IMG_2918

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9X19 მმ. პარაბელუმი.
ტყვიის სიჩქარე 380 მ/წ
წონა სავსე მჭიდით (კგ) 4,7
წონა ცარიელი მჭიდით (კგ) 4,3
საბრძოლო სროლის სიჩქარე 80-90 გასროლა წთ.
სიგრძე გაშლიშლი კონდახით (სმ) 85
სიგრძე დაკეცილი კონდახით (სმ) 63
სროლის მანძილი (მ) 200

 

MP-40
ხშირია დავა რომელმა კონსტრუქტორმა შექმნა გერმანული პისტოლეტ-თყვიამფრქვევი MP38-ი და MP40-ი. ასევე ბევრია საუბარი მისი ტექნიკური საბრძოლო მონაცემების გადაჭარბებული შეფასებებზე. გადავწყვიტე მოკლე ინფორმაცია მივაწოდო ჩემი საიტის სტუმრებს მპ-40 -ის შესახებ. გერმანიაში ქალაქ ერფურტში „გაიპელმა“დაარსა ფირმა „ერმა ვერკე“. ფირმას 1919 წლის ვენის კოვენციით აკრძალული ქონდა ავტომატური იარაღის წარმოება. მიუხედავად ამისა მაინც ხდებოდა ახალი სისტემების შემუშავება. ნაცისტების სათავეში მოსვლის შემდეგ დაისვა საკითხი გერმანიის მზარდი არმიის გადაიარაღების შესახებ. გერმანელმა მეიარაღეებმა გაითვალიწინეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვის წარმოების მასშტაბები და შეიმუშავეს მაშინდელი პერიოდისთვის სიახლე, იარაღების დეტალების დაშტამპბვა ფოლადის თუნუქისაგან. ეს ტექნოლოგია იყო გამოყენებული 9მმ ტყვიამფრქვევის MP36-ის წარმოებისას. მოგვიანებით პრაქტიკამ აჩვენა, რომ დაშტამპული დეტალები აღმოჩნდა არც თუ ისე საიმედო. ამიტომ ერფურტის საიარაღო ქარხანის დირექტორმა „ ბერტოლდ გაიპელმა “ როდესაც მიიღო ვერმახტიდან შეკვეთა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის შესახებ, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ტანკისტებისთვის და სადესანტო ჯარებისთვის, გადაწყვიტა დაბრუნებოდა ტყვიამფრქვევის დეტალების ჩარხ დანადგარებით წარმოებას. „გაიპელი“ 1936 წლიდან აწარმოებდა სამუშაოებს ახალი იარაღის შესაქმნელად სახელწოდებით MP 38. ტყვიამფრქვევის მექანიზმი ძირითადათ გადმოღებული იყო მისი წინა მორბედის MP 36-დან, რომელიც შექმნა „გენრიხ ფოლმერმა“. ფოლმერმა მიყიდა გაიპელს თავის გამოგონება და საპატენტო უფლებაც რათა გაიპელს ეწარმოებინა თავისი სახელით ფოლმერის თყვიამფრქვევი. 9მმ მპ 38-ის ძირითადი დადებითი მახასიათებელი იყო დაბალი სროლის ტემპი და შენელებული ავტომატიკის მუშობის პრინციპი, რაც იძლეოდა შედარებით უფრო ზუსტი სროლის საშუალებას. გერმანიის შეიარაღებაში მპ 38-თ შეიარაღებული იყო ზურგის საბრძოლო ნაწილები, სატანკო და სადესანტო მოიერიშე რაზმები, არც მპ 40 არ წარმოადგენდა გერმანელებისთვის ძირითად შეიარაღებას. თუ შევადარებთ, 10 მილიონ „კ98“ მოდელის მაუზერის შაშხანაზე მოდიოდა 1 მოილიონი მპ 40. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გერმანიას შეიარაღებაში ქონდა 900 000-დე „მპ 38.“არადა თუ სადმე ფილმი გადაღებულა მეორე მსოფლიო ომის თემაზე თითქმის ყველა გერმანელ მებრძოლსხელში უჭირავს ტყვიამფრქვევი, თითქოს გერმანალების ძირეითადი საბრძოლო იარაღი იყო მპ 40. არადა სინამდვილაში როგორც უკვე ავღნიშნე ასე არ იყო. ომოს პირველივე დღეებში გაჩნდა მოთხოვნა მპ 38-ის წარმოების დახვეწის და მისი უფრო მასიურიად გამოშვების. 