ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9
 სიგრძე(მმ) 216
ლულის სიგრძე(მმ) 125
სიმაღლე (მმ) 136
სიფართე (მმ)  37
წონა (გრ) 880
 მჭიდის ტევადობა (ც) 8

 

WANTNER P 38   9X19 MM

30-ან წლებში ვალტერის ფირმას ჯერ კიდევ არ ქონდა სამეწარმეო ციკლი იმ სიმძლავრის,რომ ეწარმოებინა გაზის პისტოლეტები.არადა ვალტერი თვლიდა რომ ეს იყო აუცილებელი საშუალება თავდაცვისათვის,რომელიც იქნებოდა განკუთვნილი მანდილოსნებისათვის.1932 წელს შექმნა კიდეც 6მმ გაზის პისტოლეტი, რომელიც თავისი მინიატურული ფორმის გამო მართლაც თავისუფლად თავსდებოდა  ქალის ხელჩანთაში. 1937 „ფრიც ვალტერმა“ დაავალა თავის თანამშრომელს „ვალტერ რიმუს“ ორგანიზება გაეკეთებინა და დაეწყო გაზის პისტოლეტების წარმოება, „მაიერმა“ და „რიმმა“ დაარსა კომპანია გერმანიის ქალაქ არნსბერგში, რომრლიც გახდა ერთერთი უდიდესი მწარმოებელი გაზისა და პნევმატური იარაღების, სახელწოდებით  UMAREXS. პისტოლეტების  PP და PPK-ას შექმნის მერე  „ვალტერი“ მეორედ შეუდგა ახალი პისტოლეტის შექმნას რომელსაც უნდა შეეცვალა გემანიის შეიარაღებაში  მყოფი 9 მმ პარაბელუმი  P08,  რომელიც არ აწყობდა გერმანულ არმიას მისი წარმოების სირთულის და თვითღირებულების სიძვირის გამო. ვალტერმა  1931 წელს საფუძვლად აიღო  PP-ეს სისტემა და გადააკეთა უფრო მძლავრ  9X19 ლუგერის ვაზნაზე.  მიუხედავად იმისა რომ გაზარდა საკეტის სიგრძე და მასა, ასევე გააძლიერა საკეტის ზამბარა,  მაინც არ იყო შეთავსებული თავისუფალი საკეტის მუშაობის  პრინციპი ისეთ მძლავრ ვაზნასთან  როგორიც იყო ლუგერის  9მმ ვაზანა. სამხედრო კომისიამ  რიგი მიზეზების გამო არ მიიღო ვალტერის ეს მოდელი შეიარაღებაში. უფრო მოკლე და მსუბუქი საკეტისათვის   საჭირო იყო  ავტომატიკის მუშაობის  და  ლულის საკეტთან ჩაკეტვის სხვა პრინციპი, რასაც ვალტერმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. შემდეგ მოდელში სახელწოდებით  MP, შემუშავებული იქნა ჩაკეტვის სხვა მექანიზმი რომელიც ლულას საკეტთან კეტავდა ვერტიკალურ სბრტყეში მოძრავი ბერკეტი. ამ ახალი მექანიზმის ჩაკეტვის პრინცპი ერთობლივად დააპატენტა „ფრიც ვალტერმა“ და ინჟინერმა „ფრიც ბარტლემენსომ.“ პისტოლეტის შექმნაში ასევე აქუტიური  მონაწილეობა მიიღეს ძმებმა „ენრიხ და გეორგ ვალტერებმა.“  1936 წელს „ვალტერმა“ მიმღებ  კომისიას  წარუდგინა რამოდენომე მოდელი ახალი პიტოლეტების სხვადასხვა სახელწოდებით, MP, AP, HP.  საბოლოოდ შეიარაღებაში 1938 წელს მიიღეს   HP  ახალი სახელწოდებით  VALTHER P38.   ასევე პოლიციის შეიარაღებისთვის შექმნეს P 38-ის შემოკლებული ვარიანტი რომელზედაც შესაძლებელი ოყო მაყუჩის დაყენება. ვალტერმა არ უღალატა  თავის  ტრადიციებს და  ასევე გამოუშვა სპორტული სროლისათვის  სავარჯიშო   მოდელები  22LR,  9MM  ULTRA   და  45ACP-ეს კალიბრის ვაზნებზე.

