STOEGER MOD.3500 KAL. 12X69

 

 

 

 

 

 

იოლად წარმოსადგენი რომ იყოს გადავუღე სურათები 34 გრ, 36გრ, 40გრ, 50გრ, და 64 გრამიან ვაზნებს. 

  თვალში საცემია მათი გარე ზომების სხვაობა . რათქმა უნდა შიგა დენთის ზომებიც სხვადასხვაა და სხვადასხვა დენთის აფეთქების შემდეგ გამოწვეული წნევაც სავაზნეში. ერთი სიტყვით სხვადასხვა გრამიანი ვაზნები ერთი სახეობის დენთითაც რომ იყოს დატენილი, კონკრეტული საფანტის ოდენობის ვაზნას გააჩნია შესაბამისი სიძლერის დენთის მარკა, რომელიც უზრუნველყოფს საფანტის სროლას და აკმაყოფილებს იმ  საბრძოლო თვისებებს, როგორიცაა  საფანტის სიჩქარე დაჯგუფება და სიმკვთრე (შეყწევადობა). ბოლოს რაც მთავარია გასროლა არ წარმოადგენს საშიშროებას არც თოფისთვის და შესაბამისად არც მსროლელისთვის.   მაგალითად მეორე  სურათზე კარგად ჩანს დენთი ნობელ-სპორტის განსხვავება ფერში, 34 გრამიანი ვაზნის და 36 გრამიანი ვაზნებს  დენთებს შორის.  დენთის წონა ერთნაირია 1,6 გრამი, მაგრამ სიძლიერით  ისინი განსხვავდება ერთმანეთისაგან. 34 გრამიანი სხვადსასხვა ვაზნის დენთის წნევა სავაზნეში მერყეობს 550 მეგო პასკალილიდან  650 -მდე, 36 გრამიან ვაზნაში 650-დან 750-მდე. აქედან გამომდენარე დენთის წონა ერთნაირია მაგრამ, როგორც ავღნიშნე განსხვავებაა სიძლიერეში. მესამე სურათზე მოცემულია სხვადასხვა წონის საფანტზე დენთის წონის მონაცემები. სურათში 40-50-64- გრამიანი ვაზნების დენთებიც ერთი შეხედვით ერთნაირია, და არ არის ფერით განსხვავებული როგორც წინა სურათზე მოცემულ დენთებს შორის, მაგრამ მათის სიძლიერე სხვადასხვანაირია. ამიტომ დენთის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული დენთის პარტია რა დოზით არის განკუთვნილი კონკრეტული წონის საფანტისთვის. მაგნუმის და სუპერ მაგნუმის დენთი რამდენადაც ვიცი არ შემოდის საართველოში. ეს კარგია, თორემ მერე რა რაოდენობის თოფები დაზიანდება ამის წარმოდგენაც არ მინდა. ძირითადადთ შემოდის 34 გრამიან ვაზნებზე განკუთვნილი დენთი შესაბამისი მარკის დენთის მიხედვით. მწყერის სეზონზე მე პირადად შემომაქვს ხოლმე 28 გრამიანი ვაზნის დასატენად შესაბამისი მარკის დენთი. ეს მინდოდა მეთქვა მოკლედ დენთის და საფანტის დოზის შერწყმასთან დაკავშირებით, წარმოდგენა რომ იქონიოს ყველამ რათა ისეთი შედეგები არ მიიღოს რაც  სურათებზეა მოცემული.  ჯერ კიდევ ვისაც არ ჯერავს ჩემს მიერ წარმოდგენილი სხვა დაზიანებული ლულების გამომწვევი მიზეზების არსებობა, მათ გასაგონად ვიტყვი, თუ რა შეუძლია ზედმეტი დენთით დატენილ ვაზნას. ამის კიდევ ერთი მაგალითია სურათებზე აღბეჭდილი დაზიანებული თოფი. კერძოდ საუბარია სტოეგერ 3500-ზე რომლიც განკუთვნილია მაღალი წონის საფანტის სროლაზე.

კონკრეტულად ამ მოდელის თოფიდან შესაძლებელი 64 გრამიანი ვაზნის სროლა.  მისი ცარიელი მასრის სგრძეა 89 მილიმეტრი. თითქმის 9 სანტიმეტრი. ამ შემთხვევაში გსაოცარია 70 მილილეტრიანი სიგრძის ვაზნაში როგორ ჩატიეს იმხელა დენთის მუხტი და საფანტი, რომელიც ბევრად აღემატება 89 მილიმეტრიანი დატენილი ვაზნისთვის განკუთვნილ პარამეტრებს. რამაც შეაბამისად გამოიწვია ის რომ წნევამ გამოგლიჯა ლულის  სახაზინო ნაწილის საკეტის თავის საყრდენი  ღარები. შესაბამისად მოგლიჯა საკეტის თავზე არსებული  სპეციალური შვერილები რითაც იკეტება ლულის სახაზინო ნაწილის ღარებში. საკეტის გახსნის (ლულასთან დაცილების მომენტში) დროს იმხელა წნევა იყო ლულაში, რომ უკან გამოტყორცნილმა წნევამ გაგლიჯა თოფის კალაპოტის წინა ნაწილი. ეს ყველფერი სიურათზე კარგად ჩანს და მე მგონი ყურად საღები ფაქტია რეომელმაც შეიძლება მარტო თოფის დაზიანებით არ ჩაიაროს. კარგია რომ ლულა არ გასკდა  სავაზნეში თორემ  რა შეიძლება მოყოლოდა ამას ეს არავინ იცის. ამიტომ ვურჩევდი ყველას დამწყებ, გამოცდილ და აწი რომ აპირებს ნადირობის დაწყებას იმათაც, რომ გაითვალისწინონ ყველა უსაფრთხოების და ზომა წონის წესები რაც ვაზნის დატენვასთან არის დაკავშირებული. ყოველი აესთი  და სხვა ფაქტების აღწერის ბოლოს ასე გაფრთხლიებით ვამთავრებ ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა არ იკლებს თოფების დაზიანების ფაქტები. გამოდის ამაოდ ვცდილობ, რადგან ჩემს მიერ აღწერილი და მოყვანილი ფაქტები როგორც ჩანს არაფრის მთქმელია, რადგან შემცირების მაგიერ ყოველ სეზონზე მატულობს თოფის დაზიანების ფაქტები. არადა ვიცი კონკრეტულ ყოველი თოფების ასათი  დაზიანების უკან რამხელა საშიშროება დგას. ვცდილობ როგორმე გავაფრთხილო ყველა რომ ნადირობა და გართობა ელემენტარული დაუკვივრებლობის  და აუცოდინარობის გამო ტრაგედიად არ გადაიქციოთ.

error: Content is protected !!