ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×76
ლულის სიგრძე (სმ) 75
მთლიანი სიგრძე (სმ) 118
ლულის შევიწროება (მმ) 1,00  1,25
წონა (კგ) 3,8

 

MC 8

1946 წელს ტულის საირაღო ქარხანაში შეიქმნა სპორტული და სამონადირეო თოფების  ცენტრალური საკონსტრუქციო-კვლევითი ბიურო (ЦКИБ СОО).  ბიუროს დანიშნულება იყო  როგორც  სპორტული  ასევე სამონადირეო თოფების დაპროექტება და შექმნა.  1950 წლიდან ბიურო გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მის შემდეგ აწარმოებს მაღალი კლასის თოფებს სახელწოდებით МЦ.

მც 8 არის ვერტიკალური ლულების წყობით,  რომიელიც იწარმოება 1953 წლიდან  მხოლოდ  შეკვეთით  და მაღალი კლასის შესრულებით. განკუთვნილია როგორც სასანგრე   ასევე მრგვალი სასტენდო სროლებისთვის. დამრტყმელ დამსხლეტი მექანიზმი ეგრეთ წოდებული,მოდერნიზებული სისტემა влиц  დამონტაჟებულია კოლოფის ძირა ნაწილზე. რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს როგორც ერთი ასევე ორი სასხლეტით. ლულის სიგრძეა   75  სმ. შევიწროება  ქვედა ლულის  შეადგენს 1 მმ. ზედა  1,25 მმ-ს. ლულის სამუშაო წნევაა 750 მ/პასკალი. თოფი გამოირჩევა როგორც მაღალი კლასის შესრულებით ასევე ორიგინალური დიზაინით და რაც მთავარია გამოირჩევა  სროლის დიდი რესურსით მისი   მექანიზმიდან გამომდინარე. სტატისტიკით დაფიქსირებულია, რომ დაახლოვებით 160000 სროლის შემდეგაც კი მთლიანად თოფი და მისი მექანიზმი რჩება იდიალურ მდგომარეობაში ქარხანა აწარმოებს დაახლოვებით 50-მდე მოდელს  80-მდე მოდიფიკაციით, როგორც სპორტულ ასევე მაღალი კლასის სამონადირეო თოფებს, შაშხანებს, შტუცერებს, კომბინირებულ თოფებს და სხვა. მც-ს მარკის თოფები ცნობილია მთელ მსოფლიოში და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით სპორცმენებს შორის. მც-ს თოფებით არა ერთი მედალი  და მსოფლიო რეკორდები აქვთ მოპოვებული მსოფლიო შეჯიბებრებზე   მაშინდელ საბჭოთა სპორცმენებს.

 

error: Content is protected !!