IMG_2918

ტექნიკური მაჩვენებლები
კალიბრი
7,62X25
ტყვიის სიჩქარე(მ.წმ.) 500
წონა სავსე მჭიდით (კგ) 5.45
ლულის სიგრძე(სმ) 27
მთლიანი სიგრძე (სმ) 84
სროლის სიჩქარე (წ.თ) 100-120
მჭიდის ტევადობა(ც)  70.35
ეფექტური სროლის მანძილი (მ) 200

 

 P.P.SH. MOD 41 KAL 7,62X25

პირველი პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი პ.პ.დ. (პისტოლეტ-პულიმიოტ დექტიარევა) რუსებმა მიიღეს შეიარაღებაში 1935 წელს, რომელიც შექმნა რუსმა კონსტრუქტორმა „დექტიარევმა“ პისტოლეტ ტტ-ს 7,62X25 ვაზნაზე.  დექტიარევის ტყვიამფრქვევი გაჭრილი ვაშლივით გავდა ფინელი კონსტრუქტორის „ლახტის“ თყვიამფრქვევს „სუომის,“ რომელიც შეიქმნა სამი წლით ადრე და მიიღეს ფინეთის შეიარაღებაში. ფინეთთან ომის დროს რუსების არმიამ თავის თავზე გამოცადა ტყვიამფრქვევის ძალა ფინელების მხრიდან საომარი მოქმედებების დროს. რუსეთის არმიაში მიხვდნენ, რომ გაჩნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მიღების აუცილებლობა რუსეთის არმიის შეიარაღებაში. დექტიარევის ტყვიამფრქვევის წარმოება დაკავშირებული იყო მისი დეტალების ხანგრძლივ მექანიკურ დამუშავებასთან და მოითხოვდა ცალკეული დეტალების ერთმანეთთან მორგების დიდ სიზუსტეს, გააჩნდა ბევრი რთული მოყვანილობის დეტალები რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მისი წარმოება ომის პირობებში. აქედან გამომდინარე სამხედრო კომისიის მოთხოვნა იყო შექმნილიყო ისეთი ტყვიამფრქვევი რომლის დეტალების წარმოება ომის პირობებში შესაძლებელიქნებოდა მექანიკური დამუშავების გარეშე რაც გაამარტივებდა მის წარმოებას და დაზოგავდა, როგორც დროს ასევე თვითღირებულებას. აქედან გამომდინარე მისი წარმოება სიმარტივის გამო შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ყველა მანქანათ მშენებელ ქარხნებში.
დექტიარევის მოსწავლემ გიორგი სემიონისძე შპაგინმა (1897-1952) დექტიარევის ტყვიამფრქვევის ბაზაზე 1940 წელს შექმნა პისტოლეტი-თყვიამფრქვევი პ.პ.შ.(პიტოლეტ- პულიმიოტ შპაგინა) პისტოლეტ ტტ-ს ვაზნაზე. შპაგინმა წარმატებით გაართვა თავი ამ პრობლემას და პირველად მსოფლიოში შპაგინის ტყვიამფრქვევის დეტალების წარმოება (გარდა ლულისა) ხორციელდებოდა ლითონის ფურსლისაგან, რომლებიც იშტამპებოდა შესაბამის პრეს ფორმებში. დეტალების შერთება კი ხდებოდა ელექტრო რჩილვით და მოქლომვით. ეს იყო მართლაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი მაშინდელი იარაღების წარმოებაში. ტყვიამფრქვევი შედგებოდა 85 დეტალისგან და დეტალების შეერთებისას არსად გამოყენებული არ იყო ქანჩები. იშლებოდა და იწყობოდა მარტივად, რაც ამარტივებდა მის მოვლას და მოხმარებას საველე პირობებში. ასევე სიახლე იყო (ეგრედ წოდებული ლულის წინა მუხრუჭი) ლულაზე წამოცმული სავენტილაციო ჩარჩოს დაბოლოვება, რომლის სპეციალური ჭრილებძე ლულის არხიდან გამოვარდნილი გაზების ზემოქმედებით ხდებოდა უკუცემის შემცირება, ასევე ამცირებდა ლულის ზემოთ ავარდნას ავტომატური ჯერით სროლის დროს, რაც დადებითად მოქმედებდა სროლის სიზუსტეზე. ავტომატიკის მუშაობა დაფუძვნებული იყო თავისუფალ საკეტზე დენთის გაზის უკცემის პრინციპზე. პ.პ.შ-ას გააჩნდა სპეციალური გადამრთველი სასხლეტის წინ რომლითაც ხდებოდა ნახევრად ავტომატური სროლის რეჟიმიდან ავტომატურ რეჟიმში გადართვა, საკეტის სახელურზე კი განთავსებული ქონდა სპეციალური ღილაკი რომლითაც ხდებოდა საკეტის დაკეტვა რათა არ მომხდარიყო გასროლა. პ.პ.შ-ას მრგვალი მჭიდის ტევადობა იყო 71 ცალი ვაზნა, ჩვეულებრივი სწორი მჭიდის კი 35 ცალი. საცდელ პოლიგონზე გამოცდის დროს შპაგინის ტყვიამფრქმევმა აჯობა მის კონკურენტ „შპიტალოვის“ ტყვიამფრქვევს როგორც ტექნიკური მაჩვენებლებით ასევე მექანიზმის საიმედო მუშაობითაც. 30 000 გსროლის შემდეგ დეტალების შემოწმებისას არ იყო გამოვლენილი არცერთი სერიოზული დაზიანებები. გამოცდის დროს შემოწმდა ავტომატიკის მუშაობის გამართულობა სპეციალურად დამტვერილ პირობებში საპოხი მასალების გარეშე. ნავთით რეცხავდნენ ყველა დეტალს შემდეგ საგულდაგულოდ ამშრალებდნენ და აბინძურებდნენ მთლიანად, მიუხედავად ასეთი მკაცრი პირობებისა ტყვიამფრქვევი მაინც ახერხებდა 5 000 გასროლს, ეს მაჩვენებელი იყო მისი ავტომატიკის საიმედო მუშაობის, რაც დამტკიცდა კიდეც მეორე მსოფლიო ომის დროს მკაცრ საველე პირობებში. პ.პ.შ-ას წარმოებამ ომის დამთავრებამდე გადაააჭარბა 5.5 მილიონ ცალს, ომის მერე აღარ წარმოებულა. 1947 წელს კი რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიიღეს გენიალური რუსი კონსტრუქტორის კალაშნიკოვის სისტემის ტყვიამფრქვევი შუალედურ 7,62X39 ვაზნაზე, რომელმაც დედამიწის ყველა კონტინენტზე ურთულეს კლიმატურ საბრძოლო პირობებში თავისი მექანიზმის საიმედო მუშაობის გამო მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!