია 3760 ჯოული. სამონადირეო შტუცერებისთვის და კომბინირებული თოფებისთვის განკუთვნილი ვაზნები აღინიშნებოდა 7,92X57 I R. R-ი ნიშნავდა იმას, რომ ვაზნას ფსკერზე გააჩნდა წერიული შვერილი. ტყვიის დიამეტრი გაიზარდა 8,22 მმ-დე, სიჩქარე 875 მ/ში. ყოველივე აქედან გამომდინარე ტყვია გახდა უფრო ზუსტი და შეიძინა მეტი გამაჩერებელი ძალა. იმ ვაზნას რომელიც აღინიშნებოდა სახელწოდებით 7,92X57 IS-ი ტყვიის დიამეტრი და ღარი ვაზნის ფსკერზე ქონადა იგივე რაც პირვე მოდელს, განსხვავება იყო მხოლოდ ტყვიის თავის კონუსური დაბოლოვებაში. S-ი ნიშნავს ვაზნის ტყვიის თავს კონუსური დაბილოვებით. 1893 წელს მაუზერმა დახვეწა თავისი შაშხანა რომელიც მიღებული იქნა ბელგიის შეიარაღებაში. ეგრედ წოდებული ბელგიური მაუზერი გადააკეთა 7 მილიმეტრიან ვაზნაზე, რომელსაც ტოლი არ ყავდა თავისი ვაზნის ბალაისტიკური მაჩვენებლით. იმავე წელს შაშხანა მიიღეს შეიარაღებაში თურქეთში, ესპანეთში ჩილეში, ბრაზილიაში და სხვა ქვეყნებში. 1995 წელს 12185 ცალი მაუზერის შაშხანა შეიძინა შვედეთმა, პარარელურად ფირმა „კარლ გუსტავმა“ მიღო ლიცენზია და დაიწყო მაუზერის სისტემის შაშხანების წარმოება სახელწოდებით M96. ნაბიჯ ნაბიჯ მაუზერმა 30 წლის მანძილზე მიაღწია იმას რომ კ 98-ში ჩადო ყველა ის სიახლე და საუკეთესო სისტემა რაც შექმნეს იმ დროისთვის ძმებმა მაუზერებმა. ამიტომ არაა გასაკვირი რომ 1998 წლის 5 აპრილს შაშხანა კ 98 მიიღეს გემანიის შეიარაღებაში, რომელმაც გამოიარა ორი მსოფლიო ომი. მაუზერი შაშხანები ომოს დროს გამოდიოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის, მოკლე ლულით და საკეტის სახელურის სხვადასხვა მოდერნიზაციით. სნაიპერული შაშხანები კი გამოდიოდა ცეისის ოპტიკური სამიზნეებით. მაუზერი დღესაც ითვლება ერთერთ პრესტიჟულ შაშხანად მონადირეებს შორის. მაუზერის შაშხანას დღესაც აწარმოებს მრავალი ქვეყნის წამყვანი ფირმები სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე. მექანიზმის საიმედო მუშაობით, ზუსტი სროლით და მექანიზმის სიმარტივით მაუზერის შაშხანა სასურველ იარაღად იქცა როგორც სროლის მოყვართულთათვის ასევე პროფესიონალი მონადირეებისთვის მთელ მსოფლიოში.

error: Content is protected !!