Smith & Wesson

1870 წლის დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კომიტეტში საველე გამოცდების შემდეგ სმიტვენსონის ფირმამ მიიღო შეკვეთა 1000 რევორველ მოდელ 3–ზე. ამ მომენტიდან რევორველების ისტორიაში გამოჩნდა პიროვნება George w. Schofild რომელლთანაც დაკავშირებულია რევორველის სახელი და პოპულარობა. მას შემდეგ რაც საგამოცდო მოდელი 3–ის სმიტვენსონის რევორველი მოხვდა «შეფილდის» ხელში, დაიწყო რევორველის მოდერნიზირება და დხვეწა რათა მისი გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო კავალერიითვის. მან გაუმჯობესა ვაზნის ამომგდების მექანიზმი, ფიქსატორი რომელიც მდებარეობდა დოლურაზე გადმოიტანა ჩარჩოზე. ამ ცვლილებებზე მიიღო შესაბამისი პატენტი. გამოცდის შემდეგ კი მიიღო სამხედრო შეკვეთა 3000 რევორველის წარმოებაზე. აღნიშნული მოდელის ერთერთი უპირატესობა იყო ის რომ ხდებოდა რევორველის გადახსნა ლულით ქვემოთ, ამ მომენტში ხდებოდა ვაზნების ამომგდების წამოწევა რომელსაც დოლურიდან ამოქონდა გასროლილი ცარიელი მასრები. ამ კონსტრუქციული ცვლილებებით კავალერის მებრძოლებს შესაძლებლობა ქონდათ ერთი ხელით მოეხდინათ რევორველის დატენვს და მეორე ხელით კი ცხენის მართვა. სხვა რევორველების გადასატენად საჭირო იყო ორივე ხელის გამოყენება რაც პრაქტიკულად გაამოუდეგარს ხდიდა მხედრისთვის. ამრიკის შეიარაღებაში იმ დროისთვის ასევე იმყოფებოდა კოლტის რევორველი 45 კალიბრის 11,43 მმ. სმიტვენსონის კომპანიაც ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა ეს სტანდარტი. მიუხედავად ამისა სმიტვენსონი აგრძელებდა თავისი ვაზნების გამოყენაბას. არმიაში სადაც მიჩვეულნი იყვნენ ერთიან სტანდარტებს, ორი სხვადასხვა ვაზნის გამოყენებამ პრაქტიკაში შექმნა პრობლემა და საქმე მივიდა იქამდე რომ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა სერიოზული დაპირისპირება. ვიღაცას მოსწონდა კოლტი და მისი ვაზნები ვიღაცას კი სმიტვენსონი თავისი ვაზნებით. მიუხედავად ამისა სმიტ ვენსონის გზა არ იყო გრძელი და შთამბეჭდავი. მისი ბოლო მოდელი Smith&Wesson Schofield გაიყიდა 1878 წელს. სამხედრო კომიტეტმა შეწყვიტა კონტრაქტი სმიტ ვენსონთან, დარჩენილი რევორველები მალევე გაიყიდა სამოქალაქო მაღაზიების ქსელებით. მიუხედავათ ამისა, კოლტი მაინც კოვბოის ისტორიის განუყოფელი ნაწილად ითვლებოდა.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!