ნამდვილად არ მოიწყენს ჩემი საიტის სტუმრები დაზიანებული ლულების სიმცირის გამო, რადგან არც თუ ისე დიდი ხანია რაც საიტზე დავდევი სხვა თოფის დაზიანებული ლულა. ამჟამად წარმოგიდგენთ ისევ კლასიკურ მოდელს ლულის დაზიანების თუ როგორ უნდა დაზიანდეს ლულა გადამეტებული დენთის მუხტით. ეს გახლავთ გერმანული წარმოების ზაუერი 16 კალიბრი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, რომლის ლულის გახეთქვა გამოიწვია დიდმა დენთის დოზამ. რა თქმა უნდა მფლობელი განცხადებით ეს დაზიანება გამოიწვია მაღაზიაში შეძენილმა ვაზნამ. მეეჭვება მაღაზიაში შეძენილმა 28 გრამიანმა ან თუნდაც 30 გრამიანმა ვაზნამ ასეთი დაზიანება გამოიწვიოს. შეფასება თქვენთვის მომინდვია. მე ის მინდა, რომ ყველამ გაიგოს რა იწვევს ლულის ამათუ იმ დაზიანებას და რა შეიძლება მოყვეს ასეთ დაზიანებას. სავაზნის გახეთქვის დროს აგლეჯილი ლულის ნაწილს თავისუფლად შეეძლო საკმაოდ დიდ მანძილზე ადამიანის დაზიანება. ამ შემთხვევაში გადარჩა მსროლელიც და სხვაც. ამიტომ სასწორზე რომ არ დადოთ რა მოხდება სროლის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ვაზნის დატენვას სახლის მპირობებებში, ასევე მაღაზიაშიც ვაზნის შეძენას, რადგან მაღალი სიძლიერის ვაზნას თავისუფლად შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ლულაც და თოფიც. თუ იგივე 12 კალიბრის ძველი მოდელის ზაუერის თოფში ჩადებთ მაგნუმის 50 გრამიან ვაზნას  ჩათვალეთ რომ შედეგი იქნება იგივე.

error: Content is protected !!