IUDJIN STOUNER
ყველასათვის უკვე ცნობილი M4, რომელიც ნატოს ალიანსში შემავალი ქვეყნების და საქართველოს არმიის შეიარაღებაშია, შექმნილია ამერიკელი კონსტრუქტორის იუჯინ სტოუნერის მიერ. სტოუნერი ითვლება მეოცე სუკუნის ერთერთ გამიჩენილ ამერიკელ კონსტრუკტორად, რომელმაც შექმნა მთელი თაობა საბრძოლო იარაღების, როგორც ავტომატები ასევე ნახევრად ავტომატური შაშხანები, ტყვიამფრქვევები, მცირე კალიბრიანი და მსხვილ კალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, საზენიტო დანადგარები და ტანკის ქვემეხები. მთლიაობაში თუ დავაკვირდებით მის მიერ შექმნილ იარაღების მთელ თაობას, ძნელია მოიძებნოს ისეთი კონსტრუქტორი ვისაც ერთად ამდენი სხვადასხვა დანიშნულების იარაღი ქონდეს შექმნილი. ბევრი დავაა რომელი ავტომატი ჯობია სტოუნერის თუ კალაშნიკოვის, დღესაც არ წყდება ამაზე დავა. ზოგს ურჩევნია კალაშნიკოვის ავტომატი, რომელიც გამოირჩევა ძალიან საიმედო მუშაობით და ნაკლები ხარისხის ტყვიის დაჯგუფებით სტოუნერის ავტომატთან შედარებით. ზოგი კი თვლის რომ მთავარია სიზუსტე, რაც აუცილებელია იარაღისთვის და სტოუნერის ავტომატი არაფრით

არ ჩამოუარდება კალაშნიკოვს ავტომატს საიმედო მუშაობაში. ფაქტია რომ მრავალი საველე გამოცდების მერე მთლიანობაში და არა ერთმნიშვნელოვნად, კალაშნიკოვს ანიჭებენ უპირატესობას. რათქმა უნდა სტოუნერის ავტომატიც აბსოლიტურად მისაღებია ყველა სახის საბრძოლო მოქმედებეში გამოსაყენებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ძირითად იარაღიად ნატოს შეიარაღებაში. ერთი სიტყვით ორივე ავტომატი აღიარეს როგორც საუკეთესო მთელს მსოფლიოში. დღესღეობით გამოჩნდა ისეთი სისტემის იარაღები რომლებიც ჯობია კალაშნიკოვის და სტოუნერის ავტომატს მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, რომ ამისთვის ღირდეს მთელი არმიის გადაიარაღება. სტოუნერის და კალაშნიკოვის საიმედოება დაამტკიცა მრავალ წლიანმა როგორც საველე ასევე საბრძოლო მოქმედებებმა რაც არც თუ ისე ცოტა იყო მე-20-ე საუკუნეში. იუჯინ სტოუნერი დაიბადა 22 ნომბერს 1922 წელს ამერიკაში ინდიანას შტატში. მას ყველა იცნობს როგორს M16 შემქმნელს. კალიფორნიის უმაღლესი სკოლის „ ლონგ ბიჩის“ დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცნობილ ფირმა «Vega Aircraft Corporation“-ში. სადაც მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის შემდეგ სტოუნერი მსახურს იწყებს ამერიკის საზღვაო ავიაციის ქვეით ჯარში, რომელიც მონაწილეობას იღებდა წყნარი ოკიანის საბრძოლო მოქმედებებში. მსახურობის დროს სტოუნერი თავისუფალ დროს ატარებდა საბრძოლო იარაღების კონსტრუქციების შექმნაში. მისი პირველი შაშხანა 30 M1 (7.62X33mm) არც კი წარმოებულა და დარჩა როგორც პროექტი ქაღალდზე. ომის შემდეგ მუშაობას იწყებს ფირმა»Whittaker»-ში დიზაინერად, რომელიც აწარმოებდა ავიაციის ტექნიკის საკომპლეკტაციო დეტალებს. სტოუნერის გატაცება იარაღების კონსტრუქციების შექმნაში ალბათ დარჩებოდა როგორც ჰობი, რომ არა შემთხვევითი შეხვედრა „ჯორჯ სალივანთან“ რომელიც იყო დირექტორი მაშინდელი არც თუ ისე დიდი კომპანიის სახელწოდებით „ArmaLite“-ეს. როდესაც სალივანი გაეცნო სტოუნერის ნაშრომებს მაშინვე შესთავაზა ადგილი თავის ფირმაში უფროსი ინჟინრის თანაბდებობაზე. ფირმა არმალაიდის მიერ წარმოებული იარაღების ძირითადი მოდელები იყო სტოუნერის პატენტები. 1954 წელს ფირმა აწარმოებდა სამოქალაქო ბაზრისთვის სტოუნერის რამოდენიმე შაშხანის მოდელს AR-5 .22 Hornet (კალიბრი 5,6). შემდეგში ეს მოდელი სახელწოდებით МА-1 მიღებული იქნა ამერიკის ავიაციის შეიარაღებაში როგორც თვით გადარჩენის იარაღი ექსტრემალურ სიტუაციებში. ამ მოდელის წარმატებამ კომპანიას მისცა სტიმული გადართულიყო ისეთი იარაღების შექმნაზე, რომელიც მისღები იქნებოდა ამერიკის სამხედრო შეიარაღებისთვის, რაშიდაც დიდად გამოადგა ცოდნა და ტალანტი იუჯინ სტოუნერის. 1955 წელს სტოუნერმა შექმნა ყველასაგან განსხვავებული ორიგინალური შაშხანა AR-10 7,62X51 მმ კალიბრის ვაზნაზე გაზის უკუცემის ავტომატიკის მუშაობის პრინციპზე. თავიდან არმიის ხელმძღვანელობამ არ მიაქცია ყურადღება სტუნერის შაშხანას AR-10-ს. რადგან ახალი მიღებული იყო შეიარაღებაში М14 7.62х51 მმ ვაზნაზე. მიუხედავათ ამისა კომპანიამ მაინც მიიღო შეკვეთა არმიიდან შეექმნათ შაშხანა მცირე 5.56х41 მმ კალიბრის ვაზნაზე. ბრწყინვალეთ გაართვა თავი სტოუნერმა შეკვეთას თავი და ასე გამოჩნდა ლეგენდარული შაშხანა AR-15/М16. კომპანია არმალაიდმა ფინანსური პრობლემების გამო 1959 წელს ყველა უფლება AR-10 — AR-15 წარმოებაზე გადასცა ფირმა კოლტს სადაც საბოლოვოდ გადავიდა სტოუნერიც როგორც მთავარი კონსულტატი. 1962 წლიდან სტოუნერმა შექმნა მთელი ,სერია იარაღების, რომელებშიც დაფუძვნებული იყო დეტალების ურთიერთ შეცვლის პრინციპი,

