არ გასულა დიდი დრო რომ ისევ მოხდა შემთხვევა არა მარტო ლულის არამედ მთლიანდ თოფის დაზიანების, რამაც მთლიანდ როგორც სხვა მოცემულ შემთხვევებში თოფი მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან. თოფს არავინ ჩივის ამ შემთხვევაშიც, რადგან მსროლელი გადარჩა და საღსალამათია. ყველამ ვუსურვოთ რომ ასეთი რამ აღარ დამართნოდეს. ეს შემთხვევაც კლასიკური მაგალითია გადამეტებული მუხტით დატენილი ვაზნით გამოწვეული დაზიანების, რომელმაც მთლიანად გამოიყვანა თოფი მწყობრიდან. არც აქ შევუდგები აღწერას თუ რა მოხდა, ფაქტი სახეზეა და არ მგონია სადავო იყოს, თუ რას შეეძლო გამოეწვია ასეთი შედეგი. კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა, გაითვალისწინეთ ჩემს მიერ წარმოდგენილი არა ერთი მაგალითი თუ რა შედეგს იძლევა გადამეტებულ დენთის მუხტი. ყველამ ეცადეთ, რომ ღმერთმა დაგიფაროთ და ასეთი რამ თქვენც არ შეგემთხვეთ დაუკვივრებლობის გამო. წარმატებულ და უხიფათო ნადირობას გისურვებთ ყველას.

error: Content is protected !!