MONDRAGON MOD 908

პირველი ხელით გადამტენი შაშხანა ფიქსირებული სავაზნე კოლოფით მიიღეს ამერიკის არმიაში1892 წელს. პირველად მსოფლიოში ამ შაშხანაზე გამოიყენეს გაზის უკუცემის გატატენვის პრინციპზე მომუშავე ავტომატიკა საკეტის მბრუნავი თავის ლულასთან ჩაკეტვის პრინციპით. ეს სისტემა გამოიყენება დღესდღეობით ყველა სიტემის შაშხანებში, რომელიც მიღებულია ქვეითთა შეიარაღებაში. იდეა მრავალ ვაზნიანი ავტომატური შაშხანის შექმნის იმ დროისთვის უკვე არ იყო ახალი. პირველი პატენტი ავტომატურ შაშხანაზე მიიღო ამერიკელმა «რეგულ პილონმა» 1863 წელს. იმდროისათვის უბოლო დენთი ჯერ კდევ არ იყო. პილონის შაშხანას გააჩნდა სპეციალური დენთის გაზის ცილინდრი, რომელის ხვრელის მეშვეობითაც ხდებოდა გაზების ნაწილის გატარება, რომლითაც ხდებოდა ავტომატიკის მუშაობა. 50 გასროლის შემდეგ ეს ხვრელი აუცილებლად უნდა გაწმენდილიყო რადგან ხდებოდა მისი ძლიერი დაბინძურება ბოლიანი დენთის გამო. უბოლო დენთის შექმნის შემდეგ ისევ გაჩნდა დიდი ინტერესი დენთის გაზის უკუცემის პრინციპზე მომუშავე შაშხანების შექმნის იდეის. ასეთი შაშხანების შექმნაზე მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ადამიანები. ერთერთი ენთუზიასტი ამ იდეის იყო მექსიკელი მანუელ მონდრაგონი (Manuel Mondragon 1855-1922). არტილერიის თუ კავალერიის ოფიცერმა და შემდეგში უკვე გენერალმა დააპატენტა 1887 წელს მისი შაშხანა და შვეიცარიაში დაამზადა კიდეც მოქმედი პირველი მოდელი. მიიქცია კიდეც ყურადღება მაშინდელი მექსიკის ერთპიროვნული მართველი დიქტატორის «პარფირიო დიასის». მექსიკელი ოფიცერის დიდი გამართლება იყო ამ თავისებური სისტემის მქონე შაშხანის ვაზნის შესაქმნელად შვეიცარიის არმიის მაიორ ედუარდ რუბინის ყურადღების მიპყრობა, რომელმაც შექმნა 5,2×68 კალიბრის დიდი სიძლიერის ვაზნა, რომელმაც აჩვენა საუკეთესო შედეგი. ამ ვაზნაზე დაამზადეს მონდრაგონის შაშხანის პირველი პარტია. იმის გამო რომ მსოფლიოში არ იწარმოებოდა ასეთი არა სტანდარტული ვაზნა, იძულებული იყო შეექმნათ მაშინდელი არსებული შაშხანების სტანდარტული ვაზანა. მონდრაგონმა ყურადღება შეაჩერა 7,57 კალიბრის ვაზნაზე რომელსაც აწარმოებდა ფირმა მაუზერი და იყო მექსიკის შეიარაღებაში. შაშხანის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებული იყო დგუშზე დენთის გაზის უკუცემის პრინციპზე. დგუშის უკან გადაადგილების მანძილი აღემატებიდა ვაზნის მთლიანი სიგრძეს, ამ დროს ხდებოდა გასროლილი ვაზნის ამოგდება და საკეტის ზამბარის შეკუმშვა. რომელითაც შემდეგ ხდებოდა საკეტის წინ გადაადგილება. საკეტის წინ ლულისკენ მოძრაობისას ხდებოდა ვაზნის სავაზნეში მიწოდება და საკეტის მრგვალი თავის შებრუნებით ლულის არხის ჩაკეტვა. ასეტი ჩაკეტვის პრინციპით ხდება თანამედროვე ყველა არსებული შაშხანების საკეტის ლულასთან ჩაკეტვა. ამ შაშხანის თავისებურევბა ის არის რომ შესაძლებელი იყო როგორც ნახევრად ავტომატური სრილის რეჟიმის, ასევე ავტომატური ჯერით სროლის შესაძლებლობა. ავტომატიკის მუშაობის შეფერხებისას გაზის კამერაში სპეციალირი ჩამკეტის გაღებით ხდებოდა დენთის გაზების გამოყოფა ჰაერში და მისი გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც ჩვეულებრივი შაშხანის, გადატენვა ხდემოდა საკეტის წინ და უკან გადაადგილებით. შაშხანის სავაზნე კოლოფი თავიდან იყო ფიქსირებული 10 ვაზნაზე. მოგვიანებით სერული შაშხანების მოდერნიზაციის შემდეგ მასზე გამოიყენებიდა მოსახსნელი სვაზნე კოლოფები 10 ,20,30 ვაზნაზე. ამზადებდნენ ავტომატური ჯერით სტოლის მქონე შაშხანებზე 100 ცალის ტევადობის სავაზნე კოლოფებსაც. სამიზნე მოწყობილობა განკუთვნილო იყო 2000 მეტრზე სასროლად. შაშხანის დამცველი და სროლის რეჟიმის გადმრთველი განთავსებული იყო სასხლეტის დამცავი ჩარჩოს წინ. ავტომატური ჯერის მქონე შაშხანებზე კი სროლის რეჟიმის გადამრთველი განთავსებული იყო შაშხანის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს. მონდრაგონის შაშხანამ თვისი მექანიზმით გაუსწრო იმ დროს. იმ დროსთვის რუსეთის და ამერიკის ჯარებში ჯერ კიდევ ერთ ვაზნიანი შაშხანები იყო შეიარარებაში. მონდრაგონის შაშხანა აწარმოეს 1,175 მილიონზე მეტი. მექსიკამ შეიარაღებიდან ამოიღო 50–იანი წლებიდან. ზოგიერთ ქვეყნეში კიდევ დიდხანს რჩებოდა შეიარაღებაში. შაშხანამ პირველი მსოფლოიო ომის შემდეგგ მონაწილეობა მიიღო ჩინეთში სამოქალაქო ომის დროს და ასევე კორეის ომის დროსაც. მისი ადრე გამოჩენით, ორიგინალური კონსტრუქციით, მისი ძნელი და სინტერესო ბედის განვლილი გზის გამო მონდრაგონის შაშხანა იმსახურებს დამსახურებულ ადგილს მსლფლიოში იარაღების განვითარების სფეროში.

error: Content is protected !!