იმიტომ კი არა, რომ ვინმეს მოწონს რუსეთი ან არ მოწონს არამედ რაც რეალობაა ის უნდა ითქვას მათ მიერ წარმოებული თოფების შსახებ. გამონაკლისი შეიძლება ყველგან და ველაფერში არსებობს, მაგრამ ის რომ რუსული თოფების შესრულების ხარისხმა სისტემატიური უარყოფითი სახე მიიღო ფაქტი სახეზეა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ნახავ თოფს რაც სურათებშია მოცემული, არ შემეძლო არ გადამეღო სურათები და არ გამეკეთებინა კომენტარი. ასევე უხარისხოდ ხდებოდა წარმოება შედარებით ნაკლებად ოთხმოცდაათიან წლებში როცა კურსებზე ვიყავი ტულის საიარაღო ქარხანაში და უარესია დღეს რაც ხდება იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში. ეს რეალობაა და ამზე ყურადღება უნდა გამახვილდეს, რადგან იჟევსკის კონვეირულად წარმოებული თოფების ხარისხი ვეღარ იტანს ვეღანაირ კრიტიკას. მიუხედავად ამისა მასზე მაინც არის მოთხოვნილება მონადირეებს შორის. იმის ახსნა რომ რაზედაც მოთხოვნილებაა ის საქონელი უნდა იყოს გაყიდვაში ამაზე დავას არავინ აპირებს. ამოტომ შემოაქვთ კიდეც თოფები ბევრი წვალების და ვაივაგლახის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების გავლით რუსეთიდან. წარმოიდგინეთ შედიხართ მაღაზიაში რუსული თოფის საყიდლად, სულმოუთქმელად ელით როდის აარჩევთ სასურველ მოდელს და როცა გამოიტანენ გაუხსნელ ყუთს და ამოიღებენ ასეთ მდგომარეობაში მყოფ თოფს რაც სურათებშია მოცემული, მაინტერესებს რა ხასიათზე დადგება მყიდველი ან გამყიდველი. მე მგონი ეს შეურაწყოფაა ყველასი, მყიდველის გამყიდველის და მწარმოებელზე ხომ აღარ არი საუბარი. ასეთი გულ გრილობა და უხარისხობა არ მინახავს არცერთ იაფფასიანი თურქულ თოფებშიდაც კი. შეიძლება ვინმეს აღიზიანებს ასეთი შეფასებები რუსული თოფების მიმართ მაგრამ მაშინ ის მაინც უნდა ითქვას რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს თოფი რომ მოწონება დაიმსახუროს. მე ჩამოვთვლი იმ უარყოფით დეფექტებს რაც ამ მპ 27-ის გააჩნია კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო ამ კონკრეტულ თოფს, არამედ უკლებლივ ყველას რაც შემოდის საქართველოში. დავიწყებ იმით რომ თოფის გარეგნული შესახედაობა მთლიანობაში ტოვებს ესტეტიკური სილამაზის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას. თუ როგორ და რა ქიმიკატებით აშავებენ ლულებს სურათზე კარგად ჩანს. ნორმარულადაც არ გაურეცხიათ რომ კაუსტიკური სოდის ნარჩენები ასე არ დარჩენილიყო გაშრობის შემდეგ. თასმა ისეა დარჩილული ლულაზე რომ თითქმის სანახევროდ არის ლულასთან შეხებაში. სამიზნე როგორა დაგებული ესეც კარგად ჩანს. მთლიანობაში მეტალის დამუშავების ხარისხი როგორც გარე ასევე შიგა დეტალების, შეიძლება ითქვას შეურაცყმყოფელია მომხმარებლისთვის. თოფის ჩარჩოსთან ლულის შეხების უკანა ნაწილის ადგილები დამუშავებულია ძალიან ცუდათ, რაც კარგად ჩანს სურათზე. მთავარი ისაა რომ ასეთი ხარისხით ლულის უკანა ნაწილის დამუშავება განაპირობებს თოფის სროლის რესურსისის შემცირებას რაც დაკავშირებული ძირითადათ ლულის მალე მორყევასთან. არ შევუდგები მთლიანობაში თოფის სხვა ხარვეზების აღწერას თუ როგორ არის ხე მორგებული ჩარჩოსთან, ან როგორი ხარისხითაა ლულის გაბურღვა შესრულებული სავაზნის, არხის და ჩოკების გამოსასვლელი. ეს არის ერთი შეხედვით მოკლედ, რაც შეიძლება ითქვას ასე უხარისხოდ შესრულებულ თოფზე. მე არ ვიცი რა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას დღეს რუსეთი მაგრამ მახსოვს ოთხმოციან წლწბშიც არა ერთხელ მიუტანიათ მაღაზიაში ნაყიდი იჟ 27-ი მოსკოვში ჟურნალ „ახოტა ი ახოტნიჩი ხაზასტვას“ რედაქციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მთავარი რედაქტორი „შიშკინი“ რათა დახმარებოდა მყიდველს აღნიშნული თოფის ქარხანაში დასაბრუნებლად. მახსოვს კიდეც მისი სტატია რომელშიდაც წერდა თუ როგორ უხარისხოდ ხდებოდა თოფების აწყობა იჟევსკში. ეს ეხებოდა არა მარტო კონვეირულად აწყობილ არამედ საცალო თოფებსაც. აღარ მახსოვს გვარი ცნობული რუსი პიროვნების, რომელიც წერდა რომ ერხელ ჩავიდნენ იჟევსკში და ქარხნის საგამოფენო დაებაზში არსებული ოცი სხავადასხვა მოდელის თოფებიდან ძლივს აარჩიეს ერთი ისიც იმიტომ რომ ამხელა გზაზე ტყუილად არ გამოსვლოდათ ჩასვლა. მერწმუნეთ არც თუ ისე კარგი რეკლამაა მწარმოებლისთვის, მაგრამ დიდიხანია დავრწმუნდი რომ არც მაშინ აინტერესებდათ ხარისხი და მითუმეტეს არც ეხლა იკლავენ თავს. ოთხმოციან წლებში კონკურენციაც არ იყო დიდი ტულის და იჟევსკის ქაეხნებს შორის, არც ექსპორტით შედიოდა ბევრი ევროპული თოფები და იძულებული იყვენენ მთელს საბჭოთა კავშირში ეყიდათ ის რასაც აწარმოებდნენ. გასაკვირი ისაა რომ დღეს როცა გაჯერებულია რუსული ბაზარი მთელი მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების თოფებით და ასევე იჟების კლასის თოფებითაც, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა აწარმოვო ასე უხარისო თოფები, ან როგორ უძლებენ კონკურეციას? რუსეთი დიდა და ჟიგულის არ იყოს მაინც ეყიდებათ ალბად. არადა რამდენადაც ვიცი რუსებიც ნაკლებად ყიდულბენ რუსეთში წარმოებულ თოფებს. ყველაზე გასაკვირი ის არის რომ როგორ აგზავნიან ექსპორტზე ასეთი ხარისხით შესრულებულ თოფებს, თავმოყვარეობის შეგრძნება მაინც ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს თუ ფირმის პორესტიჟი აღარ ანაღვლებს. თუმცა მეც ნაკლებად მანაღვლებს როგორც იჟევკის ქარხნის მმართველი ჯგუფის ასევე ფირმის პრესტიჟი. დარწმუნებული ვარ ბევრი იზიარებ ჩემს აზრს არამარტო საქართველოში.

error: Content is protected !!