Remington m24  7,62X51
 

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,62X51 NATO
(308 win) 
ლულის სიგრძე (სმ) 109
მთლიანი სიგრძე (სმ) 61
წონა ოპტ. და ტყვიების გარეშე (კგ) 5.5
მჯიდის ტევადობა (ც) 5
ეფექტური სროლის მანძილი (მ) 800

Remington m24

80-იან წლებში ამერიკის შეიარაღებაში იმყოფებოდა M14-ის ავტომატური შაშხანის ბაზაზე შექმნილი სნაიპერული შაშხანა M21 რომელიც აშკარად აღარ აკმაყოფილებდა იმ დროინდელ მოთხოვნებს. იმდროს ამერიკის არმიის მოქმედების ცენტრად იქცა ევროპა, ახლო და შუა აღმოსავლეთი, სადაც აშკარად დადგა დღის წესრიგში არმიის შეიარაღებაში ისეთი სნაიპერული შაშხანს შექმნა რომლიდანაც გაშლილი უდაბნოს პირობებში შესაძლებელი იქნებოდა 1000 მეტრზე ტყვიის ზუსტი სროლა. ამერიკის საზღვავო ქვეითი კორპუსის მოთხოვნის საფუძველზე შაშხანას უნდა ქონებოდა ლულის გასწვრივ მცოცავი საკეტი, პოლიმერის კონდახი და უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული ლულა. ჩატარებული საველე გამოცდების შემდეგ ფინალში პირისპირ აღმოჩნდა STEYER SSG და REMINGTON MODEL 700 BDL. საბოლოვოდ გაიმარჯვა რემინგტონმა და 1987 წლიდან ამერიკის არმიის შეიარაღებაში მიიღეს სნაიპერული შაშხანა M 24. M24-ს აქვს უჟანგავი ფოლადის 609 მილიმეტრის სიგრძის სპეციალურად დამუშავებული ლულა, რომელიც განკუთვნილია M 118 7,62 კალიბრს „ნატოს“ ვაზნის ზუსტი სროლისთვის. ლულა შედგება 5 ხრახნისაგან მომრგვალებული დაბოლოვებებით, რაც ხელს უწყობს ლულაში ვაზნის ხახუნის ძალის შემცირებას. ტყვია ლულაში გავლისას აკეთებს მთელ სიგრძეზე ერთ ბრუნს. კონდახი ლეგულირებადია, რომლის მორგებაც შესაძლებელია სხვადასხვა აღნაგობის მსროლელისთვის. შაშხანაზე დამონტაჟებულ Leopold-stevens M3 ultra ოპტიკურ სამიზნეს გააჩნია ფიქსირებული 10 ჯერადი მოახლოვება, მნძილის საზომი შტრიხები და ცხრილი ტყვიის ტრაექტორიის ძირს დაწევის ცვალებადობის გამოსათვლელად. შაშხანიდან შესაძლებელია მაქსიმალური ტყვიის დაჯგუფების მიღწევა. ლულა გათვლილია 5000 გასროლაზე თითქმის სროლის ხარისხის დაქვეითების გარეშე. შაშხანა მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია, მათ შორის საქართველოს არმიაში და სპეცდანიშნულების რაზმებში.

error: Content is protected !!