სურათზე მოცემულია ერთერთი თურქული წარმოების ნახევრად ავტომატური თოფის საკეტი რომელიც დამსხვრეულია გადამეტებული მუხტის გამოყენების გამო.  ლულასთან საკეტი იკეტება  მასში მოთავსებული სპეციალური ურდულით  რომელიც  შედის ვერტიკალურად  ლულის კუდის სპეციალურ ჭრილში. გასროლის დროს წნევა აწვება საკეტს და არ იღება მანამდე  სანამდე ლულაში არ დაეცემა წნევა.  ლულის არხში სპეციალური ნახვრეტებით ნარჩენი გაზები ზემოქმედებს ცილინდრზე, რომელიც დაკავშირებულია ღერძით საკეტის ქვედა ნაწილთან. საკეტის უკუ სვლისას  ხდება ურდულის ძირს ჩამოწევა ლულის ჭრილიდან, საკეტი თავისუფლდება ლულასთან და გადაადგილდება უკან. მაღალი წნევის მქონე ვაზნის სრილისას ზიანდება ბერკეტიც და საკეტიც. გაჩნდება აზრი, თურქულია და ამიტომაც დაზიანდაო. არა აქვს მნიშვნელობა ვისი ნაწარმია თოფი, რადგან ღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით იოლი მისაღებია ამათუ იმ სიმტკიცის ფოლადი, რომელსაც იყენებენ თოფის ცალკეული დეტალების დასამზადებლად. არის რათქმაუნდა ხარიახში სხვაობა მაღალი კლასის თოფების დეტალების  წარმოების და საშუალო კლასის თოფებს შორის, მაგრამ არა ისე რომ ასე მარტივად იმსხვრეოდეს ერთერთი მთავარი დეტალი. ყველა თოფი გადის საქარხნო შემოწმებას გაძლიერებულ მუხტზე. ჩვეულებრივი ვაზნით მიმდინარეობს თოფიდან სროლა საცდელ სტენდზე სანამ არ გაფუჭდება რომელიმე დეტალი. შემოწმების შემდეგ თოფზე იტვიფრება შესაბამისი დამღა.  ასეთი ტესტირების შემდეგ  დგინდება თოფის გამძლეობა და სროლის რესურსი. ერთი სიტყვით კიდევ და კიდევ მინდა შევახსენო ყველას, რომ თოფის ძირითადი დაზიანების მიზეზი არის გადამეტებული მუხტით დატენილი ვაზნა. თითქოს ეს ყველამ კარგად ვიცით მაგრამ რაღაც უხილავი შიაგა გრძონობა ყველას უბუძგებს რომ ვაზნაში ჩაყაროს მეტი ვიდრე განკუთვნილია. არ მინახავს ვინმე პირიქით აკეთებდეს ამას. ამიტომ ქარხნული ვაზნა იქნება თუ სახლში დამზადებული, უნდა მიექცეს ყურადღება დენთის და საფანტის ზომა წონას, რაც მისაღები იქნება კონკრეტული თოფისთვის. ერთ მაგალითს მოვიყვან: 36 გრამიანი ვაზნების წნეევა სავაზნეში აღწევს 700- 750 მეგა პასკალს. ძველი რუსული თოფების სამუშაო წნევა იყო 550-650 მეგა პასკალი 1სმ/კვზე-ზე  სხვაობა თვალში საცემია, მაგრამ ამას ყურადებას არავინ აქცევს. ეს კი ამცირებს თოფის სროლის რესურს და ხშირია სროლის დროს თოფის გადახსნები. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით ხშირია ჰორიზონტალური ლულის წყობის თოფებში. ერთი რამ არის კიდევ გასათვალისწინებელი, ყველა კითხულობს თოფი მაგნუმია თუ არა. არის კიდეც ლულაზე შესაბამისი წარწერა თუ რა წნევაზეა გათვლილი, მაგრამ არავინ აქცევს ყურადებას რამდენად საიმედოა ამათუ იმ მოდელის თოფის ლულის ჩარჩოსთან  ჩაკეტვის სიმტკიცე.  ნახევრად ავტომატური თოფები ამ მხრივ უფრო ამტანია მაგრამ გადამეტებული მუხტი ყველა სისტემის თოფისთვის მიუღებელია. ფაქტი სახეზეა!  გადამეტებული მუხტი საზიანოა ყველა სისტემის თოფებისთვის.

error: Content is protected !!