არიქა გვეღირსა!… გაიხარე მუშავ წამებულო. ხუმრობა იქეთ იყოს და რუსული თოფების მოყვარულებს ვინც ჯერ კიდევ არ იცის,მინდა ვახარო, რომ რუსებმა დაიწყეს მპ 27–ის ბაზაზე, იგივე იჟ 27–ის ბაზაზე მპ 234–ის წარმოება. ეს არის ვერტიკალურ ლულებიანი ორლულიანი თოფი 12 კალიბრი 76მმ სავაზნით, მაგნუმი. თოფმა გაიარა ყველა აუცილებელი შემოწმება და თუ ვიმსჯელებთ რუსეთში არსებული კანონმდებლობით და ბიუროკრატიული ბარიერებით, ალბთ სამ ოთხ წელიწადში ჩაუშვებენ სერიულ წარმოებაში, თუ კიდევ რაიმე გაუთვალიწინებელი რამე არ მოხდა. ამას ისიც მაფიქრებინებს რომ ჯერ კიდევ 2011 წელს იყო საუბარი ამ მოდელზე. ექსკლუზიური მოდელები უკვე 2014 წლიდან არის გაყიდვაში. რომ გადავალე თვალი შემქმნელების დასკვნებს ეს მოდელი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც მათი ქების გარეშე. იოლად მიხვდება ადამიანი რომ ლულის ჩაკეტვა კალაპოტთთან გაძლიერებულია ლულის სახაზინო ნწილზე არსებული გვერდითი შვერილებით,რომლებიც ჩადის კალაპოტის ზედა გვერდების ჭრილებში. ეს იძლევა ჩაკეტვის დამატებით სიმტკიცეს, რომელიც ასევე დადებითად აისახება თოფის სროლის საბოლოვო რესურზე. ასეთი ჩაკეტვის სიტემა გამოიყენება ბერეტას მოდელებში, თურქულ ატა არმსში, რომელიც მთლანად კოპირებულია ბერეტადან და რუსულ ცნობილ მცეს მოდელებში, მც108, მც106, მც109 და სხვებში. ერთი სიტყვით ბევრი რომ არ ვისუბრიოთ ახალი ველოსიპედი ნამდვილად არ შეუქმნიათ, მიუხედავათ იმისა რომ იძახიან არ დაგვირღვევია საპატენტო კანონიო. რათქმა უნდა კოპირებულია ბერეტადან. ოღონდ ერთი განსხვავებით, უშუალოდ ჩაკეტვა ხდება, ოდნავი განსხვავებით. მხედველობაში მაქვს ძირა ლულის ქვეშ არსებული ჭრილი, რომელშიდაც შედის კალაპოტში მოძრავი ჩამკეტი ჩარჩო. ეჟექტორიც, გამომდინარე კალაპოტის ფორმის შეცვლიდან ასევე აღებულია ბერეტადან. დანარჩენი მექანიზმი იგივეა რაც 27–ში. არადა დანარჩენი მექანიზმიც რომ გაეუმჯობესენებინად უფრო კარგი იქნებოდა. რაც არ გააკეთეს რადგან მაშინ ნამდვილად ვერ აცდებოდნენ საპატენტო მოხოვნებს. ასე იწვალეს პატენტისთვის რომ არ გადაეხადად ვინმესთვის და შექმნეს გიბრიდი, ჯერ მპ 153 და შემდეგ მისი მოდერნიზებული ვარიანტი მპ 155–ი. ეს ცალკე თემაა და ამაზე სხვადროს. დღეს დღეობით გასაკვირი აღარ არი თოფის სიმძიმის შემცირება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია ისეთი მეტალის მიღება, რომლითაც შესაძლებელი თოფის წონის შემცირება და არ მცირდება სიმტკიცე. ასევე საუბარია რათქმა უნდა ბალანსზე. შემაერთებელი და სავენტილაცილ თასმები დამზადებულია მსუბუქი მეტალისგან. თოფის ხედ გამოიყენება მხლოდ ნიგოზი, ხარისხზე არაფერს ამბობენ. ხარისხიც თუ კარგი იქნა მაში კიდევ უფრო გაუმართლებს მსურველებს. პრინციპში მეტი სიახლე არაფერია, დანარჩენი დამოკიდებულია თოფის მთლიანად შესრულების ხარისხზე როგორ შეასრულებენ. რაც ამ ბოლოს რუსულ იჟებს ვნახულობ ასე თუ გააგრძელეს რაც სიახლეც არ უდა იყოს მასში მოწონება მაინც არ ექნება. ერთხელ ვნახე სურათი პუტინზე ნაჩუქარი იჟ 27–ის. გარე დამუშავება ხის რაც ჩანდა არ იყო კარგი. ხეზე კარგად ჩანდა უსწორმასწოროდ დამუშავების კვალი. არც ლულაზე ექნებოდა ალბათ ნაკლები ხარვეზები მაგრამ სურათში მთლიანი თოფი არ ჩანდა. ამის შემხედვარე გასაკვირი ნამდვილად ირ იქნება რომ ტრადიციას არ უღალატონ და ისევ უხარსხო თოფები აწარმოვონ. თვითონვე ამბობენ თურქულმა თოფებმა მიტო დაჩრდილა რუსული თოფები რომ მათ კარგი გარე დამუშავება აქვთო. აქცენტს აკეთებენ განსაკუთრებით ხის მორგების და დამუშავების ხარისხზეო. ამათ ალბათ არ სმენიათ თვალი სვამს დათვალი ჭამსო? გარე შესახედაობა თუ არ ვარგა, ხის და რკინის ერთმანეთთან მორგება უხარისხოა, მაშინ რა ხარისხზე შეიძლება იყოს საუბარი? 40 მოდელამდე თოფები შედოდა თურქეთიდან რუსეთში. ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა ექსპორტი, მაგრამ რუსები იმასაც ამბობენ რომ ამით თურქებს დიდი ზარალი არ განუცდიათ რადგან თურქები შუა აზიას ევროპას, აფრიკას,ირანს და ამერიკასაც კი აწვდის თოფებს. თურქეთში 160-ზე მეტი მწარმოებელია რა თქმა უნდა ყველა ფირმები არ აწარმოებს ხარისხიან თოფებს, მაგრამ მე რაც ვიც ჩემი პრაქტიკიდან არის 10-12 ფირმა რომლებიც აკეთებენ მართლაც პრემიუმ კლასის თოფებს.ბევრია ასევე საშუალო კლასის თოფებს რომ აწარმოებს. სამაგიეროდ რუსები ამაყობენ იმით რომ მათი მეგობარი სირიის სახელმწიფოს მეთაურის გარემოცვა ამაყობს მათ ხელში არსებული ძალიან მაგარი და უტყუარი ტოზ 34–ით. ასადს ალბათ იჟ 27–ი ექნება და ის ხო მთლად გადარეული იქნება სიხარულით. რას იზამ მწარე რეალობაა და ფაქტებს ვერ გავექცევით. მიუხედავა ამისა უნდა ითქვას სიმართლე, რომ აღნიშნულ მოდელში შესამჩნევი გაუმჯობესება სახეზეა და დანამდვილებით შემიძლია თქმა რომ ნამდვილად ჯობია ყოფილ იჟ 27–ს. დაველოდოთ როდესაც მასიურად დაიწყებენ რუსები წარმოებას და საქართველოშიც რომ შემოვა მერე გავაკეთოდ საბოლოვო დასკვნები.

error: Content is protected !!