ფასი˜: 1500 ლარი

 

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 420
ლულის სიგრძე (მმ) 123
წონა (გრ.) 1100
 მჭიდის ტევადობა (ც) 15+1

 

 

TAURUS  PT 92 AF

ტაურუსის პისტოლეტები და რევორველები იწარმოება ბრზილიური კომპანიის FARJAS TAURUS  SA-ს მიერ. ტაურუსის იარაღების ძირითადი ნაწილი კოპირებულია ცნობილი ბრენდების  პისტოლეტებისა  და რევორველებისაგან. TAURUS  PT 92 AF-ც ლიცენზირებული კოპიოა  ცნობილი იტალიური პისტოლეტის  ბერეტა 92-ის.  PT-92AF  იწარმოება 1970 წლიდან ამ ხნის განმავლობაში განიცადა ოდნავი როგორც გარე ასევე შიგა ცვლილებები,  დღემდე იწარმოება რამოდენიმე მოდიფიკაციით. PT-92-ის ავტომატიკის პრინციპი დაფუძვნებულია  მოძრავი ლულის უკუცემის  ენერგიის  ხარჯზე, საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებულია ლულის ქვეშ. ლულის საკეტთან ჩაკეტვა  ხორციელდება ლულის ქვეშ განთავსებული  ჩამკეტი  ბერკეტით,  რომელიც ლულისა და საკეტის გადაადგილებისას  მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში, როგორც ეს ხდება WALTHER P 38-ში და BERETTA 92-ში.  პისტოლეტის დამრტყმელ დამცემი მექანიზმი ორმაგი მოქმედებისაა, გააჩნია ავტომატური და მექანიკური დამცველი. მექანიკური მცველით, რომელიც განთავსებულის ჩარჩოს ორივე მხარეს შესაძლებელია ჩახმახის უსართხო დაშვება სავაზნეში ვაზნის არსებობის დროს.  პისტოლეტი შესრულებულია მაღალი  კლასის  დიზაინით.  გამოირჩევა  კარგი ბალანსით და სროლის სიზუსტით, რითაც აკმაყოფილებს მის მიმართ წაყენებულ ყველა ტექნიკურ მოთხოვნებს.

 

error: Content is protected !!