Taurus .357Magnum
- კატეგორია: პისტალეტი რევორვერი
- კალიბრი: 9
- წონა (კგ): 1100
- ლულის სიგრძე: 100
- მჭიდის ტევადობა: 6
- ტყვიის სიჩქარე (მ/წ): 436
პროდუქციის აღწერა
ვიდეო
არ შევუდგები იმის მტკიცებას თუ რა დონის იარაღებს აწარმოებს ბრაზილიური კომპანია, მისი პროდუქციის ხარისხზე და ვარგისიანობაზე მეტყველებს ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე იარაღების ბიზნესში დაიმკვიდრა ერთერთი მოწინავე ადგილი. აწარმოებს ცნობილი ბრენდების იარაღების პროტოტიპებს, რომლებიც შესრულების ხარისხით და საბრძოლო თვისებებით არ ჩამოუარდება მის ანალოგებს. ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი შესაძლებელს ხდის იარაღის მოყვარულმა შეიძინოს ესა თუ ის მოდელი და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები. ტაურუსის ეს მოდელი 357 მაგნუმის ძლიერ ვაზნაზე ერთერთი მოთხოვნადი მოდელია სროლის მოყვარულათვის, რადაგან მისი მასისის და ლულის სიგრძიდან გამომდინარე სროლის დროს ტყვიის მაქსიმალური დაჯგუფებაა შესაძლებელი. რევორველს როგორც სხვა დანარჩენ ტაურუსის რევორველებს გააჩნია ორმაგი დამსხლეტ დამრტყმელი მიქანიზმი, მორგვის ტევადობა 6 ვაზნაა, ჩარჩოდან გადმოდის მარცხენა მხარეს, ვაზნის ამოყრა ხორციელდება მექანიკურად. აქვს მექანიკური რეგულირებადი უკანა სამიზნე. მისი სროლის დიდი რესურსი მეტყველებს სისტემის მუშაობის უტყუარ საიმედოობაზე. ტაურუსის ყველა წარმოებულ იარაღი გამოცდილია ყველა აუცილებელი შემოწმებით, იწარმოება თნამედროვე ტექნოლოგიებით და აკმაყოფილებს როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ სტანდარტებს.
Видеопособие
მსგავსი სიახლეები