სიმართლე რომ ვთქვა, რომ ვფიქრობ საინტერესო სანახაობად უფრო იქცა ჩემს მიერ მოწოდებული დზიანებული თოფების სურათები და სტატიები ვიდრე საგანგაშო სიგნალად, რათა ასეთი დაზიანებები რომ არ დამთავრდეს მონადირრეების მიმართ ტრაგიკული შედეგით. რა თქმა უნდა საინტერესოცაა მაგრამ მე პირადად ვერ ვქგრძნობ, რომ აქედან გამომდინარე ვნემეს შეეშინდა და უფრო ყურადღებიანი გახდა.პირიქით, ამაზე მეტყველებს ისიც რომ ყოველ ახალ სეზონზე უფრო მომრავლდა დაზიანებული თოფები თანაც უფრო მძიმე დაზიანებებით. მოცემულ სურათებშიც მოცემულია თუ რა შეუძლია დიდი დოზის მუხტს. იმხელა წნევა წარმოიქმნა გასროლის დროს რომ საკეტის საყრდენი გამოვარდა ლულის სახაზინო ჭრილიდან და უკუ ქცევის დროს გახეთქა თოფის კალაპოტის უკანა ნაწილი. კარგად ჩანს სურათზე როგორ არის კალაპოტი დეფორმირებული. წარმომიდგენია ეს რომ ყოფილიყო მჩატე მეტალისაგან დამზადებული კალაპოტი მას რა დაემართებოდა. იმხელა წნევა იყო ლულაში დარჩენილი საკეტის გამოგლელჯვის მერე ლულის სახაზინო ნაწილთან რომ გაგლიჯა კალაპოტის წინა ნაწილიც. ერთი სიტყვით აღარ შევუდგები იმის ახსნას თუ რას შეეძლო ასეთი დაზიანების გამოწვევა. კომენტარი თქვენთვის მოინდვია

error: Content is protected !!