რაც საშუალებას იძლევოდა ერთი ავტომატიდან მეორე ავტომატში დეტალების შეცვლას ყოველგვარი მორგების გარეშე. იარაღების სერიას მინიჭა სახელწოდება Stoner 62 Weapons System, რომელშიდაც შედიოდა ნახევრად ავტომატური შაშხანა, ავტომატი, ხელის ტყვია მფრქვევი და სავიაციო ტყვაიმფრქვევი 7.62х51, 5,56×41 მმ ვაზნაზე. ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს 5.56х41 კალიბრზე სერია Stoner 63, რომლებიც იყო დამოკლებული წინა ვარიანტების (მოიერიშე) შაშხანის და ხელის ტყვიამფრქვევის, რომლებიც შეიძინეს სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის და იყენებდნენ ვიეტნამის ომის დროს. სერია Stoner 63-მი დღესაც იწარმოება ოდნავი მოდერნიზაციით სახელწოდებით „სტოუნერ 93“. სტოუნერმა 1974 წელს დაარსა კომპანია»ARES Incorporated», რომლსს საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო სარტილერიო დანადგარები. ამ ფირმაში 15 წლის განმავლობაში სტოუნერმა დააპროეკტა კიდეც 20 და 30 მილიმეტრიანი საზენიტო დანადგარები, ტანკის გლუვლულიანი ქვემეხი და საავიაციო 7,62 კალიბრის ტყვიამფრქვევი. 1986 წელს შექმნა ხელის ტყვიამფრქვევი ARES LMG-ი რომელსაც უწოდეს Stouner 86. 1990 წელს სტოუნერმა მუშაობა დაიწყო კომპანია Knight’s Armament-ში სადაც მუშაობდა სიცოცხლის. ბოლომდე. სტუნერის ბოლო შედევრებათ შეიძლება ჩაითვალოს სნაიპერული შაშხანა SR-25 7.62х51 კალიბრზე და ანტიმატერიალური სნაიპერული შაშხანა SR-50 კალიბრი 12,7 მმ. ვისაც შეხება ქონია სტოუუნერის შექმნილ იარაღებთან მიხვდება, რომ მისი იარაღების სისტემები არ არის კოპირებული რომელიმე სხვა ანალოგიური კლასისს იარაღებიდან, როგორც ამას აკეთებდნენ სხვა ცნობილი კონსტრუქტორები. ეს მეტყველებს იმაზე რომ სტოუნერი იყო უნიჭიერესი კონსტრუქტორი, რომელმაც შექმნა იარაღების მთელი ოჯახი, რომელიც არ შეუქმნია არავის მანამდე. სტოუნერი გარდაიცვალა 24,04,1997 წელს. თამამად შეიძლება ითქვას რომ ბრაუნინგი, სტოუნერი, კალაშნიკოვი და მაქსიმი შეიძლება ჩაითვალოს ფუძემდებლად ისეთი იარაღების სისტემების, რომლებზედაც იდგა და დღესაც დგას მსოფლიო შეიარაღების ძირითადი ნაწილი.

Invalid Displayed Gallery

error: Content is protected !!