ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი .455 BritishService ან .38ACP
წონა ვაზნების გარეშე (კგ) 1.065
ლულის სიგრძე(სმ) 15
მთლიანი სიგრძე (სმ) 27
ვაზნის ტევადობა 6ც .445
11,55მმ

 

IMG_2918

 Webley Fosbery

ეს მართლაც უნიკალური რევორველი შექმნა ინგლისის არმიისთვის ვეტერანმა ოფიცერმა და კონსტრუქტორმა ჯორჯ ვინსენტო ფოსბერიმ 1896 წელს. თავისი რევოლვერის წარმოებისთვის აირჩია ბირმინგემში მდებარე კომპანია webley & son. 1900 წლის ივლისში კომპანიამ დაიწყო ვინსენტო ფოსბერის კონსტრუქციის რევორველის წარმოება სახელწოდებით webley-fosbery automatic revolver. ამ რევორველის უნიკალურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მსროლელს ერთხელ ჭირდებოდა რევორველის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, შემდეგ კი სროლა შესაძლებელი იყო ნახევრად ავტომატურ რეჟიმში. გასროლის დროს ზედა ჩარჩოს ნაწილი ლულასთან, დოლურასთან და დამრტყმელ მექანიზმთან ერთად გადაადგილდებოდა უკან დენთის გაზის უკუცემის ხარჯზე. ქვედა უძრავ ჩარჩოზე განთავსებული სპეციალური შვერილი შედიოდა დოლურას გარე ჭრილში და აბრუნებდა მას ნახევრად, შესაბამისად ზედა მოძრავ ჩარჩოს ჩახმახი მოყავდა საბრძოლო მდგომარეობაში. სახელურში განთავსებული ფირფიტისებური ზამბარა კი აბრუნებდა ზედა მოძრავ მექანიზმს წინა საწყის მდგომარეობაში და ქვედა ჩარჩოზე განთავსებული შვერილი დოლურას ისევ აბრუნებდა ნახევარი ბრუნვით, რის შედაგდაც დოლურას სავაზნის ცენტრი და ლულის ცენტრი ერწყმოდა ერთმანეთს. ყოველი შემდგომი გასროლა ხდებოდა უკვე შეყენებული ჩახმახით რაც ზრდიდა სროლის სიზუსტეს. საკმაოდ კარგი კონსტრუქცია და დამსხლეტ დამრტყმელი მექანიზმი იძლეოდა იმ უპირატესობას, რითაც ჯობნიდა სხვა რევორველებს სიზუსტით და სროლის სიჩქარით. რევორველს გააჩნდა მექანიკური დამცველი, რომლითაც შესაძლებელი იყო რევორველის მექანიზმის დაბლოკვა, ასევე გააჩნდა გადასახსნელი ბერკეტი რომლის საშუალებითაც ხდებოდა რევორველის გადახსნა და ეჟექტორის საშუალებით მასრების ამოყრა. იწარმოებოდა რევოეველის ორი მოდელი 455 webley (11,5mm) 38auto (9mm) ვაზნაზე, პირველ ვაზნაზე მორგვის ტევადობა იყო 6 ცალი ხოლო მეორე ვაზნაზე 8 ცალი. მიუხედავად თავისი განსხვავებული ორიგინალური მექანიზმისა ნახევრად ავტომატური რევორველი ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაშიც არ მიიღეს რიგი მიზეზების გამო. მაგალითად თუ გასროლა არ მოხდებოდა მორგვის ხელით გადაბრუნება არ ხერხდებოდა და საჭირო იყო მთლიანად ზედა მოძრავი მექანიზმის ხელით უკანა მდგომარეობაში მოყვანა. ასევე მორგვის ღია კამერების იოლად დაბინძურების შესაძლებლობა. ამიტომაც მისი მასიური გამოშვება არ მოხერხდა და 1918 წლიდან აღარ წარმოებულა.მიუხედავად ამისა ვებლეის რევორველი თავისი ორიგინალური მექანიზმიდან გამომდინარე   აღიარეს სროლის მოყვარულებმა და კოლექციონერებმა.  დღესაც დიდი დაინტერესებაა ამ უნიკალური მექანიზმის მქონე რევორველზე და საკმაოდ სოლიდურ ფასად იყიდება ხოლმე მსოფლიო აუქციონებზე.

[cvg-video videoId=1 width=640 height=’420 mode=playlist /]

სხვა საქონელი

error: Content is protected !!