TOMPSON M1921 11.43 mm.
ყველას სმენია ლეგენდარული ამერიკული ავტომატი ტომპსონი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მე-20 საუკუნის ოციანი წლების ამერიკულ კრიმინალურ სამყაროში. ასევე ამერიკელ განგსტერებსა და სამართალ დამცავებს შორის დაპირისპირებაში. მეორე მსოფლიო ომის დროსაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მებრძოლებს შორის. ავტომატი შემქნა ამერიკელმა თადარიგის პოლკოვნიკმა ჯონ ტოლივერ ტომპსონმა. იგი დაიბადა 1860 წელს გარდაიცვალ 1940 წელს. ტომპსონი იყო სამხედრო შეიარაღების ექსპერტი და გამოცდილი კომერსანტი. რუსეთშიდაც კი იყო მიწვეული მოსინის შაშხანის ტესტირების დროს. ტომპსონმა თავისი ჩანაფიქრი განსახორციელებლად შეიძინა საკეტის პატენტი რომელიც შექმნილი იყო კონსტრუქტორ ჯონ ბლიშუს მიერ 1915 წელს. ტომპსონმა შემოიკრიბა ირგვლივ ენთუზიაზმით სავსე ჯგუფი და და შეუდგა მუშაობას. ორწლიანი დაუღალავი შრომის მერე დაადგინა რომ საკეტში არსებული ფერადი ლითონის ბრინჯაოს დეტალი, რომელიც ასრულებდა საკეტის უკუსვლის შენელებას, ვერ უზრუნველყოფდა შაშხანის მძლავრი ვაზნის უკუცემას და მალე ცვდებოდა. ტომპსონმა დაადგინა რომ ერდადერთი ვაზნა რომრლიც სიმედოდ იმუშავებდა კონსტრუქციიდან გამომდინარე ეს იყო კოლტის 45 AKP ვაზნა, კოლტის ავტომატური პისტოლეტის 11,43 მილიმეტრიანი ვაზნა რომელიც უკვე მიღებული იყო ამერიკაში როგორც სტანდარტული პისტოლეტის ვაზნად. ტომპსონმა მის მიერ შექმნილი ავტომატის მთლიანი მექანიზმი დაუკავშირა კოლტის პისტოლეტის ვაზნის ტექნიკურ მონაცემებს. პირველი საიმედოდ მომუშავე და სისტემურად გამართული ავტომატი შექმნეს 1918 წელს. ავტომატის დაარქვეს „ანნიგილიატორ“ (დამანგრეველი). პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი პირველი მსოფლიო ომის დამთავრების მეორე დღეს გადაეცა სამხედრო კომისიას მისი შემდეგი საველე გამოცდისათვის. კომისიამ გამოცდის მერე დაადგინა რომ ტყვიამფრქვევი მუშაობდა სიმედოდ, რომელისაც გააჩნდა სროლის მაღალი ტემპი 1500 გასროლა წუთში. უარყოფითად ითვლებოდა ის რომ მთლიანად შევსებული მრგვალი მჭიდით, რომელშიდაც ეტეოდა 100 ცალი ვაზნა ტომპსონი იწონიდა 5 კილოგრამს და ღირდა 225 დოლარი, როდესაც მაშინდელი ამერიკული მსუბუქი ავტომანქანა ღირდა 400 დოლარი. ასეთი მაღალი ფასი გამოწვეული იყო დეტალების დამუშავების მაღალი ხარისხით და ლულა რომ ყოფილიყო კოროზიისადმი უფრო მედგარი ფარავდენ ვერცხლით. პირველი პარტია საქარხნო წესით აწარმოეს 1919 წელს. იმის გამო რომ ტომპსონს არ ქონდა საკუთარი წარმოება პირველი პარტია 15 000 ცალის ოდენობით აწარმოეს კოლტის ქარხანაში. 1921 წელს აწარმოეს მოდიფიცირებული ვარიანტი რომელშიდაც სროლის ტემპი შემცირებული იყო წუთში 800 გასროლამდე. ლულის გასაგრილებლად მასზე ტოვებდნენ სპეციალურ წრიულ ღარებს, უკუცემის შესამცირებლად კი ლულის ბოლოს უყენებდნენ კომპესატორს. 