ბევრს აინტერესებს თუ რომელი ქვეყნის ნაწარმია როტვეილის სამონადირეო ვაზნა. გასაგებიცაა, რადგან ყველას და ყველაფერს აქვს პატენტი. თუ პატენტი არის ორიგინალთან შესაბამისი ამით არაფერი დაშავდება. რაც შეეხება ფირმა როტვეილს. ფირმა დაარსდა 1872 წელს „ხაიდრიხ დუტენხოფერის“ მიერ ძველი დენთის ფაბრიკის ბაზაზე გერმანიის ქალაქ როტვეილში. როტვეილის სახელი გერმანიაში მოიხსენიებოდა უფრი ადრეულ წლებშიც. ფირმის შექმნიდან მალევე დუტენხოფერმა შექმნა თავისი სახეობის დენთი სახელწოდებით RCP (Rottveil Chemisches Pulver). ამან დიდი იმპულსი მისცა ფირმის განვითარებას მე-19 მე-20-ე საუკუნის გასაყარზე, რომელიც ჩამოყალიბდა უდიდეს დენთის იმპერიად. პირველი მსოფლიო ომის დროს წარმოებული დენთის 80% მიეწოდებოდა კაიზერის არმიას საბრძოლო იარაღებისთვის. დენთის გარდა ფირმა აწარმოებდა ასევე სამხედრო და სამონადირეო დანიშნულების ვაზნებს. დიდი პოპულარობით სარგებლობდა სანადირო ვაზნები როტვეილ „Waidmannsheil rot“ და „Waidmannsheil schwarz“ ეს უკანასკნელი 1921 წლიდან იწარმოება დღემდე.როტვეილის ვაზნა ცნობილია მთელ ევროპაში და მის გარეთაც. დღევანდელი ფირმის მფლობელი შვეიცარიული კონცერნი RUAG აგრძელებს სანადირო ვაზნების წარმოებას როტვეილის სახელწოდებით. განსაკუთრებელი ყურადღება ექცევა ტყვიით (ჟაკნით) დატენილ ვაზნებს. გლუვი ლულით საფანტის სროლის დროს უზუსტობა კომპესირდება საფანტის გაშლილი ბადის საშუალებით, რომელიც მოიცავს დიდ ფართოფს და უზრუნველყოფს დაზიანების მისაღებ შესაძლებლობას. ტყვიის სროლა კი როგორც მოგეხსენებათ განსხვავებულია და ერთი ტყვია უნდა მოარტყა სამიზნის განსაზღვრულ ნაწილს, ხშირად არც თუ ისე დიდი ზომისას და სიზუსტის მიღწევა უნდა იყოს მაქსიმალური. აქედან გამომდინარე ტყვიის სიზუსტის გასაუმჯობესებლად იქმნება ბევრი სხვადასხვა სახეობის ტყვიები, რომლებიც ერთამნეთთან შედარებით უზრუნველყოფენ მეტ ნაკლებად მაქსიმალურ სიზუსტეს. ალტერნატიული მაღალი სიზუსტის ტყვიის ვაზნა სპეციალური საცობით გერმანულ- შვეიცარიული კონცერნი აწარმოებს Rotveil EXAST-ს რომელიც განკუთვნილია გერმანიაში წითელ ირემზე და შავ გარეულ ღორზე სანადიროდ 50 მეტრზე სასროლად. (ყველა ქვეყანაში შესაბამისი კანონია რა სახის ტყვიით რა მანძილზეა ნებადართული კონკრეტული ცხოველი მოპოვება). აღნიშნული როტვეილის ტყვია 50 მეტრის მანძილზე 5 გასროლილი ტყვიით ჯგუფდება 2,5-დან 5 სანტიმეტრის დიამეტრში. ეს არის ყველაზე საუკეთესო შედეგი რა სახის ტყვიის ვაზნაც უწარმოებია აქამდე როტვეილს. გერმანულმა ხარისხის შედეგმაც არ დააყოვნა და 2009 წელს ავტორიტეტულმა ჟურნალმა “Wild und Hund”-მა როტვეილის ტყვიის ვაზნა წლის საუკეთესო ვაზნად დაასახელა. როტვეილის ტყვიის საიდუმლო დაკავშირებულია მისი ტყვიის კონსტრუქციასთან. პირველი ის არის, რომ ტყვიას გააჩნია თავის კონუსური დაბოლოვება რაც ზრდის მის აერო დინამიკურ მაჩვენებელს განსაკუთრებით ტყვიის მაღალი სიჩქარის დროს. მეორე ის არის რომ ტყვიას კორპუსზე გააჩნია სპირალური ღარები, რომელიც შემხვედრი ჰაერის მეშვეობით ტყვიას აწყებინებს ბრუნვას, ეს კი ზრდის ტყვიის მდგრადობას ფრენის დროს. რატო მაინც და მაინც ღარები და არა გარე და შიგა ფრთები? ტურბინული ტიპის ტყვიებში ტყვიის დასბრუნებლად იყენებდნენ ტყვიაზე გარე ფრთებს (მაიერის ტყვია) ან შიგა ფრთებს (ტყვია იდიალი), მაგრამ დამტკიცდა რომ ისე არ ხდებოდა როგორც ეს ჩაიფიქრეს მისმა შემქნელებმა. ლულის ჩოკის არსებობისას მასში ტყვიის გავლისას გარე ფრთები დეფორმირდება და სტაბილიზაციის ეფექტი დადის ნულამდე. ტყვია არ ბუნავს. რაც შეეხება ხვრეტილიან ტყვიას შიგა ფრთებით, მაღალი სიჩქარის დროს ნახვრეტის შუა ღარში იქმნება ჰაერის საცობი და ტყვიის ბრუნვა ამ დროსაც აღარ ხდება, შედეგი იგივე, ტყვიის სტაბილიზაცია უარყოფითია, რაც განაპირობებს მისი მოძრაობის არა სწორ ტრაექტორიას, საბოლოოდ კი სიზუსტის და ტყვიის არა სტაბილურ დაჯგუფაბას. როტვეილის ტყვიას კი როგორც ავღნიშნეთ მის კორპუსზე არსებული სპეციალური ღარები ლულის ჩოკში გავლისას რჩება უცვლელი და არ დეფორმირდება, როგორც ეს ხდება მაიერის და იდეალის შემთხვევებში. როტვეილის ტყვიას ზედაპირზე გააჩნია სპეციალური მიმართველი ცილინდრული სარტყელები, რომლებიც ამსუბუქებს ჩოკში ტყვიის გავლას, ამცირებს ტყვიის ხახუნის ძალას ლულასთან და ამცირებს ლულაში ტყვიის ნადების გაჩენას. სარტყელების მეშვეობით ტყვიის ლულასთან შეხება დაყვანილია მინიმუმადე. აქედან გამომდინარე როტვეილის ტყვიის სროლის დროს ლულის შევიწროებას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ აღნიშნული ტყვია მისაღებია ყველა სახეობის გლუვლულიანი თოფის ლულიდან სასროლად. ყველა შემთხვევაში ტყვია იძლევა საუკეთესო დაჯგუფებას. კიდევ ერთი თავისებურება. როტვეილის ტყვია დატენილია გამჭირვალე პლასმასის ვაზნაში რათა იოლი გასარჩევი იყოს სხვა ვაზნებიდან,გააჩნია ორი სანტიმეტრის მაღალი ხარისხის ლატუნის სახაზინო ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია კაფსული SINDOXID, რომლის ქიმიური შემადგენლობა ნაკლებად მოქმედებს ლულის შიგა ზედაპირის დაჟანგვაზე.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!