ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,65X22
19X19მმ
ლულის სიგრძე(სმ) 100
მთლიანი სიგრძე(სმ) 217
მჭიდის ტევადობა (ც) 8
წონა (კგ) 0.88
ტყვიის სიჩქარე მ/წ 380

PARABELUM P8 9X19
სიტყვა PARABELUM-ი ლათინურიდან ითარგმნება შემდეგნაირად  «თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომოსთვის».  DWM ფირმის ინჟინერმა გეორგ ლუგერმა, რომელიც მუშაობდა უგო ბორხარდთან ერთად, პარარელურად რეკლამირებას უწევდა და ყიდდა ბორხარდის პისტოლეტის მოდელებს ევროპაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლუგერმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა რეკონსტრუქცია ბორხარდის C93 მოდელის პისტოლეტისთვის. შექმნა რამოდენიმე გაუმჯობესებული მოდელი რომლის ავტომატიკის მუშაობის ძირითადი პრინციპი აღებული იყო ბორხარდტის პისტოლეტიდან. რეკონსტრუციის მერე ლუგერის პისტოლეტი გახდა უფრო კომფაკტური და საიმედო, რაც გამოიხატა მის ექსპლუატაციაში მექანიზმის მუშობის დადებითი მახასიათებლებით. პისტოლეტს გააჩნდა დამცველი რომელის ბერკეტიც მოთავსებული იყო კორპუსის მარცხენა მხარეს, დამცველი კეტავდა ჩურჩულას და ასევე ბლოკავდა მთლიანად პისტოლეტსაც. დაიხვეწა ვაზნის ამომგდებიც, რომელის საშუალებითაც შესაძლებელი იყო სავაზნეში ვაზნის არსებობის განსაზღვრა. საკეტის დამაბრუნრბრლი ზამბარის განათავსებამ სახელურის კორპუსში და პისტოლეტის კორპუსის 120 გრადუსის დახრამ გამოიწვია სიმძიმის ცენტრში გადანაცვლება რაც აისახა დადებიდათ ბალანსზე და სროლის სიზუსტეზე. პისტოლეტი იყო მარტივი დასაშლელი და ასაწყობი. ლუგერმა ბორხარდის 7,63X25 კალიბრის ვაზნასაც ჩაუტარა რეკონსტრუქცია და შექმნა 7,65X22 კალიბრის ბოთლის მაგვარი ვაზნა გაძლიერებული უბოლო დენთით, რომელიც უტოლტებოდა სიძლიერით ბორხარდის ვაზნას. 1898 წელს ლუგერმა შექმნა სამხედრო 7.65 კალიბრის პისტოლეტის მოდელი, რომლიც შეთავაზა შვეიცარიის მთავრობას. 1899 წელს საველე გამოცდების მერე DWM ფირმამ მიიღო შეკვეთა ეწარმოებინა 3000 ცალი პისტოლეტი 1900 წლის მოდელი შვეიცარიის არმიისთვის. შვეიცარია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველმა მიიღო ლუგერის პისტოლეტი შეიარაღებაში. ამ წარმატებული გარიგების მერე იმავე წელს მიღეს ლუგერის პისტოლეტი შეიარაღებაში ბულგარეთის არმიაში. 1902 წელს ა.შ.შ-მა თავის არმიაში გამოსაცდელად შეიძინა 1000 ცალი პისტოლეტი. იმავე წელს ბერლინის გარე უბანში დაიწყო პისტოლეტების საკონკურსო გამოცდა საუკეთესო პისტოლეტის გამოსავლენად კაიზერის არმიის შეიარაღებაში მესაღებად. შეჯიბეში მონაწილეობდა: „ბორხარდ“-ის 7,63 მმ-ის კ-93 მდელი, „ლუგერი“-ის 7,65 მმ-ის 1900 წ. მოდელი, „მანლიხერი“-ის 7,63 მმ-ის 1900 წ. მოდ, „შვარცლოზე“-ეს 7,63 მმ-ის 1893 წ მოდ, „ბრაუნინგი“-ის 9 მმ-ის და „მაუზერის 7,63 მმ-ის კ 96 მოდელის პისტოლეტები. გამოცდა მიმდინარეობდა 1904 წლამდე. ამ ხნის განმალობაში ლუგერის პისტოლეტმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. შეჯიბრების ბოლოს გამოვლინდა ლუგერის პისტოლეტის უპირატესობა. მოდერნიზაციის პერიოდში ცხადი გახდა შესაძლებელი იყო პისტოლეტის მოდერნიზება უფრო ძლიერ 9 მმ-ან ვაზნაზე რაც არ იწვევდა მექანიზმში რაიმე ძირეულ ცვლილებებს. სპეციალურად DWM-ის ქარხანაში შეიქმნა კიდეც 9X19 მმ-ინი ვაზნა და სანიმუშო 9მმ ლუგერის პისტოლეტიც. 1904 წელს გერმანიის საზღვაო ფლოტმა მიიღო შეიარაღებაში ლუგერის 7,65 მმ-იანი ლუგერი პისტოლეტი რომლის ლულის სიგრძე შეადგენდა 150 მმ-ს. 1908 წელს ლუგერის 9 მმ-იანი პისტოლეტი სახელწოდებით PARABELUM P 08 საბოლოვოდ მიიღეს კაიზერის არმიის შეიარაღებაში, როგორც თავდცვის იარაღი. DWM-ეს ფაბრიკა ერთ კვირაში აწარმოებდა 1500 ცალ პისტოლეტს. პისტოლეტზე გაზრდილი მოთხოვნილება ვერ დააკმაყოფილა ძირითადმა მწარმოებელმა DWM- კომპანიამ. ამიტომ გერმანიის სხვა ქარხნებშიდაც დაიწყეს მისი მასიური გამოშვება. 1934 წლიდან გერმანიის სათავეში ვერმახტის მოსვლისთანავე გაუქმეს შეზღუდვები იარაღების წარმოებაზე და მათი ლულების სიგრძეზე, რომელიც დაწესებული ქონდა გერმანიას ვენის კონვენციის მიერ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. პარებელუმის წარმოება 1934 წლიდან დაიწყო «მაუზერის» ქარხანამაც. ქარხნები აწარმოებდნენ სამოქალაქო და კომერციული დანიშნულების სხვადასხვა მოდელებს, რომლებიც წარმატებით იყიდებოდა მთელ მსოფლიოში. პარაბელუმის წარმოების სირთულისა და სიძვირის გამო გერმანიის სამხედრო წრეებში მიიღეს გადაწყვეტილება ახალი 9მმ-იანი პისტოლეტის არმიაში მიღების აუცილებლობაზე, რომელიც იქნებოდა წარმოებაში იაფი და მარტივი მისი მოხმარებისას. მიიღეს კიდეც შეიარაღებაში 1939 წელს „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი P-38 9X19mm ვაზნაზე. პარაბელუმის 9მმ-იანი ვაზნის ბალისტიკური მაჩვენებლი და გამაჩერებელი ძალა აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას რაც მისაღები იყო არმიის შეიარაღებისთვის. ამიტომ პარაბელუმის ვაზნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქცა პისტოლეტის სტანდარტულ ვაზნად ნატოს შეიარაღებაში.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!