1923 წელს წარმოადგინეს სამხედრო მოდელი რომელსაც გააჩნდა ვიწრო ცევიო წინა სახელურის მაგიერ და მჭიდი 20 ვაზნაზე რამაც საგძნობლად შეამცირა ავტომატის მასა. შესაძლებელი იყო ასევე მრგვალი მჭიდების გამოყენება 50 და 100 ვაზნაზე. ტომპსონის ავტომატი პოპულარიზაციისათვის იგზავნებოდა ევროპაშიც მაგარამ ფართო გამოყენება კომერციული თვალსაზრისით ევროპაში ვერ ჰპოვა. ამერიკაში მშრალი კანონის მიღებამ გამოიწვია უმართავი პროცესები. ძირითად კანადიდან შემოდიოდა სპირტიანი სასმელები კონტრაბანდით, რაც ძირიდადი შემოსავლის წყარო გახდა განქსტერებისთვის, რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას და შეიარაღებაში ქონდათ ძირითადად ტომპსონის ავტომატები. ადეკვატური ზომების მისაღებად პოლიცია იძულებული იყო მასაც მიეღო შეიარაღებაში ტომპსონის ავტომატი. ავტომატით შეაიარაღეს ფბრ-ი, საფოსოტო განყოფილებები და სახმელეთო დაცვა. ფბრ-ის შეიარაღებაში ავტომატი რჩებოდა 1976 წლამდე. შემდეგ კი მოხსენეს შეიარაღებიდან როგორც უკვე მოძველებული მოდელი. ტექნიკური კუთხით ავტომატის მუშაობის პრინცი დაფუძვნებული იყო ნახევრად თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციპზე, რომელის დაყოვნებაც უკუ სვლისას ხორციელდებოდა ხახუნის ძალით H-ის მგვარი საკეტის ფერადი დეტალით, რომელიც ურთიერთქმედებდა ჩარჩოში არსებულ ირიბად დახრილი ჭრილთან, ნევსა ქონდა მოძრავი. საკეტის შემაყენებელი სახელური განთავსებული იყო საკეტის ზემოთ ლულის კალაპოტის სახურაზე. დამცველი და სროლის რეჟიმის გადამრთველი ბერკეტები განთავსებული იყო ლულის კალაპოტის მარცხენა მხარეს. სამიზენე მოწყობილება შედგებიდა „მუშკისაგან“ და კობინირებულ სარეგულიროვკო „ცელიკისაგან“. რომელიც განკუთვნილი იყო 100-150 მეტრ მანზილზე სასროლად. ავტომატში შესაძლებელი იყო ვიწრო კოლოფისებური 20 და 30 ცალიანი ვაზნის ტევადობის მჭიდების გამოყენება, ასევე მრგვალ 50 და 100 ვაზნის ტევადობის მჭიდის გამოყენება. ავტომატი გამოირჩეოდა დიდი საიმედობით და კარგი საბრძოლო თვისებებით. მისი წარმოება ჯდებოდა ძალიან ძვირი, რის გამოც ავტომატის გამოყენება იმ დროისთვის სამხედრო დანიშნულებისთვის პრაქტიკულად იყო შეუძლებელი. ტომსონის ავტომატები იწარმოებოდა სხვადასხვა მოდელების M1921, M1923, M1927, M1928, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება უმნიშვნელო ტექნიკური მაჩვენებლებით. 1928 წელს ამერიკის საზღვაო ქვეითის მონაწილეობისას ნიკარაგუაში სარდლობამ თავიანთი დანაყოფის გასაძლიერებლად შეიძინა ტომსონის ავტომატების მოდელი M1928. შეზღუდული გამოყენების გამო ავტომატმა ვერ დაამტკიცა ბოლომდე თავისი შესაძლებლობები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს აუცილებელი გახდა კომპაკტური ავტომატის შეიარაღებაში მიღება რასაც მთლიანად აკმაყოფილებდა ტომპსონის ავტომატი. მიიღეეს კიდეც შეიარაღებაში M1928 A1. მიუხედავათ მისი მძიმე წონისა ავტომატმა ფართო გამოყენება ჰპოვა მეორე მსოფლიო ომის დროს მთელ ფრონტზე. თავისი დადებითი ტექნიკური და საბრძლო მაჩვენებლებიდან გამომდინარე ამერიკამ შეძლო დიდი დანახარჯებისა და მონდომების შედეგად დაეწყო ავტომატის მასიური გამოშვება. 1940-1944 წლებში აწარმოეს 1 387 134 ტომპსონის ავტომატი. 1924 წელს რუსებმაც შეიძინეს ტომპსონის ავტომატები რომლებიც დაურიგდა სასაზღვრო შენაერთებს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ამერიკისგან როგორც დახმარება მიიღეეს რუსეთის არმიაში, მაგრამ დიდი გამოყენება ვერ ჰპოვა, რადგან რუსებს უკვე ქონდათ საკმაოდ ეფექტური «შპაგინის» პეპეშას ავტომატი. ტომსონის ავტომატი დღესაც პოპულარობით სარგებლობს იარაღების მოყვარულთა შორის, რომელიც გამოირჩევა სხა სვტომატებისაგან როგორც ვაზნის ყალიბით ასევე თავისი ორიგინალური შესახედაობით და მექანიზმის საიმედო მუშაობით.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!