1939 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მისი წარმოება შეადგენდა 4900 ერთეულს. 1939 წლის ბოლოს ვერმახტის გენერალური შტაბის ბრძანებით გადაწყდა შეექმნათ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელის წარმოებაც იქნებოდა უფრო მასიური და იაფი. 1940 წლიდან 9მმ მპ 38-ის ბაზაზე დაიწყეს 9მმ მპ-40 -ის გამოშვება, რომლის წარმოების დროსაც ისევ გამოიყენეს ტყვიამფრქვევის დეტალების დაშტამპბვით წარმოება ოღონდ უფრო მტკიცე ფილადის თუნუქის გამოყენებით ვიდრე გამოიყენებოდა მპ 36-ის წარმოების დროს. მპ 40-ის წარმოების პროცეში ჩაერთო ევროპაში ცნობილი ავსტრიული ფირმა „შტეიერ“ (STEYR) რომელსაც გააჩნდა იარაღების წარმოების დიდი ტრადიციები და შესაბამისი აღჭურვილობაც. ტყვიამფრქვევის ქვეითთა ჯარებში შეიარაღებაში მიღების შემდეგ და მისი საველე პირობებში გამოყენებისას წარმოიქმნა შენიშვნები რაც დაკავშირებული იყო მპ 40-ის გასაშლელ ბეჭზე მისადებ საყრდენთან და სროლის სახეობის გადამრთველის უქონლობასთან. ტყვიამფრქვევს გააჩნდა მხოლოთ ავტომატური სროლის რეჟიმი. ამასთან დაკავშირებით გერმანელმა კონსტრუქტორმა „ჰუგო შმაისერმა“ (მან შექმნა ტყვიამფრქვევი მპ 28) მპ 40-ის ბაზაზე შექმნა მპ 41, რომელსაც გააჩნდა ხის კონდახი და სროლის სახეობის გადამრთველი,რაც საშუალებას იძლეოდა როგორს ავტომატური,ასევე ნახევრად ავტომატური სროლის რეჟიმის შესაძლებლობას. შმაისერის მოდელმა ფართო გავრცელება ვერ მოიპოვა, არც ვერმახტის შეიარაღებაში ყოფილა მიღებული. მპ 41-ის წარმოება მალევე შეწყდა, გამოუშვეს დაახლოებით 26 000 ეგზემპლიარი. მპ 40-ის პრველი პარტიების წარმოების მჭიდზე აწერდნენ შმაისერის სახელს, რადგან მჭიდი შექმნილი იყო შამაისერის მიერ. რომ შენარჩუნებულიყო შმაისერის საავტორო უფლებები თავიდან მჭიდებზე აწერდნენ წარწერას „პატენტ შმაისერ.“ ომის დროს მოპოვებული მოკავშირეების ხელში მოხვედრილ ტყვიამფრქვევებზე რომ კითხულობდნენ წარწერას ეგონათ რომ მთლიანად ავტომატი შემქმნელი იყო შმაისერის მიერ. ამან გამოიწვია ის რომ როგორც მპ 38-ს, ასევე მპ 40-საც შეცდომით უწოდებენ შმაისერს და უკავშირებდნენ მის სახელს. არადა „ჰუგო შმაისერს“ მპ 38-ის და მპ40-ის შექმნასთან არანაირი კავშირი არ ქონია. შმაისერის გვარის ტყვიამფრქვევზე წარწერის გამო გერმანიაში სასამართლომდეც კი მივიდა საქმე. რადგან მპ 40-ის მწარმოებელი ქარხნის მეპატრონე გაიპელი ბრალს დებდა შმაისერს მის მიერ წარმოებული ტყვიამფრქვევის მექანიზმის კოპირების გამო. მპ 40-ის ავტომატიკა მუშაობს თავისუფალი საკეტის პრნციპით, რომელიც ჩაკეტილია ლულასთან მისი მასით და საკეტის დამაბრუნებელი ზამბარის სიძლიერით. დამსხლეტ დამცემი მექანიზმი დახურული ჩახმახური ტიპისაა და საშუალებას იძლევა მხოლოდ ავტომატური სროლის შესაძლებლობას. საკეტი მოძრაობს ცილინდრული ფორმის მილისებურ კოლოფში, საკეტის სახელური