ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი 12×76
ლულის სიგრძე (სმ) 66
მთლიანი სიგრძე (სმ) 110
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით(მმ) 0,25  0,25 0,5 0,10
წონა (კგ) 2.5

 

Verney Carron
ალბათ ბევრი მონადირე დამდგარა ნადირობის დროს ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც ფეხთან ახლოს აფრენია ტყის ქათამი ან მწყერი. ხშირ შემთხვევაში სანამ ნაბულზე არ დადგება ძაღლი და პატრონი არ წააქწზებს არ ხერხდება მწყერის ან ტყის ქათმის აფრენა. ასეთ მომენტში ახლო მანძილზე უწევთ სროლა და ხშირ შემთხვევებში მთავრდება იმით, რომ ხდება დაცილება ან მოკვლის შემთხვევაში მივიღებთ დაქუცმაცებულ მოკლულ უვარგის ფრინველს. ამიტომ ხშირად როცა ხდება თოფის შერჩევა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რა პირობებში რა სახის ფრინველზე რა მანძილზე გვიწევს სროლა. არის მონადირეების კადეგორია, რომლებიც ნადირობს მხოლოდ მწყერზე და ტყის ქათამზე, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს მაგრამ როგორც ჩვენთან ასევე საზღვარგარეთ არის ასეთი კატეგორიის მონადირეები ყველა ასაკის და სხვადასხვა ფიზიკური მონაცემების, რომლებიც ნადირობენ ნაბულის მქონე მაძებარი ძაღლებით სადც საჭიროა სპეციალური ლულების მქონე თოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ საფანტის ახლო მანძილზე გაშლას, რათა არ მოხდეს ფრინველის გაფუჭება. მონადირეების უმრავლესობას უცებ გაახსენდება მრგვალ სტენდზე სასროლი რუსული წარმოების  სპორტული თოფები ტოზ-57K, მც108 და იჟ-39-ი ლულის ბოლოში გაფართოებით, „რასტრუბი“. მაგრამ იმაზე არავინ არ ფიქრობს რომ მაინდამაინც არაა გამართლებული თითქმის ოთხკილომდე სიმძიმის თოფის ტარება, რომელიც მწყერზე და ქათამზე მართლაც რომ მიმზიდველ ნადირობას გადააქცევს წამებად. იხვზე შედარებით შორ მანძილზე კი „რასტრუბი“ ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რასაც აკმაყოფილებს ის ლულები, რომლებსაც გააჩნია ლულის წინა შევიწროება, ჩოკებბი. ბევრი რომ არ ვისაუბროთ ამისთვის რუსეთში არ ეცალათ, რომ კონკრეტული ნადირობისთვის ეწარმოებინათ შესაბამისი სიმძიმის,ლულის შიგა დამუშავების და საბრძოლო მონაცემების თოფები. რამდენათაც ვიცი არც ეხლა ეხლა იკლავენ თავს ამისთვის. დღეს დღეობით ბევრი ქვეყანა სადაც ძალიან პოპულარულია მწყერზე და ტყის ქათამზე ნადირობა, განსაკუთრებით იტალიასა და საფრაგენთში. ამ ქვეყნებში  აწარმოებენ მოკლე ლულებიან 12 კალიბრის სანადირო თოფებს, რომელთა წონა შეადგენს 2,5 კილოგრამს ლულების დაბოლოვების სხვადასხვა კომბინაციით, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ახლო მანძილზე ასევე ჩვვეულებრივ დისტანციაზე სასროლად. ასეთ თოფებს გააჩნია კარგი ბალანსი, მხარზე უცებ მიბრჯენის და მანევრირების საშუალება. სპეციალური დაბოლოვებებით მათი ლულები იძლევა 8-12 მეტრზე საფანტის ფართო გაბნევის წრეს, რაც აუცილებელია ახლო მანძილზე სროლისთვის. ასეთი თოფების კატეგორიას მიეკუთვნება საფრანგეთში ქალაქ „სენტენიენში“ წარმოებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ვერნეი კარონი“. ფრანგებისათვის ეს სახელწოდება იგივეა როგორიცაა „გოლანდ-გოლანდი“ ინგლისელებისთვის, „ლებო კურალი“ ბელგიელებითვის, ზაუერი და ზიმსონი გერმანელებისთვის. ფირმის ისტორია მოიცავს თითქმის ორ საუკუნეს. ყოფილი პატარა სახელოსნო გადაიქცა თანამედროვე ჩარხ დანადგარების და მაღალი კლასის ოსტატების მქონე მძლავრ კომპანიად, რომელიც აწრმოებს მრავალი სახეობის როგორც შაშხანებს ასევე გლუვლულიან და კომბინირებულ თოფებს.1966 წლიდან „ვერნეი კარონის“ ვერტიკალური ლულების წყობის მქონე თოფებმა მალევე მოიხვეჭა სახელი და დაიკავა თავისი ადგილი სხვა ცნობილი ბრენდების თოფებს შორის. 1985 წლიდან დაიწყო 12 კალიბრის მსუბუქი 2,8 კგ-ის თოფების გამოშვება რომელსაც გააჩნდა ალუმინის სპეციალური მტკიცე შენაერთის კალაპოტი და 71 სმ-ის სიგრძის ლულა. მონადირეებს არ გამორჩენიათ მხედველობიდან თოფის სიმსუბუქე, დახვეწილი დიზაინი, ბალანსი და კარგი საბრძოლო თვისებები, რის გამოც სასურველ თოფად იქცა ყველა მონადირეისთვის. 1988 წლიდან დაიწყეს სპორტული თოფის წარმოება „სუპერ-9“-ის წარმოება, რომლის წონა შეადგენდა 3,5 კგ-ს. ასეთი წონის სამონადირეო მოდელი არც თუ ისე პოპულარული გახდა მონადირეებს შორის. ფირმა იძულებელი გახდა დაეწყო იგივე მოდელის მსუბუქი თოფების წარმოება რომელშიდაც ფოლადის კალაპოტი შეცვალეს მტკიცე “დურალის” კალაპოტით, რამაც საგრძნობლად შეამცირა თოფის წონა. თოფის წონა 66 სმ-ის სიგრძის ლულით შეადგენდა 2,5 კგ-ს. „ვერნეი კარონის“ მჩატე თოფებმა მალე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. თოფს გააჩნია ორი სასხლეტი, შესაბამისად  ქვედა ლულის სროლა შესაძლებელია წინა სასხლეტით, უკანა სასხლეტით ზედა ლულის, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ ორ სასხლეტიან თოფებში. ამ თოფის მექანზმის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ორივე ლულის სროლა შესაძლებელია მარტო წინა სასხლეტით, თუ არ არის სროლის თანმიმდევრობის შეცვლის აუცილებლობა. ფირმა აწარმოებს სხვადასხვა მოდიფიკაციის როგორც სერიულ ასევე საცალო წარმოების თოფებს, დახვეწილი დიზაინით და კარგი საბრძოლო თვისებებით. საქართველოშიც შემოდის აღნიშნული თოფები, მაგრამ ასევე შემოდის იგივევე სახელწოდების მქონე სხვა ქვეყნის ნაწარმიც, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ვიზუალურ მხარეს ასევე შესაბამის დამღებს რომელიც დატანილია ლულაზე და კალაპოტზე.

error: Content is protected !!