stoeger-IMG_0144(2)

STOEGER MOD 3500 12X89 SUPER  MAGNUM

კიდევ ერთი კლასიკური შემთხვევა არასწორად დატენილი   ვაზნით თუ როგორ შეიძლება   ჯერ თოფი გამოვიყვანოთ მწყობრიდან, შემდეგ კი არსწორად დაშლის გამო საბოლოოდ მოვუღოთ ბოლო. შევეცდები ავხსნა  რა მოხდა, რადგან ძალიან ძნელად შეიძლება თქვას ვინმემ რა დაემართა მის თოფს სინამდვილეში. თოფის ყურადღებით დათვალიერების შემდეგ თვალნათლივ ჩანს საკეტის ბრუნვადი თავი, რომელიც იკეტება ლულის უკანა ნაწილზე ჩახრახნული კუდის  სპეციალურ ჭრილებში, მოტეხილი აქვს ერთი ჩამკეტი, რაც გამოწვეულია მაღალი წნევის გამო.  ეს შესაძლებელია მომხდარიყო, როგორც გადამეტებული დენთის დოზით ასევე იმ შემთხვევაშიც როდესაც  ხდება ვაზნაში დენთის ჩაპრესვა. ვაზნაში  ზომაზე მეტი  დენთის დაპრესვისას გამოყოფილმა წნევამ შეიძლება გადააჭარბოს ლულის სავაზნეში ნორმალური წნევის სამჯერად ნორმას. თუ 12 კალიბრის ნორმალური სამუშაო წნევა შეადგენს 650- 700  მეგა პასკალს. ძნელი მისახვედრი არაა რომ ამ წნევის თუნდაც გაორმაგების  შემთხვევაშიც მიღებული წნევა საშიშია  მაგნუმის 12X76 თოფისთვის. აღარ არი საუბარი გასამმაგებულ წნევაზე, რომელსაც ვერ გაუძლებს  12X89  სუპერ მაგნუმის თოფიც კი. კარგია რომ ამ შემთხვევაში დაზიანდა საკეტი და არა ლულა, რადგან ლულის გახეთქვის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო მსროლელის ტრამვირება. რაც შეეხება დანარჩენ დაზიანებას, რაც ვერ გააკეთა  ვაზნამ, შეძლო თოფის მფლობელმა ან სხა ვინმემ ჩაქუჩის და სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით. პირველი არის ის რომ მოხსნეს ძალის გამოყენებით ლულაზე ჩახრახნული უკანა  ნაწილი, რომლის მოხსნაც  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ის თავიდანვე დაფიქსირებულია ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც საკეტი დადგენილი დახრის კუთხით იკეტება ლულასთან. მისი მოხსნის მცდელობისას ჩაქუჩით დაზიანებულია ლულაზე დარჩილული თასმის დაბოლოება. ასევე დაზიანებულია  ლულის სავაზნესთან არსებული ჭრილი, რომელშიც მოძრაობს საკეტზე არსებული ამომგდები კბილი  და გატეხილია საკეტის სახელური. მე ხშირად მინახავს პრაქტიკაში როდესაც თვითნებურად არემონტებენ სანადირო თოფებს, სინამდვილეში კი უცოდინარობის გამო  უფრო აფუჭებენ.   საბოლოოდ მაინც  მისატანი უხდებათ სპეციალისტთან შესაკეთებლად. ამიტომ აჯობებდა თუ გაითვალისწინებენ  ასეთ მაგალითებს და თავიდანვე მიაკითხავენ კვალიფიცირებულ ხელოსანს რათა თავიდან აიცილილონ სავალალო შედეგები.

error: Content is protected !!