ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12კალ. და 9.3x74R
ლულის სიგრძე (სმ) 65
მთლიანი სიგრძე (სმ) 106
წონა (კგ) 3,4


ZAUER M 30 

სამლულიანი კომბინირებული თოფი

სიტყვა drilling „დრილინგი“ ნიშნავს სამლულიან კომბინირებულ თოფს, რომელც შექმნა
ცნობილმა გერმანულმა ფირმა J.P.Sauer & Sohn „ზაუერმა“. მისი წარმოება დაიწყო 1930 წელს სახვადასხვა კალიბრის გლუვი და ხრახნიანი ლულების კომბინაციით, რომლებიც მაშინვე დიდი მოთხოვნადი გახდა სამონადირეო სამყაროში. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმენელების მიერ ჩრთილოეთ აფრიკაში 1941 წელს აქტიური საომარი მოქმედებების დაწყების გამო გერმანული ავიაციის სარდლობამ გადაწყვიტა მათი მფრინავები აღეჭურვათ ეფექტური იარაღით, რომელიც ხელს შეუწყობდა გადარჩენილ მფრინავებს სიცოცხლის შენერჩუნებაში თვითფრინავის ავარიული დაშვების შემთხვევაში, აფრიკის მკაცრ ჯუნგლებში მტაცებელი ცხობელებისაგან თავდასაცავად და ასევე საჭმელად გამოსადეგ ცხოველებზე სანადიროდ. აქედან გამომდინარე luftvaffe, „ლუფტვაფეს“-ეს შეიარაღებაში დაიწყეს ზაუერის სისტემის კომბინირებული თოფის მიწოდება, რომლის ზედა ჰორიზონტაული ლულები იყო 12 კალიბრი და მესამე ხრახრიანი ლულა კი მძლავრ 9,3X74 კალიბრზე. საინტერესოა რომ ამ თოფების შეძენა „ლუფტვაფეს“ უხდებოდა სამხედრო სპეციალური დაკვეთის გვერდის ავლით, რაც აძვირებდა მის ღირებლებას. დანარჩენი კომერციული თოფებისაგნ განსხვავება იყო მხოლოდ სპეციალური სამხედრო კომისიის მიმღებ დამღაში. 1941 წლიდან 1943 წლებში ლუფტვაფეს მფრინავებისთვის აწარმოეს 2500 ცალი „ზაუერი მ 30“-ი. თოფის კომპლექტაციაში შედიოდა, თოფის ღვედი, საწმენდი, გამოყენების ინცტრუქცია და ალუმინის ყუთი გადასატანად. ასევე კომპლექტში შედიოდა საბრძოლო მოწყობილობა, 20 ცალი 9,3X74 კალიბრის ვაზნა, 20 ცალი ბრენეკეს სისტემის ჟაკანი და 25 ცალი საფანტის ვაზნა. თოფის წონა, მისი ყუთით და მთლიანი ჩამონათვალით შეადგენდა 15 კილოს. რა თქმა უნა ამ თოფის გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ იმ მფრინავებს ვინც ავარიული დაშვების შემდეგ დარჩებოდა ცოცხალი. სხვა შემთხვევაში, მაგალითად თვითფრინავის ვარდნის დროს მფრინავის პარაშუტით გადმოხტომის მერე თოფები ნადგურდებოდა თვითმფრინავებთან ერთად. ზაუერის მ 30-ის დრილინგი როგორც ავღნიშნეთ წარმოადგენს სამლულიან კომბინირებულ თოფს. ზედა ორი 12 კალიბრის ჰორიზონტალური განლაგების მქონე ლულით და ქვემოთ მესამე ხრახნიანი ლულით. თოფი შესრულებულია კლასიკური გადახსნის გრინერის ბერკეტის პრინციპით და კალაპოტის ქვედა დაფაზე განთავსებული დამტყმელ დამსხლეტი „ბლიცის“ სისტემის დახურული ჩახმახიანი მექანიზმით. თოფის სროლა შესაძლებელია ორი სასხლეტით. უკანა სასხლეტით ხორციელდება ზედა მარცხენა ლულით სროლა, ხოლო წინა სასხლეტით სპეციალური გადამრთველის საშუალებით ხორციელდება ზედა მარჯვენა და ქვედა ხრახნიანი ლულით სროლა. გადამრთველი განთავსებულია კალაპოტის ზედა უკანა ნაწილში გადასახსნელი ბერკეტის უკან. გადმრთველი ღილაკის წინა მდგომარეობაში გადაყვანა განაპირობებს ხრახნიანი ლულის სროლას, უკანა მდგომარეობაში კი მარჯვენა გლუვი ლულის სროლას. წინა სასხლეტი აღჭურვილია სასხლეტზე დაწოლის სიმძლავრის სარეგულიროვკო მექანიზმით „შნელერით“. გადამრთველი ღილაკის წინა მდგომარეობაში გადართვისას, ხრახნიანი ლულის სროლის დროს, ზედა ლულების შემაერთებელ თასმაზე ხდება უკანა სამიზნის ავტომატურად წამოწევა რას შეესაბამება 100 მეტრზე სროლის ნიშნულს. დამცველი ღილაკი განთავსებულია კონდახზე წინა მარცხენა მხარეს რომლის მოძრაობაც მოსახერხებელია ცერა თითის საშუალებით. თოფი გამოირჩევა კარგი დიზაინით, ბალანსით და აქვს შესანიშნავი საბრძოლო მონაცემები. დღესდღეობით მრავალი ფირმა აწარმოებს კომბინირებილ თოფებს სხვადასხვა კალიბრის კომბინაციით და ლულების ოდენობით. ფაქტია რომ კომბინირებული თოფები პრაქტიკულია და იძლევა ერთი თოფით მრავალფეროვანი ნადირობის შესაძლებლობას. ამიტომაც სარგებლობს მონადირეებს შორის დიდი პოპულარობით მიუხედავად მისი არც თუ ისე დაბალი ფასის გამო.

error: Content is protected !!