ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,62X54
ლულის სიგრძე(სმ) 71
მთლიანი სიგრძე(სმ) 120
მჭიდის ტევადობა(ც) 5
წონა ოპტიკის გარეშე (კგ) 4.70
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 860

 

Winchester 1895 k. 7,62×54

winchester m 95 (11)1895 წელს კოპანია „ვინჩესტერის“ დაკვეთით ცნობილმა კონსტრუქტორმა „ბრაუნინგმა“ შექმნა სავაზნე კოლოფიანი შაშხანა რუსულ ვაზნაზე, რომელიც მეფის რუსეთმა შეუკვეთა ამერიკელებს შეექმნათ ჰენრის სისტემის შაშხანა მოსინის 7,62X54 კალიბრის ვაზნაზე. როგორც ავღნიშნე ბრაუნინგმა პრწყინვალედ გაართვა თავი ვინჩესტერის შეკვეთას და შექმნა შესანიშნავი შაშხანა რუსულ ძლიერ 7,62 ვაზნაზე, რომელშიდაც ლულისქვეშა მილისისებური სავაზნის მაგიერ გამოიყენა ფიქსირებული სავაზნე კოლოფი რომელიც განთავსებული იყო უშუალოდ საკეტის ქვეშ. ერთი შეხედვით გავს კიდეს სავაზნე კოლოფის კონფიგურაცია მოსინისას. ვაზნით სწრაფი შევსება ვინჩესტერში ხდებოდა იგივე პრინციპით როგორც მოსინის შაშხანაში სპეციალური ჩარჩოთი რომელშიდაც თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა. 1895 წლიდან 1931 წლამდე აწარმოეს დაახლოვებით 426 ათასი M1895 წლის მოდელი სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე. ამერიკაში შაშხანების შეკვეთა გამოწვეული იყო იმით რომ რუსეთი ვერ უზრუნველყოფდა როგორც არმიის შეიარაღებას ასევე ფრონტის წინახაზის მომარაგებას საბრძოლო შაშხანებით. ამიტომ 1915- 1917 წლებში ამერიკელებმა აწარმოეს 300 000 ცალი შაშხანა რუსულ ვაზნაზე. მ 1895 მოდელს როგორც სხვა ანალოგიური შაშხანას გააჩნდა ლულის გასწვრივ მცოცავი საკეტი, გადატენვა ხდებოდა გენრის სპეციალური ჩარჩოთი, რც ზრდიდა შაშხანის გადატენვის და
შესაბამისად სროლის სიჩქარეს. საკეტი იკეტებოდა ვერტილალური ბერკეტით ჩარჩოს დაკეტვისას, რომლის ზემოთ და ქვემოთ მოძრაობით ხდებოდა ნასროლი მასრის ამოგდება და ახალი ვაზნის მიწოდება ფიქსირებული სავაზნე კოლოფიდან. „ვინჩესტერი“ სროლის სიჩქარით ჯობნიდა მოსინის შაშხანას. ვინჩესტერი უფრო მგძნობიარე იყო მოსინის შაშხანასთან შედარებით დაბინძურების მიმართ და ასევე უარყოფით მხარედ შეიძლება ჩათვლილიყო მწოლიარე მდგომარეობაში შაშხანის გადატენვა, რაც დისკომფორტს უქმნიდა მსროლელს. შაშხანას გააჩნდა ღია სამიზნე მოწყობილობა, „შტიკის“ წამოსაგები და ღვედის სამაგრები (ანტაბკები). ვინჩესტერი მ 1895 წლის მოდელის პოპულარობა ამერიკაში გამოწვეული არ იყო სხვა კონტინეტის არმიის შეიარაღების ან სამოქალაქო ომში მონაწილეობით, არამედ ამერიკის პრეზიდენტის „თეოდორე რუზველტის“ აფრიკაში მოგზაურობით, რომელმაც სანადიროდ როგორც მეორე სათადარიგო შაშხანად აირჩია ვინჩესტერის მ 1895 წლის მოდელი, რომელიც იწარმოებოდა სხვადასხვა ძლიერი კალიბრის ვაზნებზე. 30-06 Springfield 38-72 და 405 Win, 30 US. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია Winchester Repeating Arms Co, 2009 წელს გამუშვა მ 1895 წლის შაშხანის მოდელი შეზღუდული პარტიით 1000 ცალი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა სარეკლამო სააგენტო საშუალებების მიხედვით 3649 დოლარს. ვინჩესტერის და სხვა ფირმების მიერ ჰენრის ჩარჩოთი გადატენვის პრინციპზე შექმნილი შაშხანები დღიდან მისი გამოჩენისას დღემდე დიდი მოწონებით სარგებლობს მონადირეებსა და სროლის მოყვარულთა შორის. ამ სისტემამ თავისი ადგილი დაიმკვიდრა და თავისივე კვალი დატოვა როგორც იარაღის წარმოებაში, ასევე მსოფლიო ომებში და სამოქალაქო კომფლიქტებში, სადაც არა ერთხელ გარდამტეხი როლი შეიტანა საომარი მოქმედებების დროს.

 

error: Content is protected !!