განთავსებულია ცილინდრული კოლოფის მარცხენა მხარეს. დამცველის როლს ასრულებს კოლოფის სახაზინო ნაწლთან არსებული სპეციალური ჭრილი, რომელშიდაც საკეტის სახელურის დაფიქსირების მერე შეუძლებელია გასროლა. ლულას სამიზნის ქვეშ გააჩნდა სპეციალური შვერილი საბრძოლო მანქანების ამბრაზურაში ტყვიამფრქვევის დასაფიქსირებლად. მპ 40-ის ორ მწკრივიანი ვაზნის განლაგების მქონე მჭიდის ტევადობა შეადგენდა 32 ცალს. სამიზნე განკუთვნილი ქონდა 100 და 200 მეტრზე სასროლად, პრაქტიკულად კი გამოიყენებოდა 50- 70 მეტრზე სასროლად. მპ 40-ის 9X19 მმ პარაბელუმის ტყვიის გულაკის მქონე 8 გრამიან ვაზნას არ შეეძლო 50 მეტრზე სამხედრო ჩაფხუტის 2 მილიმეტრიანი ფოლადის ფურცლის გახვრეტა, როდესაც პპშ-ადან ნასროლი 7,62X25 მმ-ნი ვაზნა იგივე მანძილზე თავისუფლად ხვრეტდა იგივე სისქის ფოლადის ფურცელს და მეტიც, ფოლადის ფურცელის გახვრეტის მერე 10 მეტრში კიდევ ხვრეტდა 4 სანტიმეტრის ფიჭვის ფიცარს. მიუხედავათ ამისა 50 მეტრზე მპ 40-ს გააჩნდა მეტი გამაჩერებელი ძალა ცოცხალი ძალის გასანადგურებლად ვიდრე პპშ-ას.  200 მეტრზე და უფრო შორს ტყვიის ენერგია საგძნობლად მცირდებოდა. ამის გამო გერმანელებმა მალევე 1941 წლიდან დაიწყეს ფოლადის გულაკის მქონე 9 მმ-იანი ვაზნების გამოშვება რათა გაეზარდათ მსუბუქი ჯავშნის გახვრეტის შესაძლებლობა. რუსეთში ტტ-ეს ვაზნის ფოლადის გულაკიანი ვაზნის წარმოება დაიწყეს 1953 წლიდან. მიუხედავათ მისი ორიგინალური სისტემისა და ფორმისა მპ 40-ს გააჩნდა რიგი უარყოფითი მხარეები: გულზე ჩამოკიდების დროს თუ ლულა იქნებოდა მიმართული მარცხნივ ძნელდებოდა მისი სროლა საკეტის სახელურის მარცხენა მხარეს მოძრაობის გამო, მჭიდიში ვაზნებისა ორ მწკრივად განლაგებისა და მჭიდის თავში ვაზნის ერთ მწკრივში გადასვლის გამო ძნელდებოდა სპეციალური საშუალების გარეშე ხელით მისი შევსება, დასაკეცი კონდახი არ იძლეოდა ზუსტი დამიზნების საშუალებას, ლულაზე სპეციალური გარსაცმის უქონლობის გამო ინტენსიური სროლის დროს მებრძოლებს ხშირად ეწვებოდათ ხელები, ამის გამო ხელთათმანებსაც კი იცვამდნენ ხელები რომ არ დაწვოდათ. ომის მსვლელობის დროს რუსეთში მაღალი ყინვების გამო, როგორც თითქმის მთელი გერმანული საბროძოლო ტექნიკა, მპ 40-იც მუშაობდა შეფერხებით. ტყვიამრქვევს მექანიზმის დეტალების სიმრავლის გამო საჭიროებდა ხშირ შეზეთვას და წმენდას, რაც რთული იყო ომოს პირობებში მაღალი ყინვის დროს. რუსული წარმოების შპაგინის და სუდაევის ტყვიმაფრქვევები უფრო საიმედოდ მუშაობდა მძიმე კლიმატურ პირობებში ვიდრე მპ 40. გერმანელებმა მპ 40-ის წარმოების დაწყებიდან ომის დამთავრებამდე აწარმოეს დაახლოვებით 1 200000-ი ცალი. ომის შემდეგ მპ 40-ი გერმანიის შეიარაღებაში აღარ დარჩენილა. მიუხედავათ როგორც დადებითი ასევე მისი უარყოფითი მხარეებისა მპ 40 მაინც რჩება ერთერთი ორიგინალური შესახედაობის და სხვებისაგან განხვავებული მექანიზმის მქონე პისტოლეტის 9მმ ვაზნაზე მომუშავე ტყვიამფრქვევად.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!