ტოზ-66
ნამდვილად არ ღირს საუბარი ან რაიმეს მტკიცება იმაზე თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ლულის ასეთნაირად დაზიანების. პასუხი მარტივია!…გადამეტებული დენთის დოზა. არ მგონია ვინმე გულგრილი დარჩეს ასეთი ლულების შემყურე და არ იწამოს მფარველი ანგელოზი. სურათში კარგად ჩანს ლულის სავაზნის რამხელა ნაწილია აგლეჯილი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო დაეზიანებინა როგორც მსროლელი ასევე საკმაოდ შორ მანძილზე მყოფი სხვა ადამიანიც. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ირგვლი მყოფი ადამიანებისთვის ლულის ასეთი დაზიანება. მეტი რა შეიძლება აჩვენო ადამიანს, რომ შეიგრძნოს თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ვაზნის არა სწორედ დატენვას. მიუხედავათ ამისა მაინც ძალიან ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები და კარგია რომ უმეტესი შემთხვევა სრულდება მსროლელის დაზიანების გარეშე. ღმერთმაც ქნას რომ არავინ დაზიანდეს, მაგრამ საუბედუროდ ბევრი მონადირე ღებულობს ტრამვას. ჩემს მიერ ასეთი ლულების საიტზე ატვირთვა და აღწერა ნაკარნახევი იყო იმისათვის რომ ყველას ენახა თუ რა საშიშროებას წარმოადგენს მონადირესათვის ასეთი ლულების დაზიანებები და ეგრძნოთ ის საშიშროება რაც შეიძლება მოყვეს ასეთ შემთხვევებს. ამიტომ ყველა მონადირემ თუ არა მონადირემ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოდ იმისათვის რომ ყველა დამწყებ და გამოუცდელ მონადირეს ავუხსნათ ის მოსალოდნელი საშიშროებები, რაც შეიძლება მოყვეს ვაზნების დატენვის დროს ელემენტალურ უყურადღებობას და ტექნიკური უსაფრთხოების დარღვევას. ვინც გაითვალისწინებს ჩვენს რჩევებს ნადირობა მისთვის გახდება სიამოვნების და ხალისის მომტანი. წინაღმდეგ შემთხვევაში ერთმა გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს არამარტო ტრამვირება მონადირის ან მის გარშემო მყოფი ადამიანისთვის, არამედ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს უფრო უარესი შედეგით.

error: Content is protected !!