IMG_2918

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7.62×42
სიგრძე (მმ) 191
მჭიდის ტევადობა (ცალი) 5
წონა ვაზნების გარეშე (გრ.) 880
სიმაღლე (მმ) 140
სიგანე (მმ) 40
სამიზნე მანძილი (მ) 25

 

OC-38
ოც-38 შექმნეს 2002წ ტულაში, როგორც ალტერნატიული უხმო რევორველი პისტოლეტ PCC მაგიერ იგივე SP-4 ვაზნაზე რომელიც შექმნეს 1982წ. რევორველი განკუთვნილია ფსბ-სა და სხვა კანონდამცავი სტრუქტურებისთვის. რევორველი იწარმოება შეზღუდვით მხოლოთ შეკვეთით სამთავრობო დონეზე. იგორ იაკოვლევისძე სტეჩკინის მიერ შექმნილი ოც-38 განსხვავებული რევორველია თავისი ორიგინალური კონსტრუქციის გამო დანარჩენი რევორველებისაგან. რევორველს გააჩნია ორმაგი მოქმედებიდ დამსხლეტ-დამრტყმელი მექანიზმი ღია ტიპიური ჩახმახით. ჩარჩოს ორივე მხარეს სახელურის თავზე გააჩნია დამცველის ღილაკი, რომლის ჩაკეტვისას უსაფთხოს ხდის რევოლვერის ტარებას შეყენებული ჩახმახით. რევორველიდან გასროლა ხდება დოლის ქვედა კამერით. და არა დოლის ზედა კამერით, როგორც ეს ხდება სხვა რევორველებში. ასეთი პრინციპის დროს სროლისას აღარ ხდება ლულის ზემოთ ვარდანა და უკუცემა დიდად აღარ მოქმედებს უარყოფიდათ სროლის სიზუსტეზე. დოლურა კორპუსიდან გადმოდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალური ღერძის წინ, რომელიც მდებარეობს ლულისა და კორპუს შორის. დოლურას ასეთი მდგომარეობა იძლევა მაქსიმალურ სიზუსტეს მორგვის კამერის და ლულის ღარის შერწყმას, სადაც ხდება ცილინდრული ფორმის ტყვიის გასროლა და ოდანავი შეუთავსებლობაც კი დაუშვებელია. სპ-4-ის ვაზნას არ გააჩნია სახაზინო ნაწილთან წრიული შვერილი, რითაც ეყრდნობა მორგვს მასში ჩადებისას, ამიტომ ვაზის ჩასადებად გამოიყენება სპეციალური ფოლადის  თხელი ფირფიტა, რომელშიდაც თავსდება ვაზნები.დოლურა ხუთ ვაზნიანია. გარდა ღია სტანდარტული სამიზნისა ოც-38-ს გააჩნია ინტეგრირებული ლაზერული სამიზნე, რომელიც მოთავსებულია კორპუსში ლულის ზემოთ, ჩამრთველი ღილაკი კი განთავსებულია სასხლეტის თავზე, რომლიც იმართება მარტივად საჩვენებელი თითით. რაც შეეხება რევორველის უხმო სროლას, რევორველს მაყუჩი არ გააჩნია, რადგან ვაზნაა დამზადებული ისე რომ სროლისას ხმას არ გამოსცემს. გასროლისას გილძიდან არ ხდება გაზის წნევის უეცარი გამოვარდნა, სპეცალური ცილინდრი რომელიც მოთავსებულია დენთზე არ აძლევს საშუალებას დენთის აალებისას გილძიდან გაზების წნევის უეცარ გამოვარდნას, რაც იძლევა იმის საშუალებას რომ გასროლა ხდება პრაქტიკულად უხმოდ. მიუხედავათ ვაზნის ასეთი სფეციფიკისა რევორველს მაინც გააჩნია საკმაო გამაჩერებელი ძალა, ტყვის ფორმა ცილინდრულია და ფოლადისაგან არის დამზადებულ,  მიუხედავად ასეთი ფორმისა 20 მეტრზე თავისუფლად ხვრეტს ფოლადის სამხედრო ჩაფხუტს, რადგან ტყვიის ფოლადის სიმტკიცე  შეადგენს 52-54-нрс. სიჩქარეა  200მ/წ-ში   რითაც აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნებს რა დანიშნულებისთვისაც შეიქმნა ეს რევორველი.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!