რა სახის და სისტემის იარაღები არ მოიგონეს და შექმნეს მსოფლიოში ცნობილმა კონსტრუქტორებმა იმის მიხედვით თუ რომელი თოფი უფრო მისაღები იქნებოდა სხვადასხვა სახეობის  ნადირობისთვის, რომელიც  დააკმაყოფილებდა მონადირეების ყველა მოთხოვნებს. შიგა ჩახმახიანმა თოფებმა გადასახსნელი ლულების პრინციპით  საყოველთაო აღიარება  მოიპოვა მონადირეებს შორის. გარდა მაღალი კლასის თოფებისა თუ დავაკვირდებით ასეთი  გადასახსენის მპრინციპის მქონე თოფებს შეიძლება ითქვას რომ არც თუ ისე საუკეთესო ვარიანტია, რადგან ექსპლუატაციის პირობებში მალე ირყევა. გადასახსნელი ლულიანი თოფების ხანგრძლივი ექსპლუატაციის  მთავარი პირობაა დეტალების ერთმანეთათან მორგების მაღალი ხარისხი, ასევე  ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ლულისა და თოფის კალაპოტის ერთმანეთთან ზუსტად მორგება. უძრავი ლულების მქონე  თოფები განსხვავდება  სხვა თოფებისაგან, როგორც კონსტრუქციული თავისებრებებით ასევე განსხვსვებული მექანიზმის მუშაობის პრინციპით. ასეთ კატეგორიას მეკუთვნება ფრანგი კონსტრუქტორის «რეჯის დარნე»-ს სანადირო თოფი რომელიც თავისი მექანიზმის მუშაობის პრინციპით არ გავს არცეთ სანადირო თოფს რაც აქამდე წარმოებულა.   დარნემ 1881 წელს საფრანგეთის ქალაქ სენტენიენში დაარსა საკუთარი ფირმა. მისმა მაღალმა ნიჭმა და უშრეტმა ფანტაზიამ საშუალება მისცა შეექმნა საკმაოდ ორიგინალური სანადირო თოფები. თავიდან ფირმა აწარმოებდა ტყვია მფრქვევებს, რომლითაც ამარაგებდა საფრანგეთის არმიას მეორე მსოფლიო ომამდე. პარარელურად აწარმოებდა სამონადირეო ორლულიან თოფს ჰორიზონტალური უძრავი  ლულებით, ორიგინალური მექანიზმით და ჩარჩოს კალაპოტში გასწვრივი მცოცავი საკეტით. «დარნემ» 1881- 1884  წლებში  შექმნა რამოდენიმე ასევე განსხვავებული მექანიზმის თოფის ნიმუში. თავიდან ეს იყო გარე ჩახმახიანი ჰორიზონტალური ლულებით, რომელიც გამოირჩეოდა  მაქსიმალური სიმარტივით და დაფალი ფასით. შემდეგი მოდელი პირველისაგან განსხვავებით  გამოირჩეოდა   დახურული ჩახმახებით და უკან გადმოსახსნელი საკეტით. 1898 წელს  კი შექმნა ძალიან წარმატებული მოდელი დახურული ჩახმახებით, უძრავი ჰორიზონტალური ლულებით და მცოცავი საკეტით. ეს მოდლი გამოდგა ყველასაგან შედარებით უფრო დახვეწილი   სიცოცხლის უნარიანი საიმედო თოფი, რომელმაც 1900 წელს საფრანგეთის საერთაშორისო გამოფენაზე დაიმსახურა ოქროს მედალი.  «დარნეს» თოფმა დიდი აღიარება ჰპოვა  მონადირეებს შორის. იმდენად პოპულარული იყო დარნეს თოფები, რომ იმ პერიოდში  ბევრმა ფირმებმა სცადა მისი თოფის კოპირება. მიუხედავად ამისა დარნე მაინც არ თვლიდა მათ კონკურენტებად, რადგან მისი თოფები მაინც განსხვავდებოდა მათგან მეტი დახვეწილობით და შესრულების სინატიფით. პრაქტიკამ აჩვენა რომ ვისაც უნადირია დარნეს თოფით აღარავინ აღარ დაბრუნებია გადასახსნელი ლულების მქონე თოფებს. «დარნეს» უპირატესობა გამოიხატება იმაში რომ არის მსუბუქი, განუმეორებელი დიზაინი შერწყმულია მთლიანად თოფის შესრულების ხარისთან. თოფის გადატენვა ხდება  სპეციალური ბერკეტით  უფრო სწრაფად ვიდრე  გადასახსნელ  თოფებში. ექსპლუატაციის პირობებში თოფი პრაკტიკულად არ ირყევა,  აქვს მაღალი საბრძოლო თვისებები და კარგი ბალანსი. მექანიზმი მუშაობს გამართულად და ნაკლებად რიაგირებს დაბინძურებაზე.  «დარნე»  გარდაიცვალა 1939 წელს, მისმა ფირმამ იარსება 1968 წლამდე.  1981 წელს ზუსტად 100 წლის შემდეგ სენტენიენში  „დარნეს“ ყოფილმა საამქროს უფროსმა „პოლ ბრიუშემ“  განაახლა «დარნეს» უნიკალური თოფის წარმოება. ოთხი წლის მერე  კი შეისყიდა ყველა უფლება რათა ეწარმოებინა თოფები „დარნეს“  სახელით. 1995 წლიდან ფირმას სათავეში ჩაუდგა  „პოლ ბრიუშეს“  შვილი «ერვე ბრიუშე».  თოფები იწარმოება როგორც სამონადირეო ასევე სპოტული სროლის დანიშნულებისთვის სხვადასხვა დიზაინით და სიმსუბუქით. «დარნეს» თოფები  მოწონებით სარგებლებობს და  დიდი მოთხოვნაა მისი განსხვავებული ორიგინალური მექანიზმის  საიმედო მუშაობის  გამო.

error: Content is protected !!