P38-ის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი  დაფუძვნებული იყო ლულის უკუცემის ხარჯზე მისი უკუ სვლის დროს.   იმ პერიოდში ლუგერის 9X19 მძლავრ ვაზნაზე P38 იყო ერთადერთი პისტოლეტი რომელსაც გააჩნდა ორმაგი დამსხლტ დამრტყმელი მექანიზმი.  ლულა საკეტთან იკეტებოდა სპეციალური ბერკტით, რომელიც განთავსებული იყო  ლულის ქვეშ და მოძრაობდა  ვერტიკალურ სიბრტყეში. გასროლის დროს ლულა საკეტთან ერთად რამოდენიმე მილიმეტრით იხევდა უკან, ლულის ქვეშ განთავსებული სპეციალური შვერილი ჩარჩოსთან შეხებისას ბერკეტს წევდა ძირს და  გამოდიოდა საკეტის ჭრლებიდან, რის შედეგადაც  საკეტი და ლულა თავისუფლდებოდა  ერთმანეთისაგან. ლულა ჩერდებოდა  საკეტი კი განაგრძობდა უკუ სვლას  და ხდებოდა პისტოლეტის გადატენვის მთლიანი ციკლი. P38-ს გააჩნდა როგორც ავტომატური ასევე მექანიკური დამცველი. მექანიკური დამცველის ღილაკი განთვსებული იყო საკეტის მარცხენა მხარეს, რომელიც  იძლეოდა  ჩახმახის უსაფრთხო დაშვების საშუალებასაც. ავტომატური მცველი კი თვითნებური ჩახმახის დასხლეტის შემთხვევაში იცავდა პისტოლეტს  გასროლისაგან, თუ სასხლეტზე არ მოხდებოდა დაწოლა. საკეტის  საწყის მდგომარეობაში დამაბრუნებული ზამბარები განთავსებული იყო ჩარჩოში ცალცალკე ორივე მხარეს. საკეტის არხში მოძრავი  სპეციალური  წვრილი ღეროს  საშუალებით შესაძლელი იყო სავაზნეში ვაზნის არსებობის განსაზღვრა. ომის პერიოდში გერმანულმა ქარხნებმა «ვალტერმა“, „ სპრევერკემ“ და „მაუზერმა“აწარმოეს  დაახლოებით 1180000-ზე  მეტი P38. სპეციალისტების აზრით ვალტერის პისტოლეტი აღიარეს მეორე მსოფლიო ომის დროს ერთერთ საუკეთესო პისტოლეტად. P 38 გამოირჩეოდა ორიგინალური დიზაინით, ავტომატიკის, სხვებისაგან განსხვავებული მუშაობის პრინციპით, გააჩნდა შესანიშნავი ბალისტიკური მაჩვენებლები  და იყო ძალიან დახვეწილი. იმდენად საიმედო  იყო პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი, რომ 70-ან წლებში ცნობილმა კომპანია ბერეტამ თავისი პისტოლეტის BERETTA 92 FS შექმნის დროს საფუძვლად დაუდო P38-ის ლულის საკეტთან ჩაკეტვის პრინციპი, რამაც დანარჩენი დადებითი კონსტრუქციული  სიახლეებით ბერეტას პისტოლეტი საიმედო  და პრესტიჟულ იარაღად აქცია  მთელ მსოფლიოში. P38 ომის მერეც  იწარმოებოდა და იმყოფებოდა როგორც გერმანიის ასევე სხვა ქვეყნების  შეიარაღებაში. მასზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო აწარმოებდნენ კომერციული დანიშნულებისთვისაც. დღესაც დიდი მოთხოვნაა ამ შესანიშნავ პისტოლეტზე იარაღის მოყარულთა შორის.

P. S. სიმართლე გითხრათ  და მეც დიდი სიმპტია გამაჩნია P38-ის მიმართ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირი შეხება მოქონია  მის მექანიზმთან, საშუალება მქონდა  შემედარებინა მაშინდელი სხვა ცნობილ პისტოლების მექანიზმებთან, რაც მეტად ვეცნობოდი მის მექანიზმს  დავრწმუნდი, რომ ეს იყო საუკეთესო მოდელი თავისი შესრულებით არა მარტო იმ პერიოდში. საკმაოდ რთული კონსტრუქცია  მთლიანობაში ძალიან მარტივად იყო გადაწყვეტილი, როგორც მთლანად პისტოლეტის მუშაობის პრინციპი.  იგრძნობადა რომ მართლაც დიდი შრომა და გენიალური ნიჭი იყო საჭირო ამ პისტოლეტის  შექმნისთვის. რისთვისაც დიდ პატივს ვცემ მის შემქმნელებს. ალბათ დამეთანხმებიან ყველანი ვისაც ქონია შეხება P 38-თან და ახლოს გაცნობია მის მექანიზმს.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!